როგორ ხსნის დასანქცირებული რუსული Wildberries ოფისებს საქართველოში

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს რუსულ უმსხვილეს ონლაინ სავაჭრო ქსელის Wildberries-ის სათაო ოფისებზე. უკრაინული და სხვა გამოცემების მიხედვით, განადგურებულია კომპანიის საწყობების 552 000კვ.მეტრი ფართობი, რაც ბაზრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების დაახლოებით 10%-ია. კომპანია Wildberrie-ი, რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს ტატიანა კიმს ეკუთვნის. თუმცა 2024 წლის ზაფხულში Wildberries-ი შეუერთდა რუსეთის უმსხვილეს სარეკლამო ოპერატორს, Russ Group-ს. ამ გაერთიანების …

„ეს აღიქმება პოლიტიკურ მუქარად“, ანუ რა ჩანს „ჯაშუშების დაკავების ბრიფინგებში“ – ინტერვიუ

სუს-მა, ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით ერთ დღეში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მანამდე იყო კიდევ ორი პირის დაკავების შემთხვევა იმავე ბრალდებით. ვის იჭერს და ვის ემუქრება „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მრჩეველს, თეონა აქუბარდიას. ქალბატონო თეონა, დღეს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „რეალური ჯაშუშები“ დავაკავეთ ჩვენ, მანამდე მსგავსი …

„პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ჰყოფენ სოროებიდან“ – ქალი, რომელსაც „ოცნების“ წევრი ხელით შეეხო

დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციისა და დაცვის კორდონით მივიდნენ, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების მემორიალთან. მათ დღესაც მოისმინეს შეძახილები – „მონა“, „რუსებო“, „ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო“, საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების მემორიალთან, დღეს ორი ადამიანი დააკავეს, …

„ნუ დახვალთ ლუარსაბის და დარეჯანის ყოველდღიურობაზე“ – ისტორიის პედაგოგი კოლეგებს

„მირჩევნია, ილიასავით მომკლან სადმე ან დამიჭირონ, ასე მაინც ვიქნები მართალი ჩემ სინდისთან, ვიდრე ჩამომიყალიბდეს მონური მენტალობა“ – ამბობს შალვა მინდაძე, ისტორიის მასწავლებელი. „ბათუმელებთან“ ის ეხმაურება „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოხატვის თავისუფლების სრული შეზღუდვის მცდელობას. „ამ ქვეყანაში ფაქტობრივად, გვიკრძალავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ეს მარტო პოლიტიკას კი არა, ზოგადად, ხალხის ღირსებას ეხება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ …

აქტივისტ სამირა ბაირამოვას კარზე რუსეთის დროშა და შავი ჯვარი მიუხატეს

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახლის კარზე სტიკერი – „შინ ევროპისკენ“ გადაღებეს და კარზე შავი საღებავით – ჯვარი, კართან კი რუსეთის დროშა მიახატეს. შემთხვევა დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში მოხდა. სამირა ბაირამოვა ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს. „ბათუმელებთან“ სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ჯერჯერობით პოლიციისთვის არ მიუმართავს. ეს მეორე შემთხვევაა, როცა უცნობი პირები სამირას საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ. „პირველი …

სუს-ის ფაილების ყულფში – როგორ დაიმორჩილა საპატრიარქო ივანიშვილმა

„სუს-ის კრებსები აღმოჩნდა საპატრიარქოსთვის ყულფი, რითაც ხელისუფლებამ საბოლოოდ მოთოკა საპატრიარქოს სურვილები, ამბიციები, მისწრაფებები. დღეს გვაქვს დამონებული საპატრიარქო ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლების მიერ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება და რომელსაც მღვდელმსახურება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს. ინტერვიუში დეკანოზი საუბრობს, რა მდგომარეობაში ჩააყენა „ქართულმა ოცნებამ“ მართლმადიდებელი ეკლესია. რუსული …

ვინ არის „ეკლესიის მტერი“, ვინც ართმევს დამოუკიდებლობას, თუ ვინც აკრიტიკებს? – ინტერვიუ

რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ, კობახიძე-ღარიბაშვილი აქტიურად ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოაჩინონ „ეკლესიის მტრებად“, საზოგადოებად, რომელსაც, კობახიძის თქმით, სურს ქართული იდენტობის წაშლა. რას მიაღწევს „ქართული ოცნება“ კრემლისთვის დამახასიათებელი რიტორიკით და მით უფრო „სუსის ფაილების“ ცნობილი სკანდალის შემდეგ. ვინ შეიძლება აღიქმებოდეს „ეკლესიის მტრად“ – არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ის სისტემა, რომელიც 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების თანახმად, უსმენდა …

რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი ბევრი კოლეგის გამო, რადგან პედაგოგები, სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით, ყველაზე ინერტული და მდუმარე ფენაა საქართველოში“- ამბობს ირმა გორდელაძე, ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი და გარემოსდამცველი. ირმა აქტიურადაა ჩართული პრორუსული მოძრაობების წინააღმდეგ. ბოლო თვეა საზოგადოებამ იგი სწორედ ამ ბრძოლისას გაიცნო. ქალბატონო ირმა, ბოლო პერიოდში ძალიან …

„ეს არის ბრძოლა რუსული ფულისთვის“ – რისთვის გააქტიურდა პატრიოტთა ალიანსი

რატომ შეახსენა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთს თავი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ელოდება თუ არა ინაშვილი-თარხან მოურავის რუსეთისადმი ერთგულებას კიდევ ერთი მარცხი საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას ესაუბრა. ბატონო ბაკურ, როგორც ვიცით, ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი რუსეთში არიან. ისინი შეხვდნენ რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის …

რა სიმბოლოების გამოყენებას აპირებს 9 მაისს ზახაროვა-გოგიძის მოძრაობა

ვინ არის „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტი და რას საქმიანობს მისი ორგანიზაცია ბათუმში, რომელიც ყოველ წელს, 9 მაისს, გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობს. „ბათუმელები“  ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლიკა ზახაროვას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურს რევაზ გოგიძემ უპასუხა. ის ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია. რას საქმიანობს ლიკა ზახაროვა და რა მიზნები აქვს თქვენს ორგანიზაციას საქართველოში, გარდა იმისა, რომ …

რას გეგმავს ბათუმში 9 მაისს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი

9 მაისს ბათუმში, გმირთა ხეივანში, მსვლელობის ნებართვას ითხოვს პრორუსული ორგანიზაცია „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“, რომლის ხელმძღვანელი ლიკა ზახაროვაა. აღნიშნული ორგანიზაცია სხვა პრორუსულ დაჯგუფებებთან, მაგალითად, იმავე  მოძრაობა „უკვდავ პოლკთან“ ერთად პერიოდულად მართავს აქციებს. არსებობს ინფორმაცია, რომ წლევანდელ საცხრამაისო აქციას შესაძლოა შეუერთდნენ საქართველოში მყოფი რუსეთის სხვა მოქალაქეებიც. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუკი  აქციაზე გამოყენებული იქნება საბჭოთა …

Exit mobile version