პოლონელმა მოხალისე ვეტერინარებმა მარტვილში ძაღლები და კატები გაასტერილეს

პოლონელმა მოხალისე ვეტერინარების ჯგუფმა, მარტვილში 185 მიუსაფარი ძაღლი და კატა გაასტერილეს. როგორც მოხალისეების მასპინძელმა, მარიამ შეყილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლონელმა მოხალისეებმა ფაქტობრივად ის საქმე გააკეთეს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გაეკეთებინა, თუმცა არ აკეთებს. მისი თქმით, მოხალისე ვეტერინარებმა ცხოველების გასტერილება საველე პირობებში შეძლეს. „პროცედურები ოთხ დღეს გაგრძელდა და მთლიანობაში წარმოუდგენელი რაოდენობა – 185 ცხოველის სტერილიზაცია მოხერხდა. შარშან …

მოხალისეობა საქართველოში – ვის როდის და რატომ ვეხმარებით

რატომ გვიჩნდება სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დავეხმაროთ სხვებს? –  თანაგრძნობის ბუნებრივი უნარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს უბიძგებს, გახდნენ მოხალისეები და გაიღონ საკუთარი დრო და რესურსი სხვისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.  საქართველოში მოხალისეობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. უახლოეს წარსულში ამის მაგალითია 17 ივნისს თბილისში, დიდ დიღომში, 11 წლის გოგონას ძებნაში როგორ ჩაერთო ასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ, საკუთარი სურვილით. ასევე, …

როცა სახლებში ჩაკეტილ ღარიბებთან საკვები მიგაქვს – წითელი ჯვრის მოხალისეების 2 თვე

კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ათასობით მოქალაქე ფულისა და საკვების გარეშე დარჩა, წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა ბათუმში ამ ადამიანების დახმარების ორგანიზება დაიწყეს. 500-მდე მოხალისე ორი თვის მანძილზე ჯამში 8 ათასამდე ოჯახს დაეხმარა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მის მოხალისეებს პანდემიის დროს არცერთი წამით არ შეუწყვეტიათ მუშაობა. პასუხობდნენ მოქალაქეების ზარებს ცხელ ხაზზე, იდგნენ დიდი სუპერმარკეტების შესასვლელებში და …

ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც კოვიდ19-ით ინფიცირებულებთან მუშაობენ

„…განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის პაციენტი, რომელიც პირველი გამოჯანმრთელდა: ყველას უხაროდა, ექიმებს, ექთნებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა პაციენტებს… მანამდე სტრესი გაცილებით დიდი იყო. გამოჯანმრთელებული ადამიანი როცა ვნახეთ, ამან დიდი მოტივაცია მოგვცა, უფრო დიდი ინტერესით შევუდექით საქმეს,“ – გვიყვება სტუდენტი შოთა მესხიძე, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სპეციალობის კიდევ 5 სტუდენტთან ერთად კლინიკა „მედალფაში“ მოხალისედ 27 მარტიდან …

ქუჩის ძაღლები საკვების გარეშე დარჩნენ – როგორ დავეხმაროთ მათ

საქართველოში, გამოცხადებული სოციალური დისტანცირების და ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა ქალაქში კვების ობიექტები დახურულია, ქუჩაში უამრავი ცხოველი დარჩა საკვების გარეშე. სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, რადგან გარეთ მოქალაქეებიც იშვიათად გადაადგილდებიან და სურსათსაც უფრთხილდებიან. ბათუმში უსახლკარო ცხოველების მოვლასა და გამოკვებაზე ცალკეული მოქალაქეების გარდა მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს. ისინი აგროვებენ თანხას ძაღლებისთვის საკვების შესაძენად და ავტომანქანის საწვავისთვის, შეძენილი საკვების …

როგორ შეგიძლია გახდე მოხალისე – „ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის“

„ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის… პანდემია არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ,“ – ამბობს თბილისელი მოხალისე, თსუ-ს ტექნოლოგიების და ინოვაციების სამრეწველო ლაბორატორიის მენეჯერი, ნიკოლოზ მნათობიშვილი. იგი მე-6 დღეა პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში მოხალისეა და მოხუცებთან, ასევე, შშმ პირებთან პირველადი დახმარების ნივთები და საკვები მიაქვს. პანდემიის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფში გეტყვიან, …

ჩაქვის პირველ და ახოს საჯარო სკოლებში უცხოელი მოხალისე პედაგოგები ასწავლიან

ქართულ საჯარო სკოლებში  უცხოელი მოხალისე მასწავლებლები შევლენ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის შრომითი ხელშეკრულება 40 მასწავლებელს გაუფორმდა. აქედან 15 ინგლისურენოვანი მასწავლებელია, 2 – იტალიურენოვანი, 1 – გერმანულენოვანი, 4 – ფრანგულენოვანი და 18 – ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებელი. ორი ინგლისურენოვანი მასწავლებელი აჭარაში, კერძოდ, ჩაქვის პირველ სკოლაში და სოფელ ახოს საჯარო სკოლაში შეასწავლის ბავშვებს ინგლისურ …

მოხალისეები ბათუმიდან, რომლებიც გარემოს ასუფთავებენ

Trash Hero –არის საერთაშორისო მოხალისეობრივი პროექტი, ერთგვარი ეკოლოგიური მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აგროვებენ ნაგავს ქალაქის შემოგარენში, რეკრეაციულ ზონებსა და სანაპიროებზე.  წელს ამ მოძრაობას მოხალისეები ბათუმიდანაც შეუერთდნენ. აპრილის შემდეგ მათ უკვე დასუფთავების 13 აქცია მოაწყვეს, რომლებშიც ჯამში 91 აქტივისტი იყო ჩართული, შედეგად კი 1206 კგ ნაგავი მოაგროვეს. Trash Hero Batumi-ის ერთ-ერთი ძირითადი წევრი, ანდრეი დიაჩენკო ამბობს, …

Exit mobile version