ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი …
Tag Archives: პოლიციელზე თავდასხმა
სასამართლოს თქმით, მინის ბოთლის თავში ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არაა – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, რამაც მტკივნეული ჰემატომა გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ბათუმში 2021 წელს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, დაადგინა შემდეგი: „2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ-მ საზოგადოებრივი …
სასამართლოს აზრით, მუშტის რამდენიმე დარტყმა სახეში „პოლიციელზე თავდასხმა“არაა – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლაც გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მუშტის რამდენიმე დარტყმა სახისა და თავის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე დაადგინა შემდეგი: „…დაახლოებით 21:00-დან-21:30 საათამდე პერიოდში, ქალაქ ბ.-ში, ს. ო.-ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ს.-ში“ ყოფნისას, ბ.-ის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა ა. უ.-მ სუპერმარკეტის …
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელის გარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არ არის – სილის გაწვნა არის?!
ერთ-ერთ საქმეზე, რომლის შესახებაც ამ მასალაში წაიკითხავთ, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა, რომლის შემდეგაც პოლიციელს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“], რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, არის?! სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაზე, სადაც პოლიციელს ხელის დაარტყეს, დაადგინა შემდეგი: „პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი [გ.ჯ] და …
ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?
უზენაესმა სასამართლომ „პოლიციელზე თავდასხმად“ არ მიიჩნია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ცხვირში, ხელკეტების დარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა. „ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში… ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია განჩინებაში, სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია. შემთხვევა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ …
პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?
„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის …
პოლიციელის დანით დაჭრა, უზენაესი სასამართლოს თქმით, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა?
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი საქმის მიხედვით, პოლიციელზე დანით დაზიანების მიყენება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლოს შეფასებით არ არის. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესაც აჭარის პოლიციის სამმართველო იძიებდა. ეს და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აჩვენებს, რატომ არის მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი. ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს …
ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა
უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგიყვებით, ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს ანუ საქართველოში სასამართლოს საბოლოო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა. ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა …
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს გ.ნ.- მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის …
Continue reading “პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავეს”
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს
შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. 1980 წელს დაბადებულ პირს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. „მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის …
Continue reading “პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს”
“დანა ორჯერ არ დამირტყამს”- პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
„გამოვიყენებ დუმილის უფლებას,“ – მიმართა სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა გელა ჭაღალიძემ. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი გაიმართა. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. …
Continue reading ““დანა ორჯერ არ დამირტყამს”- პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს”
ბათუმში დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა
ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა. შს მინისტრმა ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა. შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს, ავთანდილ მჟავანაძესაც შეხვდა. მინისტრმა მას შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო მადლობა გადაუხადა. მიმდინარე …
Continue reading “ბათუმში დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა”
პირი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს
ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გ.ჭ. „სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის“ მომსახურებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ამ სამსახურის ადვოკატმა ირაკლი პირველმა უთხრა. „შევხვდი და მითხრა, რომ სურს აიყვანოს სხვა, კერძო ადვოკატი. ავუხსენი, რომ ვიდრე აიყვანს სხვა ადვოკატს, მე ვიქნები მისი ადვოკატი… ჯერ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ჯერ უცნობია მისი პოზიცია ამ შემთხვევაზეც,“ – გვითხრა ირაკლი პირველმა. …
Continue reading “პირი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი დაჭრა, სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს”
რამდენი პირი გაასამართლეს პოლიციელზე თავდასხმისთვის და რამდენი გამართლდა
აგვისტოს ჩათვლით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოში 25 პირი გაასამართლეს. ოცდახუთივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. 2012 წელს იმავე მუხლით მხოლოდ 2 პირი გასამართლდა, 2013 წელს – 1. ოფიციალური სტატისტიკა უზენაესმა სასამართლომ მოგვაწოდა. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლი გულისხმობს „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას“. ეს მუხლი …
Continue reading “რამდენი პირი გაასამართლეს პოლიციელზე თავდასხმისთვის და რამდენი გამართლდა”
5 დაკავებული – „ბათუმელების“ დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან
ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ხუთ პირს პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. ისინი შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობლის ძმისშვილები და სიძეები არიან. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება …
ქობულეთში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
გუშინ, 27 მარტს, ქობულეთში პოლიციის ორ თანამშრომელს სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდების გაშველებისას მიაყენეს. პოლიციელების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, შს სამინისტროს ცნობით, ისინი საავადმყოფოში არ იმყოფებიან. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა], მეორეს დასაკავებლად კი სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შს სამინისტროში უარყოფენ …
Continue reading “ქობულეთში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”
ბათუმის რკინიგზის სადგურში პოლიციელი დაჭრეს
ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სადგურში მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა. “შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორს, გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.” …
Continue reading “ბათუმის რკინიგზის სადგურში პოლიციელი დაჭრეს”