19 მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე – ეს ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია. ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ქონების ნაწილი, კერძოდ …
Tag Archives: ომის ვეტერანები
„მხოლოდ აგვისტოში გახსენდებით“- როგორ ცხოვრობენ 2008 წლის ომის მონაწილეები
„მხოლოდ 7 აგვისტოს გახსენდებით!“ – საყვედურნარევია აგვისტოს ომის მონაწილეებთან საუბარი. მათ არამხოლოდ განცდა აქვთ, რომ ყველამ დაივიწყა, ამას ასაბუთებენ კიდეც. „როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამაც დაგვივიწყა“ – ამბობენ ყოფილი ჯარისკაცები. არადა სათქმელი ბევრი აქვთ, გასახსენებელი და მოსაყოლი, გასაზიარებელი ცოდნაც ბევრი აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ „მათი მოსმენა არავის სურს“ და „მათი ცოდნა არავის სჭირდება“. გვიყვებიან, რომ არ …
Continue reading “„მხოლოდ აგვისტოში გახსენდებით“- როგორ ცხოვრობენ 2008 წლის ომის მონაწილეები”
რა შემთხვევაში ზრუნავს ქვეყანა ყოფილი ჯარისკაცების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – გენერლის განმარტება
დღეს, 20 იანვარს, საგარეჯოში ყოფილმა სამხედრო პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 5 ადამიანი მოკლა, 5 კი – დაჭრა. ოთახში შესვლის დროს, როგორც შს-ს მინისტრი ამბობს, ის გარდაცვლილი იპოვეს საწოლზე. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა. ითქვა, რომ ყოფილ სამხედროს, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ავღანეთშიც მსახურობდა და სხვა მისიებშიც, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერ არ …
100-ლარიან პენსიას ვერ მიიღებს ომის ვეტერანი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს
ომის ვეტერანების პენსია 22 ლარიდან 100 ლარამდე ახალი წლიდან გაიზარდა. თუმცა, ომის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სამსახურში [მაგალითად, სახელმწიფო დაცვის სამსახურში] არიან დასაქმებული, 100-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ. „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა აჭარაში და ჰკითხა, თუ რა იყო ამის მიზეზი. როგორც სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, შაქრო ჯაფარიძე ამბობს, თუ ომის ვეტერანი რომელიმე საჯარო უწყებიდან იღებს ანაზღაურებას, …
Continue reading “100-ლარიან პენსიას ვერ მიიღებს ომის ვეტერანი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს”
ვინ მიიღებს იანვრიდან თვეში 100 ლარს – ვეტერანები და სხვები
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, 2022 წლის იანვრიდან იზრდება ზოგიერთი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და ყოველთვიურად, 22 და 44 ლარის ნაცვლად, იქნება 100 ლარი. მაგალითად, იზრდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე და მასთან გათანაბრებულ პირზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ პირებზე, თავდაცვის ძალების ვეტერანებზე და სხვებზე სახელმწიფოს მიერ გასაცემი სუბსიდია. კონკრეტულად: [checklist] …
Continue reading “ვინ მიიღებს იანვრიდან თვეში 100 ლარს – ვეტერანები და სხვები”
ომის ვეტერანების პენსია 22-დან 100 ლარამდე გაიზრდება
დღეს, 6 დეკემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენსიების ზრდაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლიდან პენსია გაეზრდებათ ომის ვეტერანებს და 22 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება. „ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე,“-ამბობს ღარიბაშვილი. დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ასაკობრივი პენსიის ზრდაზეც ისაუბრა.
სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]
ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ყოფილი ჯარისკაცი თამაზ ნადირაძე უცხოელებს შეხვდა. ცოლ-ქმარი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში იდგა და ტრანსპორტს ელოდებოდა. ღამდებოდა, წვიმდა და ციოდა. თამაზი იხსენებს, რომ მგზავრებს ტაქსის ფული არ აღმოაჩნდათ, ავტობუსები კი უკვე აღარ მოძრაობდნენ. „შემეცოდა, პატარა ბავშვებით იყვნენ. არ მინდა ფული, ისე წაგიყვანთ-მეთქი ვუთხარი და ავიყვანე“. მგზავრები სუდანელი ლტოლვილები იყვნენ, ტაქსის მძღოლი კი …
Continue reading “სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]”
აჭარაში მეორე მსოფლიო ომის 18 ვეტერანი ცხოვრობს, 9 მაისს მათ სურსათს გადასცემენ
აჭარაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 18 ვეტერანი ცხოვრობს. მათგან 14 ბათუმში, 3 ქობულეთში, 1 ვეტერანი კი ხელვაჩაურში ცხოვრობს. წელს, 9 მაისს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში მცხოვრები ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მსვლელობას ვერ მოაწყობენ. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ წელს ვეტერანებისთვის სასურსათო კალათების გადაცემას აპირებენ. „მერიას ვეტერანებისთვის გათვალისწინებული აქვს სასურსათო კალათა. შაქარი, ფქვილი, ხორცი, კარაქი …
Continue reading “აჭარაში მეორე მსოფლიო ომის 18 ვეტერანი ცხოვრობს, 9 მაისს მათ სურსათს გადასცემენ”
რას ჰყვება ბათუმში დარჩენილი 16 ვეტერანიდან ხუთი
ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს – რვა კაცი და რვა ქალი. საუბარი, კომუნიკაცია და ფრონტის ამბების გახსენება მათგან მხოლოდ ექვსს შეუძლია. „ბათუმელები“ ხუთ მათგანს შეხვდა. ბათუმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი 90 – წელს გადაცილებულია. 9 მაისს ისინი ომში გაწვევის, გერმანელებთან შეტაკებებისა და შინ დაბრუნების ამბებს იხსენებენ. „кавказская дикарка”- 98 წლის ვეტერანი …
Continue reading “რას ჰყვება ბათუმში დარჩენილი 16 ვეტერანიდან ხუთი”
სოხუმიდან ბერლინამდე
სერგო ტაბაღუა 90 წლისაა. იგი პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. 18 წლის ასაკში პირველად აღმოჩნდა ბომბების წვიმაში და ასე გაგრძელდა ოთხი წელი, სოხუმიდან ბერლინამდე. რვა მაისს მისი გვარი რაიხსტაგის კედელზე ფანქრით მიაწერა. დღემდე იხსენებს გერმანელ ტყვეს, რომელმაც ომის შემდეგ მასთან ურთიერთობა ისურვა, გერმანიამდე განვლილ ტყვიების გზას და თეთრ ღამეებს.