„ოცნების ქალაქში“ კორპუსების, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლისა და ხულო-გოდერძის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 824 000 ლარია. ამ თანხით სამინისტრო, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, ბათუმში სახელოვნებო სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის, ამავე ობიექტის …
Tag Archives: მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა
ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ზედამხედველი კომპანია შერჩეულია
შპს „სტადიონმა“, რომელიც ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შეარჩია. სატენდერო კომისიამ შპს „სიემსი“ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია, თუმცა მანამდე კომისიაში დამატებით, საბანკო გარანტიის წარდგენა მოსთხოვა. კომპანიას ვადა 2018 წლის 2 ოქტომბრამდე ჰქონდა. კომპანიამ საბანკო გარანტია გუშინ, 27 სექტემბერს წარადგინა. ხელშეკრულება ტენდერების გვერდზე ატვირთული ჯერ არ არის. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა ბათუმში …
Continue reading “ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის ზედამხედველი კომპანია შერჩეულია”
სტადიონის მშენებლობაზე ზედამხედველობის მოსურნე კომპანია: ცინიკურია სატენდერო კომისიის შენიშვნები
ტენდერში მონაწილე კერძო კომპანია ცინიკურს უწოდებს იმ შენიშვნებს, რაც შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიას აქვს ამ კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებაში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ ტენდერი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე აქვს გამოცხადებული და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება. ამავე თემაზე: სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი …
სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ კი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი ამ დრომდე ვერ შეარჩია. ვინაიდან 2018 წლის 21 ივნისისთვის უკვე შესრულებული იყო 15 789 511 ლარის სამუშაო, ზედამხედველის შესარჩევი ტენდერი შეწყდა. „სტადიონმა“ ახალი ტენდერი კი ახალი პირობებით და ნაკლები ღირებულებით გამოაცხადა. ზედამხედველობისთვის თავდაპირველად 3 520 474 ლარი იყო …
Continue reading “სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი”
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა
შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული 3,5-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის საჭირო თანხის 3%-ს შეადგენდა, 2018 წლის 21 ივნისისთვის კი, მშენებელ კომპანიას უკვე შესრულებული ჰქონდა 15 789 511 ლარის სამუშაოები [99 448 408 ლარიდან.] ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, კომისიის ოქმის მიხედვით, „სამშენებლო ობიექტზე დასრულებულია ისეთი …
Continue reading “საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობაზე ტენდერი შეწყდა”
სტადიონი ზედამხედველ კომპანიას ეძებს, ოფიციალური პირები კი მშენებლობას ხშირად ათვალიერებენ
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც ზედამხედველი კომპანიის მეთვალყურეობის გარეშე მეექვსე თვეა შენდება, ოფიციალურმა პირებმა დღეს, 20 ივნისს, კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად, სატენდერო თანხა 3 520 474 ლარია გამოყოფილი. მშენებლობას, როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, ამ ეტაპზე მათი ორი თანამშრომელი [ინჟინერ-კონსტრუქტორები] ზედამხედველობს. თუ „სტადიონის“ თანამშრომლების კვალიფიკაცია საკმარისია საფეხბურთო …
სტადიონის მშენებლობა ტექნიკური ზედამხედველის გარეშე გრძელდება – ტენდერი შეჩერებულია
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მეოთხე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს. ტექნიკური ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებული მორიგი ტენდერი ამჯერად ერთდროულად გაასაჩივრა სამმა კომპანიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადო გამოცდილების მქონე ტექნიკური ზედამხედველის გარეშე აშენებული სტადიონი ექსპლუატაციისას სხვადასხვა პრობლემის გაჩენის რისკებს შეიცავს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი ასეთი გამოცდილება არ აქვს. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 …
ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – აჭარის მთავრობა ინფორმაციას ასაიდუმლოებს
აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ამ სამინისტროს შპს „სტადიონი“ ასაიდუმლოებენ, თუ ვინ უწევს ზედამხედველობას ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას. „ბათუმელები“ წერდა, რომ სტადიონი ტექნიკური ზედამხედველის გარეშე შენდებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევდა ზედამხედველობას. „ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“, – გვითხრეს მიმდინარე წლის …
2,8 მილიონი ლარი სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის – კომპანიის შეთავაზება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ 2 847 000 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 3 520 474 ლარი იყო. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ თბილისში 2014 წელსაა დარეგისტრირებული. კომპანიას, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დღეს 2 დირექტორი და 6 მეწილე ჰყავს. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში …
Continue reading “2,8 მილიონი ლარი სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის – კომპანიის შეთავაზება”
ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 3 მილიონ 520 ათას 474 ლარი აქვს გათვალისწინებული. სტადიონის მშენებლობა 2 თვეა მიმდინარეობს, ტექნიკური ზედამხედველი კი შერჩეული არ არის. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ „სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერი ბოლოს, მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 23 მარტს დასრულდება. …
Continue reading “ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]”