რუს ტურისტებს ისე ექცევიან, როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს – სხალთის ეპისკოპოსი

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე აცხადებს, რომ რუს ტურისტებს ისე ექცევიან საქართველოში, როგორც „ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს“. ეპისკოპოსმა ამ თემაზე 14 აგვისტოს ხიჭაურში იქადაგა ამბიონიდან. „სოციალურ ქსელებში მოვისმინე, ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. ნუ ახლა, რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავთ ვაჟა-ფშაველასი. მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული …

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის – სხალთელ მთავარეპისკოპოსს პასუხს სთხოვენ

„ჩემი მხარდაჭერა მეუფე გიორგის!“ – ამ კომენტარით გააზიარა ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის ფეისბუქპოსტი, სადაც ის სხალთელ მთავარეპისკოპოსს აკრიტიკებს. სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა ორი დღის წინ ყველა გაკიცხა, ვინც რუსეთის პატრიარქი გააკრიტიკა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი. „ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა …

ეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე აცხადებს, რომ სხალთელი ეპისკოპოსის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციას უკვე მიმართეს. დღეს სხალთელმა ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვების ვიდეო ლაივში გაავრცელა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი მედიას მოუწოდებს, თავის შეიკავონ ამ ვიდეოს გავრცელებისგან. „სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად… ამიტომ, …

„რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე

„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ. ეპისკოპოსის ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს, 20 მარტს. გაავრცელეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს სთხოვა კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა. საპატრიარქომ მაშინ დააფიქსირა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას …

“ეს არის სატანის მიკროფონი” – სხალთის ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს “სატანის მიკროფონს” უწოდებს და იმედოვნებს, რომ ისინი “მოექცევიან”. „საქართველოზე არის შემოტევა, საშინელი. ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას. პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც  საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა. და ეს ტელევიზიები… რომელია მაგი ახლა… მთავარი …

რატომ დუმს სამინისტრო საპატრიარქოსა და რუსულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტსა და რუსეთის ფედერაციის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე კომენტარს არ აკეთებენ. საპატრიარქოს უნივერსიტეტს ხიჭაურში [შუახევის მუნიციპალიტეტი], საპატრიარქოს გავლით, მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს – წელიწადში სამ მილიონზე მეტ ლარს იღებს ბიუჯეტიდან. „ბათუმელების“ კითხვაზე, რადგან უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, უნდა იყოს თუ არა მისი …

დასავლეთი თუ კვლავ რუსეთის ორბიტა – რა ხდება მართლმადიდებელ ეკლესიაში

ეპისკოპოსებს შორის მორიგი დაპირისპირება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის აღიარებამ  გამოიწვია. მანამდე მიტროპოლიტ პეტრეს ქორეპისკოპოსი იაკობი დაემუქრა, ხოლო შემდეგ ის სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გააკრიტიკა ამ ფრაზის გამო: „პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია“. რას ნიშნავს, როცა სასულიერო პირები ერთმანეთს ასე უპირისპირდებიან, რის გამო კამათობენ ეპისკოპოსები? რა ხდება ახლა ეკლესიაში და დარჩა თუ არა ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისთვის საკითხი, რაზეც …

სხალთელი მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონზე საუბრისას სოფელ ხიჭაურში ხმას იდაბლებენ ან პირზე ხელს იფარებენ – არავინ გაიგოს და ამბავი არ მიუტანოსო. ამბობენ, რომ მას ამბის მიმტანი ბევრი ჰყავს. მანამ, სანამ ხელისუფლება ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციას ეკლესიას გადასცემდა, სხალთის მთავარეპისკოპოსი ყველაზე მეტ დროს ხიჭაურში ატარებდა. ახლა, ძირითადად, ბობოყვათში ათევს ღამეს. ის ხიჭაურში საპატრიარქოს მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორია დაარსების დღიდან. …

შუახევის გამგეობის ეზოში ეკლესიას აშენებენ

დაბა შუახევში, თვითმმართველი ორგანოს შენობის გვერდით, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა განთავსებული, ეკლესია შენდება, რომელსაც სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონი აშენებს. თამარ მეფის ქუჩის #30-ში, 646 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს, 99 წლით სარგებლობის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში მიწის ნაკვეთი  დროებით სარგებლობაში მიიღო, 22 …

Exit mobile version