ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია? – ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან

„მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აყოლილან…“ – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ახალი პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველო“. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ახალ პოლიტიკურ პარტიაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, იმაზე, …

„იმედის საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ“… – მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას

უკანონო პატიმრობაში მყოფი სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერა პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე მიმდინარე კვირას ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა ისაუბრეს. „იმედის“ საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ ბათუმელები/ნეტგაზეთს გეტყვით. მიკერძოებაში არ ჩამითვლიან იმედია. ხუმრობა იქით იყოს და რაღაცნაირი კვირაა, დამძიმებული. ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო სასტიკ რეალობაში შევყავართ. მოულოდნელი ხომ  არაფერია თითქოს, აღარ უნდა ვღელავდე, …

პარტიების აკრძალვის საქმეზე საიამ საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. 2026 წლის 21 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლითაც მოთხოვნილია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვა. „პარტიების აკრძალვით იზღუდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და …

რამდენად საჭიროა სკოლებში უფასო კვების შემოღება? – პარტიების ხედვა

საჯარო სკოლებში ბავშვების გამოკვების საჭიროება თითქმის ყველამ აღიარა, მათ შორის მმართველმა პარტიამ და წინა არჩევნებზე დაჰპირდა კიდეც მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ეს დაპირება „ქართულ ოცნებას“ არ შეუსრულებია. სასკოლო კვების საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ბათუმელები“ ამ საკითხზე ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ სასკოლო კვების დაფინანსებას და კვების რა …

„ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 320 მლნ ლარის ტენდერი მოიგეს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარტიების დაფინანსების შესახების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა ისევ მთავარ პრობლემებად რჩება. კერძოდ, 2021 წელს, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 41.9 მლნ ლარის  ხარჯი გაწია, რომელთა დაახლოებით 60% – „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა „მმართველი …

ოპოზიციის ლიდერები ბათუმში არასამთავრობოებს შეხვდნენ

ოპოზიციის ლიდერები რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში დღეს, 11 ნოემბერს შედგა. „ვისაუბრეთ ძირითადად კომენდანტის საათთან დაკავშირებით, რომ ეს ზღუდავს ადამიანს და მისი გამოხატვის თავისუფლებას… მესამე სექტორი დაგვპირდა სამართლებრივ დახმარებას, თუკი ვინმეს აქციაზე ყოფნის დროს კომენდანტის საათის დარღვევის მოტივით დააჯარიმებენ. კომენდანტის საათი გასაჩივრებულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააქტიურება, რადგან …

ოპოზიცია ხვალ აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავს

„ხვალ, 5 საათზე, არამარტო ბათუმი, მთელი აჭარა იქნება შეკრებილი მთავრობის სახლთან. მე ვპირდები თითოეულ ბათუმელს და აჭარის მოსახლეობას, მთელს საქართველოს, რომ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა,“ – აღნიშნა დღეს, 2 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ლევან ვარშალომიძემ.  ის გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ბათუმში. საპროტესტო აქციას ბათუმში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივად გამართავენ. …

ვინ რამდენ ხელფასს მიიღებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში – რას უპირებენ განათლების სისტემას

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი, საბავშვო ბაღის, სკოლის მოსწავლის და სტუდენტის ვაუჩერული დაფინანსება. ყველა პარტია, მათ შორის ის, ვისაც უკვე აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია, განათლების სფეროს დაფინანსების მილიონობით ლარით ზრდაზე ლაპარაკობს. რამდენად რეალურია პარტიული დაპირებები და რატომ ჰგავს ხშირ შემთხვევაში მათი საარჩევნო გზავნილები ერთმანეთს? …

როგორი იქნება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შემდეგი 4 წელი – 5 პარტიის ხედვა

რელიგიის თანასწორობის საკითხებს საარჩევნო პროგრამებში არ ან ნაკლებად ეხებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა არჩევნების მოგებას ცდილობენ. ისინი ამომრჩეველს არ სთავაზობენ მოდელს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ სეკულარიზმს უზრუნველყოფს. პარტიებს არც იმაზე აქვთ მკაფიო პოზიციები, რა მოდელი შექმნის გარანტიებს, რომ არსებული, თუ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფალი რელიგიურ ჯგუფს არ გაურიგდეს… ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ამბობს, რომ …

„აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“ – 8 პოლიტიკური პარტიის განცხადება

„მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობისა, ხელისუფლების ჩარევითა და ორგანიზებით მართული პროცესი გრძელდება, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია,“ – მიიჩნევენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. პარტიების რეგიონულმა ლიდერებმა დღეს, 17 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან სპეციალური განცხადება გაავრცელეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს ტელევიზიაში განვითარებული პროცესები, მათ შორის, სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმება და სამსახურიდან გათავისუფლება სარედაქციო პოლიტიკას ცვლის. …

„დაინტერესდით აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით“ – პარტიების მიმართვა დიპლომატებს

აჭარაში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა დღეს, 3 დეკემბერს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია: „ხელისუფლება ცდილობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რისი მაგალითიც არის მაუწყებლის დირექტორის არჩევა ფორსირებულ რეჟიმში, მოქმედი დირექტორის მოადგილისა და ჟურნალისტების ჩამოშორების მცდელობა საინფორმაციო სამსახურიდან“. პოლიტიკური გაერთიანებები მოუწოდებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა …

8 პარტია აჭარაში პროპორციული არჩევნებისთვის აჭარის კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

„აჭარის კონსტიტუციის“ შეცვლის მოთხოვნით დღეს, 4 ივლისს, 8 პოლიტიკურმა ძალამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ისინი დროულად კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ იმისთვის, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდეს. „არსებული კონსტიტუციით აჭარაში პროპორციული სისტემით არჩევნები ვერ ჩატარდება… ჩვენ ვითხოვთ დროულად შეიცვალოს „აჭარის კონსტიტუცია“ და კონსტიტუციური კანონი“, – ამბობს გია მასალკინი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი …

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

„ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის პროცესზე 6 პოლიტიკური პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „შენების პარტია“, „ახალი საქართველო“ და „ემსახურე საქართველოს“. პოლიტიკური პარტიები გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ კვლევებს, სადაც „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოხვდა, …

„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება

კონსულტაციები მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უკვე დაასრულა, თუმცა დეპუტატებს დღის ბოლომდე ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე შეჯერდა. ინფორმირებული პირების თქმით, თუ რაიმე სახის „ფორსმაჟორი არ მოხდა“, მმართველი პარტია რიჟვაძის კანდიდატურას დღეს ან ხვალ ღიადაც დაასახელებს. ჯერჯერობით სასურველი კანდიდატი არ ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ …

ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა

ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 15 პარტია და მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრიდა. პოლიტიკური გაერთიანებების, ასევე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 23 სექტემბერს ამოუიწურა. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, არჩევნებში შემდეგ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას: „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [საარჩევნო ნომერი 10] „ევროპული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 2] „ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41] „ერთიანი ნაციონალური …

გენდერული თანასწორობა – „ქართული ოცნება“ შვიდ პარტიას შორის ბოლო ადგილზე

19 მაისს „დემოკრატიული სკოლის“ ბათუმის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ – პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის შეფასებაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. NIMD- ის პროგრამების ხელმძღვანელის  სალომე მუხურაძის თქმით, კვლევის კრიტერიუმების თანახმად,  პარტიას უნდა ჰქონოდა გადალახული ერთპროცენტიანი ბარიერი 2016 წლის არჩევნებზე, ასევე, უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ეს კრიტერიუმები მხოლოდ შვიდმა პარტიამ დააკმაყოფილა. კვლევის შედეგებით, გენდერული თანასწორობის …

პრეზიდენტთან შეხვედრას ბათუმში “ქართული ოცნება“ არ დასწრებია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრას, რომელიც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, „ქართული ოცნებიდან“ არავინ დასწრებია. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც ცვლილებების დამტკიცებას შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას, ან იმას, რომ მომავალი პრეზიდენტი საერთოდ ვეღარაფერს გადაწყვეტს პრემიერთან შეთანხმების გარეშე. ასევე …

რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში

ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრი აღარ ეყოლებათ: „რესპუბლიკურ პარტიას“, „კონერვატორებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პოლიტიკურ ძალებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ ჩაანაცვლებენ. ამ პარტიების წარმომადგენლებით უკვე დამტკიცდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საოლქო და საუბნო კომისიები კი, არჩევნების გამოცხადების შემდეგ დაკომპლექტდება. „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ …

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32. …

Exit mobile version