2023 წლის პირველი მაისიდან ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის განმეორებითი შემთხვევის შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა – შეიცვალა სპეციალური კითხვარით გათვალისწინებული პასუხების შეფასების სისტემა. კერძოდ: აქამდე განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე განისაზღვრებოდა შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვარით დადგენილი ქულების საფუძველზე და შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულო იყო, თუ ქულათა რაოდენობა შეადგენდა მინიმუმ 5 …
Tag Archives: ოჯახური ძალადობა
ქალზე მოძალადე ყოფილ ქმარს მოსამართლემ 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა – ადვოკატი
მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლმა, ახალგაზრდა ქალმა ორგანიზაცია „საფარს“ 2021 წლის დეკემბერში მიმართა. ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მან პოლიციას მისცა ჩვენება 6 თვის განმავლობაში მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 2021 წლის დეკემბერში პოლიციამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. რიგი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, 2022 წლის მარტში პროკურატურამ საქმე გადააგზავნა სასამართლოში. დაზარალებულის ადვოკატის, თამარ ლუკავას …
Continue reading “ქალზე მოძალადე ყოფილ ქმარს მოსამართლემ 1500 ლარიანი გირაო შეუფარდა – ადვოკატი”
ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან …
Continue reading “ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა”
ბათუმში ქალი ოჯახის წევრმა კისრის არეში დაჭრა – კაცი დაკავებულია
ბათუმში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრმა ქალი კისრის არეში ბასრი იარაღით დაჭრა. ქალს, რომელსაც კისერში ჭრილობა ჰქონდა, კლინიკა “მედალფაში” გაუწიეს სამედიცინო დახმარება. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან. ექიმი ამბობს, რომ ქალი ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და მალე გაწერენ კლინიკიდან. შსს-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ქალი დაჭრა, ცხელ …
Continue reading “ბათუმში ქალი ოჯახის წევრმა კისრის არეში დაჭრა – კაცი დაკავებულია”
შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში 6 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც …
Continue reading “შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით აჭარაში 6 პირი დააკავეს”
დუბაის პრინცესა გაუჩინარებულია მას შემდეგ, რაც ავტორიტარი მამისგან შტატებში გაქცევა სცადა
დუბაის მმართველისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის ქალიშვილმა 2018 წლის მარტში სცადა გაქცეოდა მამის ავტორიტარულ მმართველობას. ის შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს – მას შემდეგ ამ პრინცესას შესახებ არაფერია ცნობილი. გუშინ კი ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა საკუთარ სახლში უსაფრთხოდ არის. ამ განცხადების მიუხედავად, ოჯახს არ გამოუქვეყნებია რაიმე ვიდეო ან სხვა მესიჯი, რაც განცხადების ნამდვილობას დაადასტურებდა. დუბაის …
„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია
ხულოდან წალკაში მაშინ გადავსახლდით, როცა ზვავმა დაგვინგრია სახლ-კარი. მაშინ მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი. მამაჩემი სოფელში სკოლის დირექტორად დანიშნეს. მე კარგად ვსწავლობდი, სულ წიგნთან მინდოდა ყოფნა. დედაჩემი მიშლიდა, არაა ეგ ქალის საქმე, გათხოვდები, საქმე არ გეცოდინება და მე შემაგინებენო, ასე მეუბნებოდა. გვიან გავაცნობიერე, რომ ძალადობით დაიწყო ჩემი ცხოვრება. 14 წლის ვიყავი, „ელჩები“ როცა მოგვადგნენ. ასე ეძახდნენ …
Continue reading “„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია “
ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე
დღეს 23 ივლისს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ინიციატივით, ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის საამართველოს ხელმძღვანელი, ციალა ქათამიძეც ესწრებოდა. საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თიკო აბაშიძის განცხადებით, ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ რვა ქალს უწევს დახმარებას. თუმცა, ორგანიზაციას არ ჰყოფნის იმის რესურსი რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეული პროფესიის დაუფლებაში ან განათლების …
Continue reading “ძალადობის მსხვერპლი ქალები პროფესიის და დასაქმების გარეშე”
ბებიის ცემაში ბრალდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
მოსამართლე ირაკლი შავაძემ, საკუთარი დედისა და ბებიის ცემაში ბრალდებული 29 წლის მინდია ქ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულის დაკავებიდან 60 დღე გავიდა. ამ დროში მას შეფარდებული გირაო – 10 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, რაც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა ვერ შეძლო. მოსამართლემ, მინდია ქ.-ს გირაოს ოდენობა 3 ათას ლარამდე შეუმცირა, რაც ბრალდებულმა ორი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ირაკლი …
Continue reading “ბებიის ცემაში ბრალდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა”
ოჯახური ძალადობა დედასა და ბებიაზე
„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა 29 წლის მინდია ქ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მინდიას პროკურატურა საკუთარი ბებიისა და დედის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც. მინდიას ბებიას პოლიციაში 16 აპრილს საღამოს დაურეკავს. პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბებიამ აღნიშნა, რომ შვილიშვილმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სცემა. …
და ძმას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს
