პრემიერ-მინისტრი ვაჟა-ფშაველას N13-ზე

„დიდი ბოდიში უნდა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ წერილს. რადგან თქვენ მომმართეთ, აუცილებლად გავეცნობი“, – ასე უპასუხა ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას  – დაინტერესდა თუ არა პრემიერი აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას უკავშირდება. ამ პრობლემების შესახებ იმ ღია წერილშია საუბარი, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს …

ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც სამი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა დაანგრია, სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მერის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით მივიდა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებთან“ …

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება – ამის შესახებ „ბათუმელებს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიჩნეულ, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარში ფრესკები რამდენიმე წელია დაზიანებულია, მის შესაკეთებლად თანხა ამ დრომდე ვერ გამოიძებნა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ჩვენთან შემოდის ბევრ, მნიშვნელოვანი ძეგლის დაზიანებებზე ინფორმაცია, …

ცირა ელისაშვილი: ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს

18 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები“ – „ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემებზე, სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ცირა ელისაშვილის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას. „ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს წარდგენა. ვფიქრობ, ეს არ არის ის …

ართვინში ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულებულია – მემედ ალიოს თურქი

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია, რომლის უმრავლესობა იუსუფელის რაიონშია, დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. პირადად გუბერნატორი თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს ამ პროცესს. საქართველოს პატრიარქი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და რელიგიის საკითხთა სამმართველოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ ართვინში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ართვინის გუბერნატორის მოადგილემ, მემედ ალიოს თურქიმ. ის დღეს ბათუმში, ხელოვნების მუზეუმში, თურქი მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა. თურქეთის …

მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო. მოითხოვს თუ არა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლის აღდგენას, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა? ამ და სხვა …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა. „ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა ნიაზ ხაბაზმა უთხრა, რომ „სლავა 2015″ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. მისი თქმით, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შპს “სლავა” ამ ადგილას …

“არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო“ – კომპანიის არგუმენტი ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევაზე

სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საკითხს განიხილავს. სასამართლო სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ოქმის შემდგენი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა, სამართალდამრღვევი კი – „სლავა 2015″, რომელიც ვაჟა-ფშაველას #13-ში შვიდსართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX …

საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის …

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“  პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. „ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის …

ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება

„არა ძველი ბულვარის დამახინჯებას“ – ამ სლოგანით აქცია ბათუმში ხვალ, 25 დეკემბერს, 13 საათზე, სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „აქციის მიზანია ხელი შეუშალოთ ძველი ბულვარის დამახინჯებას და უგემოვნო რეკონსტრუქციას“ – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში. აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის …

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო [ვიდეო]

23 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე შედგა. დარბაზი ხალხით იყო სავსე, პრეზენტაციას მთავრობის წევრები, ბულვარში მდებარე კაფეების მეპატრონეები, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. რატომ გახდა აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, მაშინ როცა ქალაქში არა ერთი ქუჩა თუ სკვერი ცუდ მდგომარეობაშია? ხომ არ …

ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

დავით მამულაძე, აჭარის მეწარმეთა კავშირის თანათავმჯდომარე, კაფე „მწვანე ბარის“ მეპატრონე „მწვანე ბარი“ ბულვარის სანაპირო ზოლში 25 წლის წინ გავხსენი, ეს ერთ-ერთი პირველი კერძო კაფე იყო დამოუკიდებელ საქართველოში. თუმცა გასულ კვირას ბულვარში მდებარე კაფეების მფლობელები არ მივუწვევივართ მთავრობას ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვაზე. ზუსტად არ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ ძველ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ მინდა, …

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

ბათუმის ცენტრში, ვაჟა-ფშველას ქუჩაზე, კერძო კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უნებართვოდ, კანონდარღვევით, ორი კვირის წინ დაანგრია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომლის უშუალო მოვალეობაა ძეგლების დაცვა, სახლი დანგრევას ვერ გადაარჩინა, იმის მიუხედავად, რომ ნგრევა რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. საქმეს პროკურატურა იძიებს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოსაც. ბათუმში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული სახლის დანგრევას რომ აპირებდნენ, …

ციხისძირი, პეტრას ციხე [ფოტო]

პეტრას ციხე [თედო ჯორბენაძის ფოტოები]   ციხისძირში, პეტრას ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 318 433 ლარია. პირველ ეტაპზე  ციხის რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.

სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში და სინაგოგას ბათუმში ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბათუმში, 9 მარტის #6-ში მდებარე სინაგოგას [სახეობა: არქიტექტურის, მე-19-მე-20 სს-ის მიჯნა] და ასევე, ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს [სახეობა: ქალაქთმშენებლობის, ურბანული; მე-19-მე-20 სს-ის დასაწყისი].

მირანდა ჩარკვიანი: სააგენტომ ბიზნესი პარტნიორად უნდა აქციოს

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კიდევ ერთი მაღლივი შენობის მშენებლობა იგეგმება. განიხილება ბარათაშვილის #24 მდებარე ორსართულიანი სახლის ადგილას შვიდსართულიანი სახლის მშენებლობის საკითხიც. ამ საკითხების ფონზე კვლავ გაურკვეველია, რა ბედი ელის ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას ევროპის მოედანზე და კაფე „რვაფეხას“ ბულვარის ტერიტორიაზე. კიდევ ერთი მაღლივი შენობა ბათუმის ბულვართან ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ნინოშვილის ქუჩის #5-ში, შენობის დემონტაჟი …

ფიროსმანი ბათუმშია

 

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის 13 ნამუშევარი და 12 აფიშაა გამოფენილი.  ნამუშევრები კახეთში, მირზაანის ნიკო ფოროსმანაშვილის სახლ-მუზეუმში დაცული და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ტილოებია. გამოფენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს ახალი პროგრამის – „ფიროსმანის მოგზაურობა“ ფარგლებში მიმდინარეობს.  

მაქმანები აჭარიდან

 

თუ ოდესმე ზემო აჭარაში, ტიპიურ ოჯახში მოხვდებით, სარკესავით კრიალა ჯამ-ჭურჭელთან, მოხეხილ ქათქათა იატაკთან და იდეალურ წესრიგთან ერთად თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ფერადი მაქმანები. ისინი სახლის სხვადასხვა კუნჭულშია გაფანტული და ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ზოგი ტელევიზორის საფარია,  ზოგიც – მაგიდის, ზოგი კი, ლარნაკის ქვეშ არის გაფენილი. 

ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

 

დაბა ჩაქვში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ზღვის პირას, ორსართულიანი სახლი დგას. სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯრები და არც მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. გარედან თანამედროვე სამშენებლო მასალებითაა მოპირკეთებული, თუმცა სიძველის კვალი მაინც ეტყობა. ამ სახლში, ნინოშვილის #12-ში, ჩინელი მეწარმე, ლაო ჯონ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა. აქ მუზეუმის გახსნის იდეა წლების წინ განიხილებოდა, თუმცა სახლი უკაცრიელი და გაძარცვულია: მხოლოდ საქონლის კვალსა და კედელზე ბავშვების მიერ გაკეთებულ წარწერებს თუ ნახავთ.

Exit mobile version