„ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

„ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზას“ დაბა ქედაში 19 500 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცეს. 1 კუბურ მეტრ ინერტულ მასალაში პარლამენტარის კომპანია დაახლოებით 1 ლარს და 30 თეთრს გადაიხდის. „ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 10 ივნისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიყენებს შპს „გზა“ ულიცენზიოდ მოპოვებულ ქვიშა-ხრეშს. …

ეს გამოუსწორებელი ზიანია და გაააქტიურებს მეწყერს – ექსპერტი მწვანე ტბასთან მთების დაშლაზე

„როცა ამ წონასწორობას ვარღვევთ, შესაძლებელია გრუნტის წყლების მიმართულების შეცვლა, იქ ფხვიერი გრუნტია შედარებით, შეიძლება ამან რომელიმე ნაკადის საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს,“ – ხულოში, მწვანე ტბასთან ახლოს ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების საფრთხეზე გვესაუბრება გეოლოგი, გიორგი ბერიძე. მას შემდეგ, რაც მრავალწლიან დაპირებას ხელისუფლება არ ასრულებდა და ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობა საარჩევნო წელს გააქტიურდა, მწვანე ტბასთან ახლოს, ასევე დიდაჭარის …

აჭარის სამინისტრო ახალშენში 4 ოჯახის გამოსახლების პირობით ქვის მოპოვების ლიცენზიას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას, დამატებითი პირობებით, აუქციონზე ყიდის. აუქციონში გამარჯვებულს უფლება ექნება შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით 219 564 კუბური მეტრი ფლეთილი ქვა [„ტუფობრექჩია“] მოიპოვოს 5 წლის განმავლობაში. თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელს დამატებითი პირობების შესრულებაც მოუწევს. კონკრეტულად: ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან წიაღისეულის …

დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

ქედის სოფელ დოლოგანთან ახალ კარიერს მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფლების – დოლოგნისა და ჭინკაძეების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93 159 ლარად გაყიდა. თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ლიცენზიის ვადა 7 წელია. ამ პერიოდში ლიცენზიანტს, შპს „რასეს“,  36 350 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჯამში 290 800 კუბური …

ქობულეთში „ჩერნოვეცკის ფონდის“ ბავშვთა სახლები დაიხურა

ქობულეთში „ჩერნოვეცკის ფონდის“ ორი ბავშვთა საოჯახო სახლი დაიხურა. 18-მა ბავშვმა სახლები უკვე დატოვა. „ბავშვები დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში. ეს ოჯახები დამატებით სოციალურ დახმარებას მიიღებენ თითოეულ ბავშვზე. მათ შორის ერთია პრობლემური და კრიზისული მართვის პროგრამაში ჩავრთეთ,“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, თემურ ჭანტურიშვილმა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „ჩერნოვეცკის ფონდის“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია 23 სექტემბერს …

რას თხრიან სოფელ დოლოგანში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელასთან [დოლოგანი], მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კეთდება კარიერთან მისასვლელი გზა, სადაც ფიზიკურმა პირმა, ლევან ხოზრევანიძემ, 266 000 კუბური მეტრი წიაღისეული უნდა მოიპოვოს. ლევან ხოზრევანიძეს წიაღისეული სოფელ ჭარნალის მიმდებარედ უნდა მოეპოვებინა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იქ მას წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია. „აჭარის ფინანსთა და …

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების მიზნით, 25-წლიანი ლიცენზია გაიცემა. ლიცენზია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 788 305 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 11 150 ლარი იყო. სალიცენზიო ფართობი 2 225 100 კვ.მ-ია. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონში ფიზიკურმა პირმა, ბათუმელმა ამირან ჭაღალიძემ გაიმარჯვა. გამარჯვებულმა, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო …

მუსლიმური პანსიონი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს – პარლამენტს ლიცენზიის გადავადება მოსთხოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში მდებარე მუსლიმური პანსიონის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის მიხედვით, პანსიონს 3 ათასი ლარით აჯარიმებენ. სამართალდარღვევის არსებობა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. „ლიცენზიის არქონის გამო დაგვაჯარიმეს 3 ათასი ლარით. სასამართლო პროცესი გადაიდო… აჭარაში სულ 15-მდე პანსიონია, სხვა არ დაუჯარიმებიათ, როგორც …

ინერტულ მასალას ქედაში 11 კომპანია მოიპოვებს – როდის დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენა

რატომ არ კონტროლდება ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიის მიერ მძიმე ტვირთის გადაადგილება და რა ბედი ელის მწყობრიდან გამოსულ ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთს? – რამდენიმე დღის წინ, „ბათუმელების“ ამ კითხვაზე  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტვირთის გასაკონტროლებლად სასწორებს დააყენებენ, ხოლო დაზიანებული გზის შეკეთებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ამ დრომდე გზის შეკეთება არ დაუწყიათ და არც …

Exit mobile version