ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად: 800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების …

შსს ბათუმში ჩამონგრეული სახლის ადგილას აშენებულ კორპუსში 256 კვ.მ-ს ითხოვს

ბათუმში, ახალ კორპუსში, რომელიც 26 მაისის 13 ნომერში ჩამონგრეული სახლის ადგილზე ააშენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო 256 კვადრატულ მეტრ ფართობს ითხოვს. აღნიშნული ფართობი პირველ სართულზე მდებარეობს და ის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შსს არ აკონკრეტებს, რისთვის სჭირდება აღნიშნული ფართობი. ბათუმის მერია თანახმაა აღნიშნული კომერციული ფართობი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში. შესაბამისი პროექტი მერიამ საკრებულოში უკვე შეიტანა. პროექტის ინიციატორია …

ბათუმის მერიას გმირთა ხეივნის საპირფარეშოები აუქციონზე გააქვს

ბათუმის მერიამ განსაზღვრა აუქციონით სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ფასები იმ ქონებისთვის, რომელიც თითქმის 1 წელია უპატრონოდაა მიტოვებული და ნადგურდება. ამ ქონების ჩამონათვალშია კომერციული ფართობები და საპირფარეშოები, რომლებიც ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ ხეივანში, საფეხმავლო ხიდების ქვეშ მოაწყვეს. ხეივნის და ხიდების მოწყობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ბათუმელებს“ 30 ივლისს ქალაქის მერიაში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით …

„მერია შენობის დაცლას გვთხოვს“ – როგორ აისახა რუსული კანონი ახალგაზრდულ ცენტრზე

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა“ – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ცენტრის დამფუძნებელმა, ლუსინე დოსტიბეგიანმა ფეისბუქზე. ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ერთადერთი განვითარების კერაა თეთრიწყაროს ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა გაუქმდეს. შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ადგილობრივი თვითმმართველობისგან უზუფრუქტის წესით ჰქონდათ სარგებლობაში, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მერია სავარაუდოდ აღარ აპირებს ცენტრისთვის შენობის დათმობას. რუსული …

შსს 1,3 მილიონს დახარჯავს ბათუმსა და ქობულეთში შენობების გარემონტება-დემონტაჟში

ბათუმსა და ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების გარემონტებასა და დემონტაჟისთვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 302 831 ლარია. ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორი შენობის რემონტი ქობულეთში, შოთა რუსთაველის N168ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი შენობის დემონტაჟი, ერთი შენობის გარემონტება, ნივთმტკიცების შენობის მშენებლობა და …

ავტომანქანის შეჯახებამ ხიმშიაშვილის ქუჩაზე რკინის გამყოფი ჯებირი დააზიანა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში, ქუჩის გამყოფი რკინის ჯებირები დააზიანეს. ასფალტს ემჩნევა ავტომანქანის საბურავების კვალი, რომელიც რკინის ბორდიურთან მთავრდება. როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვეუბნებიან, რკინის ბორდიურები ავარიის შედეგად დაზიანდა. „დადგენილია პირი, ვინც დააზიანა ჯებირი და როგორც მერიაში გადაწყდა, ეს ადამიანი თვითონ აღადგენს დაზიანებულ ბორდიურებს. სულ 5 რკინის ბორდიური უნდა აღადგინოს“, – გვეუბნებიან აღნიშნულ …

გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გონიო-კვარიათის პლაჟზე უნებართვოდ დადგამთ ბუნგალოს ან კაფე-ბარს და აამუშავებთ? – როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ არ გაგიმართლათ, შესაძლოა მოვიდნენ ბათუმის მერიიდან, გაგაფრთხილონ ან/და შემდეგ დაგაჯარიმონ. მიუხედავად ამისა, მუშაობას მაინც გააგრძელებთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა. თვითნებურად აშენებული ბუნგალოს მფლობელს კი იქამდე შეუძლია საქმიანობის …

ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის

ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი გუშინ, პირველ ივნისს, დაიწყო და 14 ივნისს უნდა დასრულდეს. რაში დასჭირდა …

ბათუმის მერიის უკონტროლო ქონება და უფასო მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარაში მუნიციპალური ქონების უსასყიდლოდ და უნებართვოდ გამოყენების ფაქტებიც ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, „ბათუმის მერიის საკუთრებაშია ქონება, რომელთაც იყენებენ გარკვეული ფიზიკური ან იურიდიული პირები უსასყიდლოდ“. ბათუმის მერიის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ქონებიდან 10 ობიექტი …

Exit mobile version