ბათუმის საქალაქო სასამართლო ოჯახური ძალადობის შემთხვევას განიხილავს. დავის საგანი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლია, რომელიც ანდერძით და-ძმას ერგო. სადაო, საერთო ეზოს გამოყენება გახდა. დაზარალებული ამბობს, რომ ძმამ მასთან შეუთანხმებლად გააფართოვა თავისი საკუთრება. სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება დაზარალებულის უფროსმა დამ, რომლის თქმითაც და-ძმას შორის ქონებრივი დავა ხშირად ხდებოდა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ თავად შეესწრო კონფლიქტს, …
ქალზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის მუხლით იძებნება
„ბრალდებული დადგენილია, იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ძებნა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაისუბანში ჩადენილი ქალზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 10 ივნისს, ყოფილმა ქმარმა, 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულის თქმით, ის ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად თამარის დასახლებაში …
Continue reading “ქალზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის მუხლით იძებნება”
ორი სარჩელი ერთი ოჯახიდან ძალადობაზე
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24 მაისს, ჯ.მ. ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ მიიჩნია. მას ბრალად ედებოდა ძალადობა ცოლის, სიდედრისა და სიმამრის მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამავე ოჯახთან დაკავშირებულ სხვა საქმეს განიხილავს. ამ შემთხვევაში ჯ.მ. ედავება ცოლს, სიდედრს, სიმამრს და მათ მის მიმართ ძალადობაში სდებს ბრალს. გამოძიების მასალების მიხედვით, ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამჯერ …
სიდედრზე ძალადობაში ბრალდებული სიძე
„ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა ა.ჩ.-მ. მას სიდედრზე ძალადობაში ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, სიძემ სიდედრი ზედიზედ ორჯერ სცემა – 22 მარტს მან არასრულწლოვნის თანდასწრებით პლასტმასის მილი ჩაარტყა დაზარალებულს, 23 მარტს კი სახის არეში სცემა ხელის მრავალჯერადი დარტყმით. სიძე სიდედრთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდა. საქმის არსებით განხილვამდე მოსამართლემ ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის …
სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.კ.-ს. მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც მსჯავრდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ქალმა თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ისინი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ, რა დროსაც მ.კ. მას ხშირად სცემდა და საბოლოოდ მისგან საერთო შვილის წაყვანა …
Continue reading “სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს”
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი
„გავაფრთხილე, მაგრამ არ მოვიდნენ,“ – უპასუხა ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ მოსამართლის შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ს სისტემატურად სცემდნენ ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი. ყოფილი ცოლ-ქმარი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ერთ სახლში ცხოვრობს. „ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ გაშორდა ერთმანეთს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი გაყვეს, მაგრამ კონფლიქტი შემდეგაც გრძელდებოდა. შემაკავებელი ორდერი …
Continue reading “ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი”
სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა
„მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე ირაკლი შავაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევის განხილვა. მანამდე მოსამართლეს დარბაზიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რეპლიკით მიმართა: „შემაკავებელი ორდერის შემდეგ აღარ ჰქონია ცემას ადგილი. არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე“. გამოძიების ეტაპზე იმავე ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა სახლიდან გააგდო …
Continue reading “სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა”
ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან
35 წლის რ.ბ.-ს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს. საქმის მასალების მიხედვით, რ.ბ.-მ ყოფილ ცოლს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სცემა. საქმეში უკვე დევს ექსპერიტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ძალადობაში ბრალდებულ პირს გირაოს – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. რამდენიმე დღეში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, სადაც მთავარი მოწმეები ძალადობის თვითმხილველი მეზობლები იქნებიან. „მეზობლები …
Continue reading “ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან”
ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა
პირს, რომელმაც ცოლის ცემა აღიარა, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საპროცესო შეთანხმება პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა მოთხოვნა შეასრულოს. როგორც მსჯავრდებული თ.ბ.-ს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ქმრისთვის არ უჩივლია და ინფორმაცია სამართალდამცეველებმა მეზობლებისგან გაიგეს. „ჩემი დაცვის …
Continue reading “ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა”
ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს
„სხვა დროს სასამართლო ასეთი ლმობიერი აღარ იქნება“ – ამ ფრაზით დაასრულა დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა. მან ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ ს.ს.-ს 3 თვით პატიმრობა და 100 საათის ოდეობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. მოსამართლის მოთხოვნით, ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი მანდატურებმა სასამარლოს დარბაზშივე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ს.ს.-მ ცოლს რამდენჯერმე სცემა. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ს.ს., როცა მან …
Continue reading “ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს”