„როგორაა ჩემი ხელმოწერა, როცა მე არაფერი არ ვიცი? საერთოდ, რა წერილზეა საუბარი?… პირველად მესმის თქვენგან. ჩემთან არავის შეუთანხმებია,“ – ამას საზღვაო აკადემიის ემერიტუსი ვლადიმერ ჩხაიძე ამბობს „ბათუმელებთან“. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც უკვე ყოფილი ასოცირებული პროფესორის – ვაჟა ანანიძის წინააღმდეგ წერილს თითქოს ხელს აწერს. 10 ემერიტუსის სახელით წერილი „ბათუმელებს“ საზღვაო აკადემიამ მოგვაწოდა. ვაჟა ანანიძე ბათუმის …
Tag Archives: პლაგიატი
რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე
„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც. აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე …
Continue reading “რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე”
პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე
ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ანანიძემ დღეს, 27 ივლისს, საზღვაო აკადემიის წინ მორიგი ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. იგი მეოთხე დღეა დგას საზღვაო აკადემიის წინ ტრანსპარანტით და რექტორის სამეცნიერო ნაშრომის საკითხის გარკვევას ითხოვს. ვაჟა ანანიძემ ცოტა ხნის წინ საზღვაო აკადემიის რექტორს, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო …
Continue reading “პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე “
საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც კოლეგები პლაგიატში დაადანაშაულა
ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე, რომელმაც კოლეგები, მათ შორის, აკადემიის რექტორი პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი შესაბამის ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მანამდე აკადემიამ თავიდან მოიშორა პროფესორი, რომელმაც პლაგიატის სავარაუდო ფაქტების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. „მე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს პირად ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ არ მინდა გავასაჯაროვო. ეთიკის კომისიის სხდომები იყო დახურული. ბატონ …
ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს
„არაა გამორიცხული, აკადემიიდან საერთოდ გამათავისუფლონ… დაპირისპირება ჩემსა და მენეჯმენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე პროფესორი და, მათ შორის, რექტორი პლაგიატში ვამხილე… ვაპროტესტებდი სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, როცა დოქტორანტურის შექმნა გადაწყვიტეს, როცა ამის რესურსი არ არის,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და …
Continue reading “ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს”
ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი დადგინდა. სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური პასუხი შარვაშიძის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ პლაგიატის ამომცნობმა პროგრამამ (Turnitin) აჩვენა, რომ „გიორგი შარვაშიძის ნაშრომში სრულად მეორდება“ სხვისი ნაშრომის ძირითადი ტექსტი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რექტორს ან რომელიმე აკადემიური ხარისხის მქონე პირს დაუდგინდა პლაგიატი, ვინ …
Continue reading “ყველა ნაშრომი რომ შევამოწმოთ, პროფესორების გარეშე დავრჩებით – ჯანაშია პლაგიატზე”
აყალბებენ თუ არა პედაგოგები დოკუმენტებს? – ინტერვიუ სქემის მონიტორინგის მენეჯერთან
არის თუ არა ინფორმირებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგების მხრიდან „პრაქტიკის კვლევის“ სავარაუდო ყიდვის შემთხვევებთან დაკავშირებით და როგორ ამონიტორინგებს ცენტრი სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროგრამის მონიტორინგის მიმართულების მენეჯერი, კახა ჟღენტი საუბრობს. ბატონო კახა, ბოლო პერიოდში პედაგოგები და განათლების სფეროში დასაქმებული პირები ღიად საუბრობენ …