ქარისგან დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში რამდენიმე დღეა ვერ შეაკეთეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტობუსის მოსაცდელი რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. მოსაცდელი ამ დრომდე არ შეუკეთებიათ. ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, მოსაცდელი ძლიერმა ქარმა დააზიანა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აქ გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება სამუშაო. როდის დაზიანდა მოსაცდელი, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მისი შეკეთება? – მერიის პრესცენტრში კითხვებზე პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე ვერ მოგვაწოდეს. …

ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. უკვე რამდენიმე თვეა მოსაცდელები არაა დამონტაჟებული იმ გაჩერებებზეც, სადაც მოსაცდელები ადრე იდგა, თუმცა ზოგი ახლის ჩანაცვლების მიზნით აიღეს, ზოგი კი დაზიანდა. „ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი და დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაცია. გრძელდება ავტობუსების მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.“ – …

ქალაქში 50 ძველი მოსაცდელი ახლით ჩანაცვლდება – ბათუმის მერია

ბათუმში, რამდენიმე ადგილზე, მოსაცდელი კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით დაიდგა 50 ახალი მოსაცდელი, ხოლო ამდენივე ძველი და ამორტიზებული მოსაცდელის ახალი კონსტრუქციით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ასევე იგეგმება 20 ახალი მოსაცდელის დამონტაჟება იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაა, მაგრამ არ დგას მოსაცდელი. ბათუმში, 2018 …

უადგილო და არაადაპტირებული მოსაცდელები ბათუმში – ერთი თვეა პრობლემა არ გვარდება

ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ წინ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი, კომპანიის მოთხოვნით აიღეს. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ მაშინ განაცხადეს, რომ აქ გაცილებით პატარა ზომის მოსაცდელს დადგამდნენ. დღემდე არ დაუდგამთ. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ დღესაც არ იციან, როდის დაიდგმება მოსაცდელი ბაგრატიონის ქუჩაზე. „როცა მეორე ეტაპი დაიწყება მოსაცდელების დადგმის, მაშინ ჩაისმება ეს ადგილი. …

მერიამ მოსაცდელი ამჯერად იქ დაამონტაჟა, სადაც ავტობუსი არ ჩერდება

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, ახალი მოსაცდელი იმ ადგილზე დაამონტაჟეს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჩერდება. გაჩერება აქ მოსაცდელიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითის“ მიმდებარედაა. ახალ ბულვართან უფუნქციო მოსაცდელი უკვე თვეზე მეტია განთავსებულია. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, კერძო კომპანიას იმ ადგილების მისამართები, სადაც ახალი მოსაცდელები უნდა დაემონტაჟებინა, ადრე გადასცა მერიამ, შემდეგ კი კაჩინსკების ქუჩიდან გაჩერება გადაიტანეს სავაჭრო …

„ნოვაში“ აცხადებენ, რომ ავტობუსის მოსაცდელი ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნით აიღო

ბათუმში, ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რამდენიმე დღეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი აღარ დგას. ადგილობრივი მცხოვრებლები ხუმრობენ, რომ „მოსაცდელი მოიპარეს“. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით კი, „საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოხსნეს მოსაცდელი „ნოვას“ თანამშრომლებმა და კომპანიის საწყობში შეიტანეს“. ავტობუსის მოსაცდელი სწორედ კომპანია „ნოვას“ ოფისის წინ მდებარეობდა. „ჩვენთან ძალიან ბევრი მანქანა შემოდის და იყო შემთხვევები, როცა დაზიანდა მოსაცდელიც …

ბათუმის მერიის განმარტება ახალი მოსაცდელებით გადაკეტილ ტროტუარებზე

ბათუმში ახალ მოსაცდელებს ამონტაჟებენ, რის გამოც ზოგიერთ ადგილზე მთლიანად იკეტება ტროტუარები. რას უპირებს მერია გადაკეტილ ტროტუარებს? – მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ასეთ ადგილებში მერია ტროტუარს გააფართოებს. „მოსაცდელები, რომლებიც, მაგალითად, ფიროსმანის ქუჩაზე დაიდგა, გაბარიტებით შეესაბამება იმას, რაზეც მერია და კომპანია შეთანხმდა. იქ, სადაც ტროტუარი გადაიკეტა, მერია გეგმავს გააფართოოს ტროტუარი, დაიგება ფილები და ფეხით მოსიარულეებს შეეძლებათ თავისუფლად …

„ვისოლის“ შვილობილი კომპანია მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები იკეტება 

„ვისოლ“ ჯგუფის შვილობილი კომპანია „ალმა“ ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, მოსაცდელებს ისე ამონტაჟებს, რომ ტროტუარები ზოგიერთ ადგილზე მთლიანად ჩაკეტილია. ამასთან, ახალი მოსაცდელები არაადაპტირებულია, მაშინ, როცა მერია სწორედ ადაპტირებული მოსაცდელების დადგმას გეგმავდა. რატომ ჩაიკეტა ტროტუარები? იყო თუ არა ტროტუარების მოსაცდელებით ჩაკეტვა იმ პროექტით გათვალისწინებული, რომელიც ქალაქის მერიასთან შეთანხმდა? დარჩება თუ არა ტროტუარები ჩაკეტილი? ხომ არ გეგმავს მერია …

როდის შეცვლიან არაადაპტირებულ მოსაცდელებს ბათუმში

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ალმა“, რომელიც ბათუმში ადაპტირებულის ნაცვლად არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებდა, გააფრთხილეს და ადაპტირებული მოსაცდელების ქალაქში განსათავსებლად ათდღიანი ვადა მისცეს.  მერიის ინფორმაციით, უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელებს კომპანია ადგილზე გადააკეთებს. კომპანია არ დაუჯარიმებიათ. ქალაქის მერიაში განმარტეს, რომ კომპანიამ მოვალეობის შესრულება უკვე დაიწყო და პირველი ადაპტირებული მოსაცდელი ბათუმში „თევზის ბაზრობის“ წინ განათავსა. ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების …

ავარიის შედეგად გოგებაშვილის ქუჩაზე მოსაცდელი დაზიანდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგებაშვილის ქუჩაზე მოსაცდელი დაზიანდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსაცდელს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდა. მთავარ ფოტოზე: მოსაცდელი გოგებაშვილის ქუჩაზე/ 31.01.2018/ გურამ მურვანიძის ფოტო  

ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსაცდელი დაშლილია

ჭავჭავაძის ქუჩაზე, არქეოლოგიური მუზეუმის წინ, მოსაცდელი დაშლილია. თვითმხილველების თქმით, მოსაცდელს ავტომანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია მოსაცდელის დაზიანების შესახებ პოლიციაში არ შესულა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოსაცდელი ჭავაჭავაძის ქუჩაზე კომპანია „ალმას“ ეკუთვნის და ის დაზიანებულ მოსაცდელს შეაკეთებს.

საპირფარეშოების რეაბილიტაციასა და მოსაცდელების მოწყობაში ქობულეთში 63 ათასი ლარი დაიხარჯება

ქობულეთში გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპირფარეშოების რეაბილიტაციას და ახალი მოსაცდელების მშენებლობას გეგმავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ამბულატორიის შენობას სოფელ ბობოყვათში და რამდენიმე არსებულ მოსაცდელს. ამ მომსახურების შეძენაზე გამგეობას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული, საერთო თანხით – 63 120 ლარი. ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოების და ამბულატორიის შენობის [სოფელ ბობოყვათში] რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე 23 400 ლარია გათვალისწინებული; შესრულებული და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემული …

ქობულეთის მუნიციპალიტეტი მოსაცდელებში ნახევარ მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს

504 ათას 900 ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ავტობუსის მოსაცდელის 33 კონსტრუქციის შეძენა-დამონტაჟებისთვის. მეტალოკონსტრუქციის მოსაცდელები ქალაქ ქობულეთში უნდა განთავსდეს. „ავტობუსის გაჩერება წარმოადგენს ბეტონის მომზადებულ ფილაზე მდგომ მცირე ზომის არქიტექტურულ ფორმას. მისი გაბარეტებია 4,1*1,5*2,7 . ავტობუსის გაჩერება უნდა დაიდგას ბეტონის 20 სმ სისქის ფილაზე ზომით 5 000 * 2 500, რომლის ზედაპირი უნდა მოპირკეთდეს (არსებული ფილით). …

Exit mobile version