ბათუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ 8 ვეტერანია ცოცხალი

ბათუმში, მეორე მსოფლიოს ომში მონაწილე მხოლოდ 8 ვეტერანია ცოცხალი. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, ხვალ, 9 მაისს, მერია ომის 8 ვეტერანს და ასევე ომის ვეტერანების 5 ოჯახს 400-400 ლარს გადასცემს. მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო, როდესაც ნაცისტური გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. გერმანია საბჭოთა კავშირში, რომლის შემადგენლობაში საქართველოც შედიოდა, 1941 წლის 22 ივნისს შეიჭრა. …

8 თუ 9 მაისი – როდის უნდა აღვნიშნოთ ნაციზმის დამარცხება?

2022 წლის 8 მაისს ევროპა 77-ედ იზეიმებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას და ნაციზმის დამარცხებას. ერთი დღის შემდეგ, 9 მაისს, საქართველო რუსეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად აღნიშნავს ნაციზმზე გამარჯვებას. მოქალაქეთა ჯგუფი პეტიციით ითხოვს საქართველოს მთავრობამ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების თარიღი 9 მაისის ნაცვლად 8 მაისით შეცვალოს. ხელისუფლება დუმს. „ბათუმელები“ ორ ისტორიკოსს ესაუბრა. ორივე ამბობს, …

ვინ გასცა ანა ფრანკის ოჯახი? – მთავარი ეჭვმიტანილი 77 წლის შემდეგ

ანა ფრანკის ოჯახის სამალავის გაცემის ექვსწლიანმა გამოძიებამ გამოავლინა მოულოდნელი ეჭვმიტანილი  საქმეში, თუ როგორ იპოვეს ნაცისტებმა ცნობილი დღიურის ავტორის, მისი ოჯახისა და მეგობრების სამალავი 1944 წელს. ამსტერდამელი ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის ისტორია მთელ მსოფლიოში ცნობილია მისი შემთხვევით შემონახული დღიურის წყალობით. ანას, მისი ოჯახის წევრებსა და ოჯახის მეგობრებს, სულ შვიდ  ადამიანს, ნაცისტებმა 1944 წლის 4 აგვისტოს მიაგნეს …

ფულად დახმარებას მიიღებენ II მსოფლიო ომის ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახები

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. საქართველოს მთავრობის ცნობით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მიიღებენ 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები  – 500 ლარს. დახმარება ერთჯერადია. ___________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რენია შპიგელის დღიური – პოლონელი „ანა ფრანკის“ ისტორია

18 წლის ასაკში გესტაპოს მიერ მოკლული რენია შპიგელის ტრაგიკული ისტორია სულ უფრო მეტად იქცევს მედიის ყურადღებას. ჟურნალისტებმა პოლონეთში დაბადებული ებრაელ რენიას არაერთხელ უწოდეს „პოლონელი ანა ფრანკი“. მათ მართლაც აქვთ საერთო: ორივე წერდა დღიურებს, ორივე იმალებოდა სხვენში, ორივეს სიცოცხლე შეეწირა ჰოლოკოსტს – ანა ფრანკი [ახალ ქართულ გამოცემებში – ანე ფრანკი] 15 წლის დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკში, რენია …

რას ჰყვება ბათუმში დარჩენილი 16 ვეტერანიდან ხუთი

ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს – რვა კაცი და რვა ქალი. საუბარი, კომუნიკაცია და ფრონტის ამბების გახსენება მათგან მხოლოდ ექვსს შეუძლია. „ბათუმელები“ ხუთ მათგანს შეხვდა. ბათუმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი 90 – წელს გადაცილებულია. 9 მაისს ისინი ომში გაწვევის, გერმანელებთან შეტაკებებისა და შინ დაბრუნების ამბებს იხსენებენ. „кавказская дикарка”- 98 წლის ვეტერანი …

რას გეგმავს ბათუმში 9 მაისს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი

9 მაისს ბათუმში, გმირთა ხეივანში, მსვლელობის ნებართვას ითხოვს პრორუსული ორგანიზაცია „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“, რომლის ხელმძღვანელი ლიკა ზახაროვაა. აღნიშნული ორგანიზაცია სხვა პრორუსულ დაჯგუფებებთან, მაგალითად, იმავე  მოძრაობა „უკვდავ პოლკთან“ ერთად პერიოდულად მართავს აქციებს. არსებობს ინფორმაცია, რომ წლევანდელ საცხრამაისო აქციას შესაძლოა შეუერთდნენ საქართველოში მყოფი რუსეთის სხვა მოქალაქეებიც. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუკი  აქციაზე გამოყენებული იქნება საბჭოთა …

როგორ მოხვდა ტანკი სოფელ წონიარისში

აჭარის მაღალმთიანეთში მიმავალი ნებისმიერი მგზავრი, რომელსაც ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, წონიარისის ცენტრში ერთხელ მაინც გაუვლია, კვარცხლბეკზე შემოდგმულ ტანკს აუცილებლად შენიშნავდა. ტანკი წონიარისის თემის ცენტრში 1983 წლიდან დგას. მანამდე სოფელს „დიდი ბელადის“ – სტალინის წერილი მიუღია, რომელიც1945 წლის 18 აპრილით არის დათარიღებული. სტალინის წერილს კონკრეტული ადრესატი ჰყავდა – ჯელილ ბერიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქედის …

Exit mobile version