მთავარი,სიახლეები

ქედის პოლიციის უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დანიშნეს

24.08.2017
ქედის პოლიციის უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დანიშნეს

ქედის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დაინიშნა. ის ქედაში დეტექტივების განყოფილებას უხელმძღვანელებს. გიორგი ბზიშვილი მანამდე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა – ჯერ უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო,  შემდეგ კი – ამავე სამმართველოს უფროსი.

ქედის სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი მოადგილე, როსტომ ცინცაძე, რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ იმავე ხაზით ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ქედის პოლიციას დღეს გიგლა მოსიძე ხელმძღვანელობს, რომელიც პოლიციის ქედის სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაინიშნა. მანამდე გიგლა მოსიძე შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

„ბათუმელებმა“ გიორგი ბზიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით თავდაპირველად გიგლა მოსიძეს ჰკითხა, მაგრამ მან თქვა, რომ „არ სცალია“, „სხვა დროს დავურეკოთ“  და ტელეფონი გამორთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად წერილობით მივმართოთ შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს. შესაბამისად, უწყებაში ბზიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვებს არ უპასუხეს.

ამავე თემაზე:

აჭარის პოლიციიდან ბესიკ ამირანაშვილის კადრების დათხოვნა დაიწყო

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: