„სოფლებშიც ტოვებენ ნარკოტიკს გზებზე, მერე მოდიან და ეძებენ შეშლილი სახეებით“ – პედაგოგი 

რა ნაბიჯები უნდა გადადგას სკოლამ, ოჯახმა და სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბავშვებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება შემცირდეს ან სრულად აღმოიფხვრას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლებსა და მშობლებს ესაუბრა შეხვედრაზე, რომელიც „ამერიკულ აკადემიაში“ შემეცნებითი სემინარების ფარგლებში გაიმართა. მშობლები და პედაგოგებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ანტინარკოტიკული კამპანიის წამოწყება და გაძლიერება, რადგან ახალგაზრდებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ ანადგურებს ნარკოტიკები ჯანმრთელობას, …

13 წლის არის ჩემი შვილი, ნარკოტიკებს უკვე აღარ მოიხმარს – მშობელი

„ახლა ჩემი შვილი 13 წლისაა. ამ ეტაპისთვის ნარკოტიკებს არ მოიხმარს.  ამ ყველაფერმა მძიმე შედეგები გამოიღო. ცუდი ქცევები აქვს, სულ გარეთ უნდა ყოფნა. როცა უნდა მიდის, როცა უნდა მოდის. ყველაფერს თვითნებურად წყვეტს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი მოზარდის მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ.  დედა შიშობს, რომ რადგან ნარკოტიკებზე ადვილად მიუწვდებათ მოზარდებს ხელი, დიდი რისკია ბავშვების გვიანობამდე ქუჩაში …

ბავშვი 15 დღეა სკოლაში არ წასულა, არც არავის მოუკითხია – მოსწავლის დედა

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლე 15 დღეა სასწავლო პროცესს არ ესწრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ერთი რესპონდენტის ვინაობას. მოზარდის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი კლასში მიზანმიმართულად ჩატოვეს, „ბავშვი ამ ფაქტს განიცდის, ტირის და ამბობს, რომ იმავე კლასში არ დაჯდება. გვითხრეს, რომ დამატებით გამოცდას დაუნიშნავდნენ, მაგრამ არავინ გვეხმიანება“, – გვეუბნება …

„ჩვენი შვილები შუა გზაზე მიატოვეს“ – რას ითხოვენ აუტიზმის მქონე ადამიანების მშობლები

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა მშობლები და მშობელთა ორგანიზაციები, აუტიზმის მქონე სრულწლოვანი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების  გაგრძელებას მოითხოვენ. მშობლების თქმით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 23-ე კონვენციის რატიფიცირებით, საქართველომ აიღო ვალდებულება იზრუნოს ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების უფლებებისთვის. მშობელის თქმით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის თერაპიული პროგრამების გაგრძელება სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია …

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მეექვსეკლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო. ორმა მოზარდმა თანაკლასელს სცემა, აიძულა დაეჩოქა და ისე მოეხადა მათთვის ბოდიში. შემდეგ დაჩაგრული ბავშვის ბებიამ სწორედ იმავე მეთოდით აიძულა მჩაგვრელები ბოდიში მოეხადათ მისი შვილიშვილისთვის. ამის ამსახველი ფაქტი კი ერთ-ერთმა მშობელმა ტელეფონით გადაიღო. ბებიის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დასრულდა თუ არა ამით ბავშვებს შორის კონფლიქტი? – „რა თქმა …

სქესობრივი განათლება სკოლაში სასულიერო პირების ჩართულობით – ჯაშის კომენტარი კილაძის ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არ იცნობს ბავშვთა კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც მოზარდის სქესობრივ აღზრდას უკავშირდება და რომელზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მუშაობს. „აღნიშნულ ჩანაწერს მე არ ვიცნობ, როგორც კი დავბრუნდები პარლამენტში, მექნება კონსულტაცია სოფო კილაძესთან და ვეცდები ჩემი გამოცდილება, გაეროს ბავშვთა ფონდში მოღვაწეობის დროს, მათ …

მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]

მოზარდები სკოლაში არა მარტო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, არამედ სქესის ნიშნის მიხედვით ძალადობასაც რომ განიცდიან, ეს კვლევითაც დასტურდება. რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთი ბათუმელი მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა დახურულ ჯგუფში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული ფაქტის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაისჯება თუ არა ვინმე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. მოზარდები, რომლებსაც ამ საკითხზე „ბათუმელები“ სხვადასხვა ფორმატში …

„მოზარდების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება“ – რაზე საუბრობენ მოზარდები UNICEF-ის კვლევაში

მოზარდების სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში ჩართვა შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით, ან იმითაც იყოს განპირობებული, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და მშობლებისგან, აღმზრდელებისგან ვერ იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას. „თინეიჯერების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება, დარჩენილ 2 პროცენტს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე“, – ასე ფიქრობენ ფოკუს ჯგუფის …

ბიჭების პირველი სქესობრივი გამოცდილებისთვის ფულს ისევ მამები იხდიან – კვლევა

„მოზარდთა მშობლობა“ – გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ ამ კვლევაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, მოზარდთა სქესობრივ განვითარებაზე ნათქვამია, რომ სექსუალობის კვლევისას მოზარდები ბევრ შეკითხვას და პრობლემას აწყდებიან. შესაბამისად, აუცილებელია, მშობლებმა მათ მიმართ მზრუნველობა, სიყვარული და ყურადღება გამოიჩინონ, მოუსმინონ მათ კითხვებს, წუხილს და ამ საკითხებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. „ცოტა მშობელი თუ გამოთქვამს მზაობას და უნარს, მისცეს …

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ  „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. …

Exit mobile version