„შენი იდეა ბათუმს” პროექტი და კონკურსია, რომელზეც ბათუმში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ იდეებს წარადგენენ. კონკურსში მონაწილე იდეა ბათუმში საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას უნდა ემსახურებოდეს და უნდა ეხებოდეს კულტურულ, გარემოსდაცვით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო საკითხებს. წელს 53 იდეიდან 20 საუკეთესო უკვე შეირჩა. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია 31 ოქტომბრის ჩათვლით ხმა მისცეს მისთვის ყველაზე საინტერესო 3 იდეას, რომლის …
Tag Archives: კონკურსი შენი იდეა ბათუმს
შენი იდეა ბათუმს – ადამიანები პროექტებს მიღმა
ბათუმის მერია ახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტს, შენი იდეა ბათუმს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების იდეების დაფინანსებაზე 2020 წლისთვის გამოყოფილია 500 000 ლარი. მრავალდონიანი განხილვისა და ანალიზის შედეგად ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 6 იდეა, რომლებიც უკვე თანაქალაქელების მხარდაჭერას ელიან. მათგან ყველა გამორჩეული და ინდივიდუალურია. დავინტერესდით რა ისტორიები აქვთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქალაქის მართვაში და იზრუნონ მის …
Continue reading “შენი იდეა ბათუმს – ადამიანები პროექტებს მიღმა”
რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად
ბათუმის ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და პროექტის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საკონკურსო კომისიამ შეწყვიტა. კონკურსი წინადადებების მიღების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ შეწყდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარი იყო. ამ თემაზე: ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს კონკურსი კომისიამ „საკონკურსო …
Continue reading “რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად”
ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული
21 ნოემბერს, ბათუმის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პროექტის -„შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იდეების განხილვა გაიმართა. მრჩევლებმა 30 იდეიდან გამოარჩიეს 6 იდეა, რომელთა შორის გამარჯვებულ იდეებს უკვე ბათუმელები გამოავლენენ ხმის მიცემის საფუძველზე. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა შემდეგი 6 იდეა: ქუჩის კალათბურთი იდეის ავტორია ნიკოლოზ კიკვაძე. პროექტის მიზანია, კალათბურთის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ახალი ტალანტების …
Continue reading “ქუჩის კალათბურთი, ჭარტი და კიდევ 4 იდეა – კონკურსის საუკეთესო ექვსეული”
4-კილომეტრიანი სუფრა ბულვარში, განდაგანას ძეგლი და სექსი ბათუმში – 30 იდეა ბათუმს
ქუჩის მხატვრობა, სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროექტები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ იდეებისა, რომლებიც კონკურსში – „შენი იდეა ბათუმს“ იღებენ მონაწილეობას. ეს კონკურსი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. კონკურსში იდეების მიღება ოქტომბრის ბოლოს დასრულდა და დარეგისტრირდა 30 იდეა. სანამ კონკურსის პირველ ეტაპზე საუკუთესო ათი პროექტი შეირჩევა, რომლებსაც ხმას მოსახლეობა მისცემს, „ბათუმელები“ გთავაზობთ …
Continue reading “4-კილომეტრიანი სუფრა ბულვარში, განდაგანას ძეგლი და სექსი ბათუმში – 30 იდეა ბათუმს”
გაქვთ ბათუმისთვის იდეა? – მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა
თუ გაქვთ იდეა, რომლის განხორციელებაც, თქვენი აზრით, ბათუმში შეიძლება, 2019 წლის 30 ოქტომბრამდე შეგიძლიათ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა და იდეის განსახორციელებლად საჭირო თანხაც მოიპოვოთ. საუბარია კონკურსზე შენი იდეა ბათუმს, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. კონკურსში მონაწილეობა რამდენიმე პირობითაა შესაძლებელი: კონკურსში მონაწილე პირი სრულწლოვანი და ბათუმში რეგისტრირებული უნდა იყოს, შესაძლებელია იდეა წარადგინოს საინიციატივო …
Continue reading “გაქვთ ბათუმისთვის იდეა? – მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა”
შეავსე ტესტი და გაიგე, რა შანსი გაქვს გაიმარჯვო კონკურსში – „შენი იდეა ბათუმს“
მონაწილებითი ბიუჯეტის პროექტმა – „შენი იდეა ბათუმს“ სტარტი 2019 წელს აიღო და პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული იდეა: წარწერა „ბათუმი“ ბათუმგორაზე, „ნატვრის ხე“ და „ფრანების ფესტივალი“. მალე დაანონსდება იდეების მიღება 2020 წლისთვის. გაიარე ტესტი და გაიგე უფრო მეტი პროექტის შესახებ – „შენი იდეა ბათუმს“. იქნებ, მორგი გამარჯვება შენმა იდეამ მოიპოვოს.
პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება
ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული იდეების განხორციელება წლის ბოლომდე დასრულდება. ქალაქის მერის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის ზრდას უწყობს ხელს და საკონკურსე იდეებს მომავალშიც მიიღებენ ონლაინ პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა: „ფრანების ფესტივალი“, „ნატვრის ხე“ და წარწერა „ბათუმი“, რომელიც ბათუმგორაზე განთავსდება. შერჩეული იდეების ავტორების თქმით, ეს …
Continue reading “პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება”