ბათუმის მერიას გმირთა ხეივნის საპირფარეშოები აუქციონზე გააქვს

ბათუმის მერიამ განსაზღვრა აუქციონით სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ფასები იმ ქონებისთვის, რომელიც თითქმის 1 წელია უპატრონოდაა მიტოვებული და ნადგურდება. ამ ქონების ჩამონათვალშია კომერციული ფართობები და საპირფარეშოები, რომლებიც ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ ხეივანში, საფეხმავლო ხიდების ქვეშ მოაწყვეს. ხეივნის და ხიდების მოწყობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ბათუმელებს“ 30 ივლისს ქალაქის მერიაში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით …

შარტავას გამზირზე სამუშაოების დასრულების ვადა და ფასი გაიზარდა | ფოტორეპორტაჟი

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნისა და საფეხმავლო ხიდების მოწყობა 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა 2024 წლის 20 აპრილამდე გადაიწია. პარალელურად, 1,5 მილიონი ლარით გაიზარდა პროექტის ღირებულებაც. სამუშაოები შარტავას გამზირზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, რაშიც 7 315 132 ლარი დაიხარჯა მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი, ხელშეკრულება …

რატომ შეიზღუდა იუსტიციასთან მოძრაობა – შეცვლილია 13 და 14 ნომერი ავტობუსების მარშრუტი

ბათუმში 13 და 14 ნომერი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მეორე დღეა შეცვლილია. მიზეზი შერიფ ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების კვეთაში მიმდინარე სამუშაოებია. ამ ადგილზე საფეხმავლო ხიდის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ. სამუშაოების გამო შარტავას გამზირზე იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი მხოლოდ „მაკდონალდსის“ [რუსთაველის ქუჩის] მიმართულებით მოძრაობს, ხოლო აქედან ახალი ბულვარის მიმართულებით გზა გადაკეტილია [ავტომანქანით აქ წრეს ვერ გააკეთებ]. ხიმშიაშვილის …

როდის დასრულდება შარტავას გამზირზე სამუშაოები, რაშიც 23,8 მილიონი ლარი იხარჯება

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოები 2022 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე გრძელდება. „ბათუმელები“ ამჯერად დაინტერესდა, რატომ ვერ დასრულდა სამუშაოები დროულად, როდის დასრულდება და რა თანხა იხარჯება პროექტში, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი, მთლიანობაში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობეს. …

საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები

ბათუმში ჟიული შარტავას გამზირის „განახლება“ მთავრობის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში მაინც უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე გრძელდება და ის სულ მცირე, 2023 წლის ოქტომბრამდე, ალბათ, არც დასრულდება. პროექტი მთლიანობაში შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობილია. ერთი ხიდი შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების …

რკინის თაღის ქვეშ ხიდის მშენებლობა დაიწყო – მეორე ხიდი ბათუმში იუსტიციასთან აშენდება

ბათუმში, შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში საფეხმავლო ხიფის მშენებლობა დაწყებულია. ეს ხიდი, აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის. ხიდის მშენებლობა და მიმდებარე ხეივნების რეაბილიტაცია, როგორც „ბათუმელებს“ ადრე მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს, 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. აშკარაა, რომ სამუშაოები დარჩენილ 10 დღეში ვერ დასრულდება. სამუშაოებს აქ „საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს. როდის დასრულდება სამუშაოები, ამ კითხვაზე პასუხს …

როდის დასრულდება სამუშაოები გმირთა ხეივანში, სადაც საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში გმირთა ხეივანში და მის გაგრძელებაზე, ბაგრატიონის ქუჩამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო ხეივნები რამდენიმე თვეა გადაკეტილია. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს. ფონდის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს. ძირითადი სამუშაო, რაც აქ გაკეთდა/კეთდება არის ის, რომ არსებული ბეტონის საფარი აყარეს და ახლით ცვლიან. ჩაანაცვლებენ მცენარეების ნაწილსაც [ხეივნის …

ბათუმში, შარტავას გამზირზე, საფეხმავლო ხიდებს ააშენებენ

ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნებში სამ საფეხმავლო ხიდს ააშენებენ. ერთი ხიდი აბუსერიძის ქუჩაზე გადავა და აქვე მდებარე რკინის თაღში გაივლის, ხოლო ორი ხიდი გმირთა მოედანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს. ეს ორი ხიდი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას გადაკვეთს. საფეხმავლო ხიდები განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში აშენდება. პროექტი ხეივნის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და აქ სამუშაოებს შპს „საბა …

10.6 მილიონი ლარი გმირთა ხეივანში ხეივნის მოსაწყობად

ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რისთვისაც ხელშეკრულება კერძო კომპანიასთან 20 მილიონ ლარზეა გაფორმებული. ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანხით ოთხივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სამუშაოების ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. კომპანია „საბა კონსტრაქშენში“, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ხელშეკრულება პირველი ეტაპის სამუშაოებს ითვალისწინებს, დეტალების დასაზუსტებლად …

Exit mobile version