„შევხვდებით მეორე ეტაპზე“ – ასე დაემშვიდობენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ შპს „ბათ ინვესტის“ დირექტორს სოფო ნებიერიძეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება შედგა. „ბათ ინვესტი“ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 -ში, სადაც ძეგლი უნებართვოდ დაანგრიეს, შვიდსართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ პროექტი ამჯერად მოიწონა. სხდომას საბჭოს ექვსი წევრი ესწრებოდა [სხდომას …
Tag Archives: ვაჟა-ფშაველას 13
„საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – მენაშენის მიმართვა ვაჟა-ფშაველას #13-ის თაობაზე ზონალურ საბჭოს
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სხვა სამშენებლო პროექტებთან ერთად 31 ივლისს ვაჟა-ფშაველას #13-ში კორპუსის მშენებლობის საკითხი განიხილა. ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას შპს „ბათ ინვესტი“ გეგმავს. კომპანიას, ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს და სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს. „ბათ ინვესტმა“ პროექტის …
ახალი კორპუსი ისტორიული სახლის ნაცვლად ვაჟა-ფშაველას 13-ში
„ამ ადგილზე რომ რაღაც უნდა აშენდეს, მე მივედი ამ პოზიციამდე ბევრი ფიქრის შემდეგ,“ – ეს ზაურ ახვლედიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზონალური საბჭოს სხდომის შემდეგ გვითხრა. საბჭოს სხდომაზე დღეს, 3 ივლისს, ვაჟა-ფშაველას 13-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენების საკითხი განიხილეს. კომპანიას, რომელმაც ამ მისამართზე ისტორიული სახლი 2015 წელს დაანგრია, საბოლოო პასუხი ვერ უთხრეს, თუმცა …
Continue reading “ახალი კორპუსი ისტორიული სახლის ნაცვლად ვაჟა-ფშაველას 13-ში”
ვაჟა-ფშაველას 13-ში ათსართულიანი სახლის პროექტი ზონალურმა საბჭომ არ შეითანხმა
ვაჟა-ფშაველას #13-ში შპს „ბათ ინვესტს“ ათსართულიანი სახლის მშენებლობაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა. საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათთვის აქ იმ მასშტაბის შენობის მშენებლობა მათთვის მიუღებელია, რაც კომპანიას აქვს წარდგენილი. დღეს ზონალურ საბჭოზე კომპანიის დირექტორთან ერთად ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ვაჟა-ფაშაველას #13-ში ცხოვრობდნენ და ინვესტორთან შეთანხმებით საკუთრება ახალი ბინების …
Continue reading “ვაჟა-ფშაველას 13-ში ათსართულიანი სახლის პროექტი ზონალურმა საბჭომ არ შეითანხმა”
ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ
შპს „ბათ ინვესტი“ ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს. „ბათ ინვესტმა“ ამჯერად პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ …
Continue reading “ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ”
ნიკოლოზ ანთიძე ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე: გარდაცვლილი უნდა დაკრძალო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ორსართულიანი სახლი მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია. საქმეს პროკურატურა იძიებს. რა არგუმენტები ჰქონდა და როგორ დაასაბუთა საბჭომ გადაწყვეტილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა. როგორ დაასაბუთა საბჭომ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13- სთვის ძეგლის სტატუსის …
ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს
ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, ამის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაადასტურა. „გადაწყვეტილება ეროვნული სააგენტოს საბჭომ მიიღო, ჩვენ პრაქტიკულად არარსებულ ძეგლს მოვუხსენით სტატუსი,“- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ „ბათუმელებთან“. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს …
Continue reading “ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს”
სააგენტომ ვაჟა-ფშაველას 13-ს შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოუხსნას
ვაჟა-ფშაველას 13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განიხილავს. სხდომა სააგენტოში გუშინ, 13 ივნისს, გაიმართა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის. მე-19 საუკუნეში აგებული სახლი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, 2015 წლის ნოემბერში უკანონოდ დაანგრიეს. კომპანია „სლავა 2015“ აქ ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდა. ისტორიული მემკვიდრეობის უკანონო დემონტაჟის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ …
Continue reading “სააგენტომ ვაჟა-ფშაველას 13-ს შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოუხსნას”
ვაჟა-ფშაველას #13-სთვის სტატუსის მოხსნაზე სააგენტომ უარი თქვა
ვაჟა-ფშაველას #13-ში დანგრეულ კულტურულ მემკვიდრეობის შენობას ისევ ძეგლის სტატუსი ექნება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უარი უთხრა კომპანია „სლავა 2015″-ს სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადების განხილვაზე. სწორედ ამ კომპანიამ დაანგრია მე-19 საუკუნეში აგებული სახლი 2015 წლის ბოლოს. „სააგენტომ ერთხელ უკვე განიხილა ამ კომპანიის განცხადება მიმდინარე წლის იანვარში. ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს, რის გამოც შეიძლებოდა …
Continue reading “ვაჟა-ფშაველას #13-სთვის სტატუსის მოხსნაზე სააგენტომ უარი თქვა”
ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, ოქტომბრამდე გადადო „მომავლის სახლის“ საჩივრის განხილვა. ამხანაგობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ისტორიული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა უნებართვოდ დაანგრია 2015 წლის ბოლოს. ამხანაგობა კი იმ ოჯახებს აერთიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ. პროცესის გადადების მიზეზი კომპანია „სლავა …
ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა
„თუ ძეგლის სტატუსი აღარ ექნება ვაჟა-ფშაველას 13-ს, მაშინ ეს დავაც აბსურდული გახდება,“ – მიმართა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს კომპანია „სლავა 2015“-ის იურისტმა, თამარ კახიძემ. აჭარის კულტურული მემკვდრეობის დაცვის სააგენტო ამჯერად კომპანიის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით იმის გამო ითხოვს, რომ უნებართვოდ დანგრეული ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ მომხდარა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მსჯელობს, კანონიერად მიანიჭეს თუ არა …
Continue reading “ვაჟა-ფშაველას 13-ში დანგრეული ძეგლი კომპანიამ არ აღადგინა – ორი სასამართლო დავა”
ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“
გამოძიებას 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე არაფერი დაუდგენია ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საქმეზე. ამასობაში „სლავა 2015“-მა სასამართლო დავა თავად დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. უკანონოდ დანგრეული ისტორიული სახლის ადგილზე, ვაჟა-ფშაველას 13-ში, კომპანია „სლავა 2015“ კორპუსის აშენებას ისევ გეგმავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კომპანია „სლავა 2015“ იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც 2015 წელს კომპანიას უარი უთხრა მშენებლობაზე აჭარის …
Continue reading “ახალი სასამართლო დავა ვაჟა-ფშაველას 13-ზე – „ძეგლიც აშენდება და კორპუსიც“”
ვაჟა-ფშაველას 13-ში მუშები გამოჩნდნენ
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, მუშები გამოჩნდნენ… საუბარია ადგილზე, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია “სლავა 2015”-მა გასული წლის ნოემბერში დაანგრია. მიმდინარე წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია “სლავა 2015” უკანონოდ მოწყობილი სამშენებლო ღობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. მაშინ კომპანიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ ქუჩას, რომლის ნაწილიც მშენებლობის დროს ჩამოინგრა, არ აღადგენდნენ, რადგან მათთვის სასამართლოს ეს არ დაუვალებია. ვაჟა-ფშაველას …
“სლავა 2015” კედლის აშენების უფლებას ითხოვს
კედლის აშენების მოთხოვნით ნებართვის მისაღებად კომპანიამ – “სლავა 2015” აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებისთვის “სლავა 2015”-მა უკვე გადაიხადა ჯარიმა – 10 000 ლარი. ორი კვირის წინ კი კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა უკანონოდ …
Continue reading ““სლავა 2015” კედლის აშენების უფლებას ითხოვს”
პრემიერ-მინისტრი ვაჟა-ფშაველას N13-ზე
„დიდი ბოდიში უნდა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ წერილს. რადგან თქვენ მომმართეთ, აუცილებლად გავეცნობი“, – ასე უპასუხა ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას – დაინტერესდა თუ არა პრემიერი აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას უკავშირდება. ამ პრობლემების შესახებ იმ ღია წერილშია საუბარი, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს …
ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც სამი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა დაანგრია, სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მერის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით მივიდა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებთან“ …
Continue reading “ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს”
ვაჟა-ფშაველას #13-ში საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები დაიწყეს
ბათუმში, ვაჟა ფშავალას #13-ში, სადაც კერძო კომპანიამ, “სლავა 2015”-მა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია, დღეს დილიდან შენობის საძირკვლის ჩამოსასხმელი სამუშაოები უკანონოდ განაახლა. “ბათუმელებმა” სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს. მირანდა ჩარკვიანმა თქვა: „ კიდევ ერთხელ გავაგზავნე შეტყობინება პოლიციის მესამე განყოფილებაში. სხვა ვერაფერს ვიზამ, საძირკველში ხომ ვერ ჩავწვები, რომ იქვე ჩამაბეტონონ”. ადგილზე …
Continue reading “ვაჟა-ფშაველას #13-ში საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები დაიწყეს”
მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო. მოითხოვს თუ არა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლის აღდგენას, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა? ამ და სხვა …
სლავა 2015-ის იურისტი: თუ ძეგლი იყო, სააგენტოს სასამართლოს მეშვეობით უნდა შეეჩერებინა დემონტაჟი
შპს “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისათვის – ამის შესახებ “ბათუმელებთან” კომპანიის იურისტმა, ნიაზ ხაბაზმა ისაუბრა. “არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო, ფასადის კედელი თავისით ჩამოინგრა. თუ ძეგლი იყო, დემონტაჟი უნდა შეეჩერებინა სააგენტოს სასამართლოს გზით”, – ეს კომპანიის არგუმენტებია. …
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა. „ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა ნიაზ ხაბაზმა უთხრა, რომ „სლავა 2015″ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. მისი თქმით, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შპს “სლავა” ამ ადგილას …
Continue reading “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს”
“არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო“ – კომპანიის არგუმენტი ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევაზე
სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს
დღეს, 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საკითხს განიხილავს. სასამართლო სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ოქმის შემდგენი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა, სამართალდამრღვევი კი – „სლავა 2015″, რომელიც ვაჟა-ფშაველას #13-ში შვიდსართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX …