400 ათასი დაიხარჯება თამბაქოს კონტროლზე – კანონს ყველაზე მეტად საჯარო სამსახურებში არღვევენ

ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა [NCDC] ტენდერი 400 000 ლარით გამოაცხადა. NCDC-ს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 43 ათასი ლარით, 2022 წელს თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურების შესყიდვაზე. თამბაქოს მონიტორინგზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მინიმუმ 4 ათასი დაწესებულება გადამოწმდება[სადაც კანონით …

ბავშვთან ერთად მსუბუქ ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა

2022 წლის იანვრიდან, მსუბუქ ავტომანქანაში, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება, სიგარეტის მოწევა აკრძალულია. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა უკვე აკრძალულია „ავტოსატრანსპორტო საშუალებაში [ავტომობილში] მასში არასრულწლოვანის ყოფნისას“. თამბაქოს მოწევა 2022 წლის იანვრიდან აკრძალულია ტქსშიც: [red_box]პარლამენტმა ტაქსებში მოწევა აკრძალა[/red_box] შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, ტერმინი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი – შემდეგნაირად განისაზღვრა: „ნებისმიერი …

იკრძალება ბავშვის თანდასწრებით მსუბუქ მანქანაში მოწევა? – რა წერია სტრატეგიის დოკუმენტში

მოწევის აკრძალვა ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება; მოწევის აკრძალვა თეატრებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში; საღეჭი თამბაქოს აკრძალვა და სხვა – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს კანომდებლობაში ამ დრომდე ასახული არ არის. 2021 წლის 22 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025“ დამტკიცდა. „2021-2025 წლის სტრატეგია მიზნად …

ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც

ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული. „ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა …

თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს“. პარლამენტი ავალებს მთავრობას ინტენსიურად იმუშაოს შესაბამის უწყებებთან და დროულად დაასრულოს პროცედურები, „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ …

რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება

ადგილობრივ თამბაქოზე რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, გლეხი თამბაქოს ვეღარ გაყიდის და ვალდებული იქნება მხოლოდ მეწარმეს ჩააბაროს. ასეთი მეწარმე კი, რომელსაც აქვს უფლება კანონიერად შეიძინოს თამბაქო, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ მეთამბაქოებთან და გააფრთხილეს, რომ თუ აქციზის გარეშე ვაჭრობას გააგრძელებენ, თამბაქოსაც ჩამოართმევენ და 2000 ლარითაც დააჯარიმებენ. ახალი რეგულაციებით შეთავაზებული ფასი მეთამბაქოებისთვის …

გლეხი თამბაქოს დაფასოებისა და აქციზის გარეშე ჩააბარებს მწარმოებელს – ახალი წესი

საქართველოში მოყვანილი თამბაქოს 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება [გაყიდვა] შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით თამბაქოს იმ მწარმოებლისთვის, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში. ასეთ შემთხვევაში საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში. ანუ ფერმერს, რომელმაც …

გლეხს თამბაქოს დაფასოება აღარ დასჭირდება – ახალ წესს სამინისტრო ამუშავებს

დღეიდან, 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია აკრძალულია. იმ ფერმერებისთვის კი, რომლებსაც თამბაქო სახლში მოჰყავთ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მუშავდება ახალი, განსხვავებული წესი. ეს წესი განსაზღვრავს, თუ რა ფორმით მოახდენს ფერმერი მის მიერ მოყვანილი თამბაქოს რეალიზაციას. როგორც „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, ფერმერს ექნება უფლება, მის მიერ მოყვანილი თამბაქო [ნედლეული] მიაწოდოს მწარმოებელს ყოველგვარი დაფასოებისა და …

„მშიერს გვტოვებენ, სოფელს მივატოვებთ და მიიღებენ ახალ „ოცნების ქალაქებს“ – მეთამბაქოეები

დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან შუახევის, ხულოს და ქედის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა თამბაქოზე აქციზის გადასახადს აპროტესტებს. მათი განცხადებით, აქციზის გადასახადი 1კგ თამბაქოზე საბაზრო ღირებულებაზე მაღალია. გლეხების თქმით, თუკი ეს რეგულაცია არ შეიცვლება და ისინი არ გათავისუფლდებიან აქციზის გადასახადისგან, თამბაქოს აღარავის მოიყვანს, ეს კი მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. „გამოდი!“ -ამ შეძახილებით …

სარეიდო ჯგუფი: საჯარო სამსახურები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს არღვევენ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 29 ივნისს, საზოგადოებრივი  ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა  თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ფარგლებში ბათუმში რამდენიმე კაფე-ბარი მოინახულეს. მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ზაფხულის სეზონზე კაფე-ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს კონტროლის კანონი ფაქტობრივად 100 % – ით სრულდება, თუმცა არასახარბიელო მდგომარეობაა საჯარო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში, „სადაც ცალკეული პირები, მათ შორის, სამედიცინო სფეროს …

5 000 ლარით დაჯარიმდება მედია, რომელიც მოწევის მავნებლობის ამსახველ პიქტოგრამას არ გამოიყენებს

„მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს“,  „თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს“ – მსგავს მესიჯებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის ან ხორხის კიბოთი დაავადებული ადამიანის გამოსახულებასთან ერთად იმ ფილმების, გადაცემების დასაწყისსა და ბოლოს მოისმენთ და ნახავთ, რომლებშიც სიგარეტის მოწევის კადრია ან თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქსესუარი. 2018 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის …

პიქტოგრამები, რომლებიც მედიაში, ფილმებში, თეატრებში სიგარეტის ჩვენებას უნდა ერთვოდეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები დაამტკიცა. ბრძანება 2018 წლის პირველი მაისიდან შევიდა ძალაში. [red_box]ბრძანების მიხედვით:[/red_box] №1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლი უნდა განთავსდეს ნებისმიერი სახის ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების, ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური …

თამბაქოს კონტროლთან და აღსრულების პირობებთან დაკავშირებით ბათუმში შეხვედრა გაიმართება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 23 მარტს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დასანერგად  იგეგმება შეხვედრა სასტუმროების, რესტორნების, ადგილზე კვებითი მომსახურეობის, სახელმწიფო სტრუქტურების, სავაჭრო ბიზნესისა და სხვა წარმომადგენლებთან. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები სტუმრებს გააცნობენ კანონმდებლობის ახალ დეტალებს და  აღსრულების პირობებს: „მათ ექნებათ საშუალება დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით“. …

სიგარეტის ნამწვავები მერიის საყვავილე ქოთანში

ეს ფოტოები ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეშია გადაღებული. კიბის მარცხენა მხარეს ყვავილის ქოთანში სიგარეტის და ნამწვავებიანი კოლოფებია ჩადებული. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სპეციალური მოსაწევი ადგილი გამოყოფილი, სხვა შემთხვევაში, საჯარო სივრცეში თამბაქოს მოწევა საერთოდ იკრძალება. „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის“ მიხედვით,  კანონდამრღვევი პირველ შემთხვევაში 5 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში …

რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში

ოთხსართულიან შენობაში, სადაც აჭარის სამინისტროებია განთავსებული, თითქმის ყველა სართულზე წააწყდებით გაფრთხილებას – „მოწევა აკრძალულია“. ნიშნების სიმრავლის მიუხედავად, სამი სამინისტროს დერეფნებსა და საპირფარეშოებში საჯარო მოხელეები სიგარეტს ეწევიან. ბათუმის მერიის შენობაში კი ე.წ. „მოსაწევი კუთხე“ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ჰოლშია მოწყობილი. დადგენილი წესის მიხედვით, საჯარო მოხელეები ღია სივრცეში, ამოსასვლელი კიბეების კუთხეში უნდა ეწეოდნენ, სადაც ერთი სანაგვე ურნა და …

Exit mobile version