„ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – მასალის მოპოვების სამუშაოები ჩატარდეს გარემოს წინასწარ სრულფასოვანი კვლევების შემდგომ მაღალკვალიფიციური გეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მოხდეს უკვე დაზიანებული არეალების კონსერვაცია!“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის „ხულო და მისი პერსპექტივები“ გავრცელებულ განცხადებაში. აქტივისტების ჯგუფი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში …
Tag Archives: მწვანე ტბა
მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება
საქართველოს მთავრობამ კერძო კომპანია New Road ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ადგილებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის განკარგულებით New Road-ს უფლება აქვს 2024 წლის 9 დეკემბრამდე რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 198 701 კუბური მეტრი წიაღისეული- ანდეზიტის ლოდნარი მოიპოვოს. წიაღისეულის/ინერტული მასალის მოპოვება კომპანიას 3 ადგილზე შეუძლია და ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 596 ათას …
Continue reading “მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვება განახლდება – მთავრობის განკარგულება “
ეს გამოუსწორებელი ზიანია და გაააქტიურებს მეწყერს – ექსპერტი მწვანე ტბასთან მთების დაშლაზე
„როცა ამ წონასწორობას ვარღვევთ, შესაძლებელია გრუნტის წყლების მიმართულების შეცვლა, იქ ფხვიერი გრუნტია შედარებით, შეიძლება ამან რომელიმე ნაკადის საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს,“ – ხულოში, მწვანე ტბასთან ახლოს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების საფრთხეზე გვესაუბრება გეოლოგი, გიორგი ბერიძე. მას შემდეგ, რაც მრავალწლიან დაპირებას ხელისუფლება არ ასრულებდა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობა საარჩევნო წელს გააქტიურდა, მწვანე ტბასთან ახლოს, ასევე დიდაჭარის …
ვინ და რატომ ანადგურებს მწვანე ტბას, სასწრაფოდ გამოიძიეთ – გია აბულაძე პროკურატურას მიმართავს
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე მწვანე ტბაზე მიმდინარე სამუშაოების შესწავლას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება. „ხელისუფლება ანადგურებს მწვანე ტბას, ეს ტბა მაღალმთიანი აჭარის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ადგილია, გამორჩეული ეკოსისტემითა და ბუნებით, ივსება ჩამდინარე წყაროებით. მწვანე ტბის მიმდებარედ დაიწყეს ინერტული მასალის უკანონო მოპოვება, რისთვისაც გადათხრილია მიმდებარე ტერიტორია და ნადგურდება ტბის ეკოსისტემა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტბის …
ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ – მთავრობაში არ ამბობენ, ვინ გასცა ლიცენზია
გაცემულია თუ არა ლიცენზია ხულოში, მწვანე ტბასთან ინერტული მასალის მოპოვებაზე? – ამ შეკითხვაზე სახელმწიფო უწყებებში დღეს, 26 ივლისს, „ბათუმელებს“ ვერ უპასუხეს. ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე შიშობს, რომ ბუნებაში მსგავსი ჩარევა შესაძლოა აქ მცხოვრებთათვის საშიში აღმოჩნდეს, თუმცა, მათ ამ საკითხზე არავინ არაფერი განუმარტა. მწვანე ტბასთან მდებარე მთიდან კლდოვანი მასას აქტიურად უკვე ერთი თვეა მოიპოვებენ. „ჩვენ აქ …
ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ კაცს მეორე დღეა ეძებენ
მეორე დღეა ხულოში, მწვანე ტბასთან გაუჩინარებულ 55 წლის კაცს ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, „შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“. ცნობილია, რომ კაცი ხულოს მკვიდრია. ადგილობრივების თქმით, იგი გაუჩინარებამდე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ბეშუმი და მწვანე ტბა – დანაგვიანებული კურორტები
კურორტ „ბეშუმის“ და მწვანე ტბის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ტერიტორიების დაბინძურებაზე საუბრობს. მათი თქმით, გარშემო ყველაფერი დანაგვიანებულია განსაკუთრებით სახალხო ზეიმ „შუამთობაზე“ – ამ დღეებში ხალხის რაოდენობა იზრდება, ნაგავს კი იქვე ყრიან, სადაც მოესურვებათ. თორნიკე აბულაძე აქტივისტია. ის ბეშუმში ცხოვრობს და ამბობს, რომ ბეშუმში კიდევ უფრო მეტადაა დაბინძურებული კურორტის ცენტრალური ნაწილები. მისი თქმით, მდინარე, რომელიც ბეშუმის ცენტრთან …
Continue reading “ბეშუმი და მწვანე ტბა – დანაგვიანებული კურორტები”
მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სამინისტრო მილიონიან ხელშეკრულებას ამზადებს
ხულოში, მწვანე ტბასთან, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას კომპანია „მარდი“ სამინისტროს 1 036 363 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულება მას შემდეგ გაფორმდება, რაც კომპანია დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს. 2019 წლის 18 მაისამდე კომპანიამ სატენდერო კომისიაში უნდა წარადგინოს 51 498 ლარის საბანკო გარანტია, რის შემდეგაც ხელშეკრულებაც უნდა გაფორმდეს. …
ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოწყობას სამინისტროს 1 მილიონ ლარად სთავაზობენ
ხულოში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობას კომპანია „ალიგატორი 1“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 1 მილიონ 29 ათას 970 ლარად სთავაზობს. ეს კომპანია ტენდერში მონაწილეობს, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. მონაწილეობენ თუ არა სხვა კომპანიები ტენდერში, ჯერ უცნობია, ვინაიდან ის სამინისტრომ აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 მილიონ 80 ათასი ლარი იყო, კლების ბიჯი კი …
ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ტერიტორიის კეთილმოწყობა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. ტენდერის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 …
Continue reading “ხულოში მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”
რა იგეგმება მწვანე ტბასთან და მთა ღომაზე
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მწვანე ტბისა და ღომას მთის მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობისა და განვითარების პროექტების შედგენაზე კონკურსები გამოაცხადა. მწვანე ტბის შემთხვევაში მაქსიმალური თანხა 67 700 ლარია, ხოლო მთა ღომას განვითარების პროექტში სამინისტრო 84 700 ლარს გადაიხდის. ორივე კონკურსი 2017 წლის 7 სექტემბერს დასრულდება, პროექტები კი სამინისტროს ამავე წლის 16 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს. საკონკურსო წინადადების მიხედვით მწვანე ტბასთან, …
მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები. პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 24 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „გოდერძი რიზორტსის“ ხელმძღვანელთან ზურაბ …
Continue reading “მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს”
ახალი მარშრუტი მწვანე ტბასთან მისასვლელად
„ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო“ მწვანე ტბასთან მისასვლელ ახალ მარშრუტს იკვლევს. სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, ახალი მარშრუტი სოფელ დანისპარაულიდან მიდის, რომელიც ტურისტებს უფრო მეტ სანახაობას სთავაზობს. „თუ აქამდე მწვანე ტბასთან მისასვლელად ტურისტები გოდერძის უღელტეხილით მიდიოდნენ, ახლა შესაძლებელი იქნება მწვანე ტბასთან დანისპარაულიდანაც მიხვიდეთ. ამ მონაკვეთის გავლის შემთხვევაში, ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს შავი ტბა და ულამაზესი იაილები, …
Continue reading “ახალი მარშრუტი მწვანე ტბასთან მისასვლელად”
აჭარის მთავრობა მწვანე ტბასთან დაგეგმილ პროექტზე: ეკოსისტემაში მკვეთრი ჩარევა არ იგეგმება
აჭარის მთავრობის განმარტებით ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბასთან დაგეგმილი სამუშაოები ეკოსისტემაში მკვეთრ ჩარევას არ ითვალისწინებს და მცირემასშტაბის შენობას, ასევე პარკინგის ადგილს ტბის მიმდებარედ ბუფერულ ზონაში მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ქალქგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით „ … ეს იქნება მინიმალური მოცულობის ობიექტი, იმისთვის, რომ ვიზიტორებს შეეძლოთ აუცილებელი საყოფაცხოვრებო სერვისების მიღება. მოეწყობა …
მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურას მოაწყობენ
აჭარის მთავრობა ზემო აჭარაში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილისტაციისათვის კონცეფციის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა. მისვე ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს წელს დაიწყოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელსვე მთავრობა უზრუნველყოფს ადგილზე სასმელი წყლის მიყვანას. მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. …