„რევოლუცია თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ ყველასთვის მოულოდნელად“ – ნიკა მელიას წერილი ციხიდან

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რომელიც ამჟამად ციხეშია ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, წერილით ეხმიანება 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ ნიკა მელიას წერილს, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „სალამი ყველას! ციხიდან შეგნებულად, პრაქტიკულად არ ვწერ, ვინაიდან ხშირი წერის შემთხვევაში, მომიწევს ვიყო უკიდურესად კრიტიკული რიგი სუბიექტების მიმართ, რისი კეთებაც ციხიდან …

ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 25 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 27 ივნისს გამოაცხადა. მსგავსად სხვა პოლიტიკოსებისა, „კოალიცია ცვლილებებისათვის“ ერთ-ერთ ლიდერს აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გაგადწყვეტილებით, ნიკა მელიას დაეკისრა ჯარიმა – 25 ათასი ლარის გადახდა. საქმე ეხება 2019 წლის განაჩენს, როდესაც ნიკა მელია სამსახურეობრივი …

„სასამართლოში არ მივალ, მათ სხვა ადგილზე დაველოდები“ – ნიკა მელია თავის დაკავებაზე

„ისინი ქარაფშუტულად ვარაუდობდნენ, რომ გამოვცხადდებოდით ამ კომისიაზე და ჩვენთვის ეს ღირსების აყრის ტოლფასი იქნებოდა“, – ამბობს პარტია „ახლის“ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა გადახდას არ აპირებს. 22 მაისს ამავე ბრალდებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს სასამართლოში. ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ აპირებს. „მათ …

ნიკა მელია თანამოაზრეებთან შეხვედრას მართავს

დღეს 7 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებს ხვდება. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო ბილტომრში მიმდინარეობს. შეხვედრას ასობით ადამიანი ესწრება. როგორც თავად ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე განმარტა, ძირითადად თბილისის წარმომადგენლობა შეიკრიბა, რეგიონებიდან კი 150 თანამოაზრე იმყოფებოდა. „დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებსაც არა უბრალოდ გვინდა უკეთესი ქართული სახელმწიფო, უკეთესი მომავალი, არამედ გვჯერა …

“სოლიდარობა ნიკა მელიას” – ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ჰამბურგში

ემიგრანტთა ორგანიზაციამ #ერთადსახლში ჰამბურგში საპროტესტო აქცია გამართა. ამ აქციით ჰამბურგში მცხოვრებ ემიგრანტთა ნაწილი შეუერთდა საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მათ უპირობო სოლიდარობა გამოუცხადეს ნიკა მელიას, სამოქალაქო აქტივისტებს და სრულიად პროდასავლურ ოპოზიციას. „კატეგორიულად ვგმობთ და ვაპროტესტებთ: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებს, ქართული ოცნების უპასუხისმგებლო, სიძულვილის გამღვივებელ რიტორიკას, პოლიტიკას და არჩევნების გაყალბებას, ოპოზიციის ლიდერის ნიკა …

„გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა, როცა ნიკა მელიას დაკავებით „კანონი აღსრულდა“, მოვიდა „ნამდვილი და გულწრფელი დიალოგის“ დრო. „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა ჩვენ არ ვითვლით …

„შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. …

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

დღეს, 23 თებერვალს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისი შტურმით აიღეს. დაკავების დროს შეამტვრიეს ენმ-ის  ოფისის კარები და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. კადრებში, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან“, ჩანს რომ ოფისი დარბეულია  – დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი. ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. …

„გახარიამ შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერობა“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გახარიამ პარტიის შიდა დაპირისპირების გამო დატოვა პრემიერის პოსტი,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლევან კახიშვილი. მისთვის დღეს მომხდარი პოლიტიკური ამბები აჩვენებს იმას, რომ სახელისუფლებო ვერტიკალებს შორის პარტიული ვერტიკალია ყველაზე ძლიერი და ძალაუფლების გადანაწილება მთავრობას და სასამართლოს შორის რეალურად არ არსებობს. პოლიტოლოგისთვის პრემიერის წასვლით გამოჩნდა ისიც, „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში არჩევნებს არ აპირებს, რადგან „გახარია დანაკარგია“, – ამბობს …

რატომ ვერ გაასაჩივრებს მელია მოსამართლის გადაწყვეტილებას

ნიკა მელია აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ვერ გაასაჩივრებს. ასეთია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რადგან საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს. „ვფიქრობ, რომ ეს ნორმატიული შინაარსი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მოთხოვნებთან, რადგან პირს ეზღუდება გაასაჩივროს ის გადაწყვეტილება, რომლითაც პირს ერთმევა თავისუფლება და პატიმრობაში მიდის,“ – ამბობს ნიკა მელიას …

შს სამინისტრომ მელიას დაკავება დროებით გადადო

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, – ეს მოკლე განცხადება შს სამინისტროს ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. გახარიამ გადადგომის შესახებ დღეს, 18 თებერვალს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში. “ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას …

ნიკა მელიას დაკავებას „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა პროკურატურის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 92 დეპუტატმა. მათგან ნიკა მელიას დაკავებას მხარი დაუჭირა 91 დეპუტატმა. ნიკა მელიას სხდომათა დარბაზში არ ახლდნენ მისი თანაპარტიელები. ენმ-ის დეპუტაცია და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომის მსვლელობას პარლამენტის ფოიეში ადევნებენ თვალს. …

ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობის საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა დასრულდა. უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს დეპუტატ  ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობის მიცემის საკითხის პლენარული სხდომის საკითხებში შეტანას. კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო ოპოზიციამ. პლენარულ სხდომაზე პროკურატურისთვის თანხმობას მიცემის შემთხვევაში, შესაძლოა მელია პარლამენტშივე დააკავონ. პროკურატურამ დეპუტატ მელიაზე ბრალის წარდგენის დადგენილება გუშინ, 25 ივნისს მიიღო და გუშინვე მიმართა პარლამენტს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე დასათანხმებლად. ნიკა …

Exit mobile version