ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის 335 500 ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო …
Tag Archives: მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი
ძაღლების თავშესაფრის აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი გამოაცხადეს
ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ ბოლოს გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. შესაბამისად, სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა, როგორც არშემდგარ, ასევე ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ერთი და იგივეა – 32 948 540 ლარი. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში უნდა დასრულდეს. ახალ ტენდერში წინადადებების მიღება კი, …
Continue reading “ძაღლების თავშესაფრის აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი გამოაცხადეს”
ძაღლების თავშესაფრის და იპოდრომის აშენებას 32 მილიონი ლარი დასჭირდება – ტენდერი
ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 32 948 540 ლარია. ტენდერის ფარგლებში უნდა მოეწყოს ძაღლების თავშესაფარი და იპოდრომი, ასევე სარეკრეაციო სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს …
Continue reading “ძაღლების თავშესაფრის და იპოდრომის აშენებას 32 მილიონი ლარი დასჭირდება – ტენდერი”
ძაღლის დაკბენით 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს – რატომ ვერ აშენებს მერია თავშესაფარს
რატომ ვერ აშენდა ცხოველთა თავშესაფარი? – ამ კითხვით ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მერს, არჩილ ჩიქოვანს მიმართეს. საკრებულოს წევრმა ნატალია ძიძიგურმა სხდომაზე წაიკითხა რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიღებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძაღლის დაკბენის შედეგად დაზარალებულმა 4607-მა ადამიანმა მიმართა ექიმს. „ეს არის კატასტროფა, ქალაქი არის ოსკარის მფლობელი, მზარდი ტურიზმით. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირატესი, ჩვენ …
აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად
დღეს, 29 იანვარს, ბათუმში ცხოველთა დამცველები და მოყვარულები შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, არის ის, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს პირი, რომელმაც, ბათუმში პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რომელიც შემდეგ დაიღუპა. ბათუმის მერიისგან კი, მოქალაქეები მოითხოვენ დაიცვას მიუსაფარი ცხოველები და დროულად აშენდეს ძაღლების ახალი თავშესაფარი. შინაგან საქმეთა …
Continue reading “აქცია ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად”
„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში
დღეს, 27 ოქტომბერს, ჩაქვში მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობა დაანონსდა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში 13 ჰა ტერიტორიაზე დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. „მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევა, რომელიც აწუხებდა ბათუმელებს, ცხოველთა დამცველებს, თითოეულ ჩვენგანს, ტურისტებს, იქნება ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი როგორც …
Continue reading “„კუპატას“ სახელობის ცხოველთა თავშესაფარი – მთავრობა ახალ პროექტს აანონსებს ჩაქვში”
რატომ არის ახალი ვოლიერების ყველა კედელი დახურული ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში
ბათუმის მერიის ცნობით, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში დამატებითი სივრცეები მოეწყო. ახალი ვოლიერები ლეკვებისთვისაა განკუთვნილი და 6 საკარანტინო და 10 საცხოვრებელ ვოლიერს მოიცავს. ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი თინათინ ჭავჭანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვოლიერის წინა მხარე გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ცხოველისთვის აუცილებელია ხედვის არეალი ჰქონდეს. „გარდა ამისა, პირველ რიგში, ეს ვეტერინარისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩამოვლის დროს ხედავდეს რა …
Continue reading “რატომ არის ახალი ვოლიერების ყველა კედელი დახურული ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში”
„ბეიკერის ორმო“ – ხოცავენ თუ არა ქუჩაში მყოფ ცხოველებს გაზაფხულის რეიდებზე ბათუმში
ბათუმში, გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე. მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ამბობს, რომ დღეს სწორედ ამ ორმოში იპოვა საკუთარი კატა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. …
ვეტერინარი ცხოველთა თავშესაფრიდან
ეკატერინე ბოგატოვა ვეტერინარია. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში მუშაობს და დღეში საშუალოდ 10-12 ოპერაციას აკეთებს. თავშესაფარი, სადაც ბათუმის მერიის დაფინანსებით უპატრონო ცხოველების აღრიცხვა და სტერილიზაცია-კასტრაცია ხდება, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარეობს. უკვე ექვსი წელია ეკატერინე ამ გზაზე დადის, იგი თავშესაფრის მთავარი ვეტერინარია. ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე ცხოველთა თავშესაფარში მუშაობითო – ამბობს. ყვება, რომ ექვსი წლის იყო, როცა ამბობდა, „ძაღლის …
როგორ ავიყვანოთ ძაღლი ბათუმის ცხოველთა თავშესაფრიდან [ფოტო]
თუ ძაღლის აყვანა გსურთ, მაგრამ ძვირადღირებული ჯიშის ლეკვს ვერ ან არ ყიდულობთ, მაშინ დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე, ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს შეგიძლიათ ეწვიოთ აეროპორტის გზატკეცილზე, № 251-ში, სადაც ძაღლის აყვანას სრულიად უფასოდ შეძლებთ. თანაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი უკვე აცრილიც იქნება. თავშესაფარში მეტისები, ანუ შერეული ჯიშის ძაღლები ცხოვრობენ. აყვანის პროცედურისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა. ძაღლის …
Continue reading “როგორ ავიყვანოთ ძაღლი ბათუმის ცხოველთა თავშესაფრიდან [ფოტო]”
„მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან
არავინ აკითხავთ. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ, ვინ პატრონობდათ ან რა გზა გაიარეს ქუჩაში. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ცხოველთა თავშესაფარში აღმოჩნდნენ და არცერთს არ აქვს სახელი, ყველას ერთი, ზოგადი სახელი ჰქვია: ძაღლი. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში 150 ძაღლსა და 40 კატას უვლიან. თავშესაფარში ცხოველები ორი გზით ხვდებიან: ხშირად პატრონებს აღარ სურთ ძაღლის მოვლა სხვადასხვა მიზეზის გამო …
Continue reading “„მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან”