ჰიჩკოკის ფილმები სულ რომ არ გიყვარდეთ, ერთი სცენა მაინც გემახსოვრებათ საკულტო „ფსიქოდან“: მშვენიერი ქერა ქალი შხაპის ქვეშ, შემდეგ დანიანი უცნობი და ბოლოს ტრაპისკენ წასული, სისხლშერეული წყლის ნაკადი. აი, ეს წყლის ნაკადია სწორედ ძალიან შთამბეჭდავი.
ბათუმელები
ჰიჩკოკის ფილმები სულ რომ არ გიყვარდეთ, ერთი სცენა მაინც გემახსოვრებათ საკულტო „ფსიქოდან“: მშვენიერი ქერა ქალი შხაპის ქვეშ, შემდეგ დანიანი უცნობი და ბოლოს ტრაპისკენ წასული, სისხლშერეული წყლის ნაკადი. აი, ეს წყლის ნაკადია სწორედ ძალიან შთამბეჭდავი.
საქართველოში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების 2014 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული ბათუმელი ხატია ზუხუბაია გახდა. ხატიამ ფილმი სახელწოდებით „ღირსეული სიბერე“ ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის „ხანდაზმულთა რესურსცენტრის“ შესახებ მოამზადა. ხატია მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” სულ ახალი ბესტსელერია, რომელიც ელვის სისწრაფით გახდა პოპულარული. ქართული თარგმანიც მალე გამოჩნდა. არაერთგვაროვანი რევიუების გამო წიგნის მიმართ ცოტა სკეპტიკურად განვეწყვეთ. არასერიოზული, თინეიჯერული სასიყვარულო ამბის მოლოდინი კი, საბედნიეროდ, არ გამართლდა.
25 წლის ასაკში გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. დაუსწრებელზე ცოლის თხოვნით ჩააბარა – „საბუთი გექნება და მერე სკოლაში მაინც შეძლებ მასწავლებლად მუშაობასო“. ნამუშევრებს ქობულეთში ქმნიდა და მერე ფოსტით ლექტორს უგზავნიდა შესაფასებლად. პირველი პერსონალური გამოფენა წელს, იანვარში ჰქონდა. მხატვარი დურმიშხან კიკნაძე გვიან, მაგრამ მაინც აღმოაჩინეს. პირველმა გამოფენამ მხატვარს გზა ახალი გამოფენისკენ გაუხსნა. გუშინ, 11 მარტს თბილისში მისი მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა.
სვირინგი საბჭოთა ადამიანის სხეულზე ხშირად სასჯელის მოხდასთანაა გაიგივებული. თუმცა, იმ დროს სვირინგებს მეზღვაურები, სამხედროები, მუსიკოსები ან უბრალოდ, რომანტიკული მოზარდებიც იხატავდნენ. შესაბამისად, საბჭოთა სვირინგი ჟანრობრივად მრავალფეროვანია, სტილისტურად კი _ ერთფეროვანი.
მისი სამზარეულოს კარადაში ჭურჭლის ნაცვლად წიგნები აწყვია, სამზარეულოს მაგიდაზე – საგამოცდო ტესტები. მისი სადარბაზოს კედლები წარწერებითაა აჭრელებული, ყოფილი მოსწავლეები სიყვარულს უხსნიან. “ნინო მას ძალიან გვიყვარხართ…“ , „გვიყვარხართ ძალიან, ძალიან“. „არ იცოდეს მარჯვენამ შენმამ რას აკეთებს მარცხენა შენი,“ – ამ პრინციპით ცხოვრობს ქართულის მასწავლებელი ნინო სურმანიძე და ამბობს, რომ არ უკვირს ასეთი დიდი სიყვარული.
<!** Image 1 align="left" alt="გიორგი ქათამაძე " sub="გიორგი ქათამაძე " width="300" height="313" >
ვხედავ როგორ ურტყამს გავეშებული ხალხის მასა მიკროავტობუსს. ადამიანები – განწირულები ინსტინქტურად წივიან, კივიან, ყვირიან… მიშველეთ. ვინც შველას ითხოვს, ადამიანების გარემოცვაშია, ირგვლივ, ყველგან ადამიანია, ბევრი ადამიანი, ოღონდ მათ გარშემომყოფთაგან არავინ მიეშველება. პირიქით – უმრავლესობა მოსაკლავად ცოტას მისდევს და იმეტებს კიდეც.
<!** Image 1 align="left" alt="ჯაბა ანანიძე " sub="ჯაბა ანანიძე " width="300" height="498" >
ბოლო დროს ხშირად მიჩნდება სურვილი, გავიცინო პირდაპირ ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ფრიად სერიოზული საკითხზე ვმსჯელობთ. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, გლეხებისთვის დასახმარებლად გამოყოფილ სასოფლო ბარათებზე რომ გესაუბრათ და მოულოდნელად მაყურებელს დაესვა შეკითხვა: “ამ ვაუჩერის იმედი მქონდა, მანქანა ძლივს ვნახე, ჩამოვედი ფერმერთა სახლში, აზოტი მინდოდა და მითხრეს, მაგი არ გვაქვს და აგერ, სხვა რამე წაიღეთ, ბატონო”.
23 თებერვალს ბათუმში, „პრესკაფეში“, სულხან სალაძის ფოტოგამოფენა, „2 ცა 1 ბათუმი“ გაიხსნა. სულხანი ამჟამად თბილისში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მუშაობს. გარდა იმისა, რომ მას იცნობენ, როგორც იურისტსა და ფოტოგრაფს, სულხანი ასევე ძველი წიგნების კოლექციონერი და ბლოგერია.
შოთა გუჯაბიძე ფოტოაპარატის გარეშე არასოდეს დამინახავს. შორიდან ვიცნობდი, როგორც ბათუმელ ფოტოგრაფს, მისი ფოტოები კი რამდენიმე თვის წინ, ნობელების მუზეუმში გამართულ ბათუმელი ფოტოგრაფების გამოფენაზე ვნახე. საინტერესო ფოტოები იყო: თავზე თეთრ დოლბანდმოხვეული აჭარელი ქალი თვალის უპეებში დამალული ცრემლით, გოგონა დიდი, მეტყველი თვალებით, ობობა ფანჯრის კუთხეში და აივნიდან დანახული მიტინგი თეატრის წინ… ვიცოდი, რომ შოთა ფოტოგრაფი იყო, აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ.