ევროპის დღე ბათუმში – აქცია 17:00 საათზე ევროპის მოედანზე

„ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!“ – დღეს, 9 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით ევროპის მოედანზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო. ამის შემდეგ, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს გაწევრიანებისთვის. მათ შორისაა ადამიანის ძირითადი უფლებების გაუმჯობესება ქვეყანაში, მედიის, სასამართლოს …

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები შეიკრიბებიან

 ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. დღეს, 15 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ამ მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. „15 დეკემბერს საბოლოოდ დადასტურდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომელიც უდიდესი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან, ბელარუსებთან და მოლდოველებთან ერთად. …

მტვერი ევროპის მოედანზე – სამუშაოები წესების დარღვევით მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს. ქალაქის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილი ორ კვირაზე მეტია პერიოდულად მტვრის ბუღში ეხვევა. კომპანია, რომელმაც თითქმის მილიონ ნახევრიანი ტენდერი მოიგო, ღია სივრცეში სარემონტო სამუშაოების წარმოების წესებს არღვევს. კერძოდ, საწარმოს ნაცვლად ფილებს ევროპის მოედანზე ამუშავებენ. ევროპის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სამუშაოებს კომპანია „მონოლითი …

ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში ევროპის მოედანი ზაფხულში შეიძლება შემოღობონ და გადათხარონ – მერიამ დაგეგმა სამუშაოები, რაც მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ევროპის მოედანი, ტურისტული თვალსაზრისით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და ხალხმრავალი ადგილია; აქ ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და აქცია; მათ შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია აქ თითქმის ყოველდღიურად იმართება. ევროპის მოედნისა და აკაკი წერეთლის სკვერის რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო …

აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს. სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის …

ბათუმში, ევროპის მოედანზე „მედეას“ ძეგლიდან ფილები ჩამოცვივდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული „მედეას“ ძეგლი დაზიანდა. პიედესტალზე, რაზეც მედეას ქანდაკებაა, მარმარილოს ფილები მოირყა და ძირს ჩამოცვივდა. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ბათუმის მერიამ რკინის ღობით შემოსაზღვრა. როგორც „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, ფილების ჩამოცვენის მიზეზები დადგინდება და პიედესტალი თავიდან მოპირკეთდება. „15 წელია უკვე ეს ძეგლი დგას, მასალა გამომშრალია და შესაძლოა ამიტომ ჩამოცვივდა ფილები. ჩამოვიყვანეთ მერიის …

„გაიხსნას საზღვრები“ – ბათუმში აქციაზე ამჯერად კაზინოს თანამშრომლებიც გამოვიდნენ

„გაიხსნას საზღვრები“, „აღდგეს ფრენები“ – ამ მოთხოვნებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები საჭირო არ არის. „ჩვენი მოთხოვნაა გაიხსნას საზღვრები, აღდგეს ფრენები და შეწყდეს კარანტინი, რომელიც კორუფციის ბუდედ იქცა. ეს ასობით, ათასობით მოქალაქეზე აისახება. ჩვენ ვართ დასახელებული, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და არ ვხსნით საზღვრებს, ევროპის ჩრდილოეთ კორეად ვიქეცით… ჯერ კიდევ …

„შეიარაღებული ხალხი იქნება, შეგნებაც იქნება“ – „გირჩის“ საარჩევნო შეხვედრა ბათუმში

ბევრი ადამიანი არ შეკრებილა, მაგრამ ბევრი შეკითხვა დაუსვეს დღეს, 25 ივნისს, „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში მოედანზე შეკრებილებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს. „ჩვენ არ გვეყოლება კოორდინატორები და წარმომადგენლები საარჩევნო უბნებში… რასაც მივიღებთ, ეს იქნება ნატურალური ხმები,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მას ჰკითხეს, რატომ არ გეგმავს „გირჩი“ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას. „მხარდაჭერა ნაკლები …

„სირცხვილია“ – ბათუმში აქციაზე გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ

ბათუმში გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ. ევროპის  მოედანზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და ამბობენ, რომ გახარიას  გაპრემიერება დაუშვებელია. „არ ვარ პარტიული, ამ ნიშნით ნამდვილად  არ ვარ მოსული. მაღელვებს ის, რაც  მჭირს დღეს. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი ადამიანის გამო. ბრძანება შეიძლება გახარიას გაცემული არაა და ზუსტად იმიტომ დაგვისვა დღეს პრემიერად მისი თავი ივანიშვილმა, მაგრამ ამას  …

ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი ბათუმში კვირას გაიმართება

კვირას, 1 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი გაიმართება. “საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე,” – ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ტექსტში. ფლი მარკეტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გსურთ, თქვენც გაიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, საჭიაროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აღწერთ თუ რა ტიპის პროდუქციას გაიტანთ და ასევე …

„ნუ მესვრი“ – ბათუმში ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

„ნუ მესვრი“ – ამ სლოგანით დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტები ბათუმშიც შეიკრიბნენ. პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა ქალაქში აქციაზე გამოსული ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებენ. ჟურნალისტების დაშავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და …

„შეწყდეს ცხოველების წამება“ – საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე

„შეწყდეს ცხოველების წამება“ – ამ მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. გონიოს ხიდთან მდებარე ე.წ. „ბეიკერის ორმოს“ ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა დღეს ფეისბუქზე, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანების თქმით, უნდა გამკაცრდეს კანონი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცხოველებს და, მათ შორის, ძაღლებს აწამებს. ბათუმის მერიის სანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის, ნუგზარ ცეცხლაძის თქმით კი, …

„უსამართლო სისტემის მსხვერპლი არ უნდა ვიყოთ“ – მეთორმეტეკლასელების აქცია ბათუმში

სიტყვა „უსამართლობას“ დღეს, 29 იანვარს, ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ბათუმელი მეთორმეტეკლასები. ტრანსფარანტებზეც ასე ეწერათ: „სამართალი სახლში დაგრჩათ?“. იყო გაშარჟებული ვარიანტიც: „სამართალი თუ დაგრჩათ, თავი რატომ არ დაგრჩათ?“. ნახავდით შეფასებასაც – „სამინისტროში ოროსნები არიან“… აქციაზე შეკრებილი მოსწავლეები მთავარ აქცენტს გამოცდის ჩაბარებაზე კი არა, უთანასწორო გარემოზე აკეთებდნენ. ზოგიერთი მათგანის აზრით, საატესტატო გამოცდა უნდა იყოს კიდეც, …

სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე ბათუმში (ფოტო ამბავი)

ამ წუთებში ბათუმში, ევროპოს მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე შეგიძლიათ ადგილზე დააგემოვნოთ და შეიძინოთ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქტი. ფესტივალზე წარმოდეგნილია ეთნოგრაფიული ნიმუშები, – დაწნული კალათები, საქსოვი დაზგები, სოფლის ნალიის მინიატურა და ა.შ სასოფლო-სამეურნე პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს სხვადასხვა ფოკლორული ანსამბლის კონცერტი. ფესტივალზე დღის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მათთვის სპეციალურად მოწყობილ თივის …

ქრონიკულად გაჩერებული საათი ევროპის მოედანზე და მერიის დიაგნოზი

ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე საათი კვლავ გაჩერებულია. ბათუმის მერიის დიაგნოზი ასეთია: „საათს სჭირდება მოწყობილობა, რომელიც მას ელექტროენერგიას სტაბილურად მიაწვდის. ახლა დენის ძაბვის მცირე ცვალებადობისას დრო ირევა – შეიძლება ერთ დღეში გაჩერდეს, შეიძლება ერთ კვირას იმუშაოს და შემდეგ კვლავ ხელით დარჩეს დრო გასასწორებელი“. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ სპეციალისტი არკვევს, თუ რომელი მოწყობილობა მიესადაგება ამ საათს, …

რატომ მიესალმა აჭარის განათლების მინისტრი რუსულად ფესტივალის მონაწილეებს

„მე ქართულად დავიწყე მისალმება და თარგმანი რომ არ გაჭიანურებულიყო, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი რუსულად და მე მგონი პრობლემა არ არის“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებთან“. „ბათუმელების“ კითხვაზე, უნდა მიმდინარეობდეს თუ არა საერთაშორისო ფესტივალი რუსულ ენაზე იმ ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და თითქმის ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, საოკუპაციო …

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს, 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტიუმებით მსვლელობას მოაწყობენ. „29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“ – ნათქვამია Critical Mass Batumi-ს განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა. „არ ვასწრებთ ერთმანეთს, არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ, …

წინასაახალწლო ღონისძიებები ბათუმში

წინასაახალწლო ღონისძიებები ბათუმში, ევროპის მოედანზე მოეწყობა. აქ ხვალ, 12:00-დან 17:00 საათამდე საბავშვო-გასართობი კონცერტი გაიმართება. 18:00 საათზე წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება ბათუმის ბულვარშიც. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, გიორგი ბერიძე, ირაკლი გოგიტიძე და ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. დღის ბოლოს, ევროპის მოედანზე ნიაზ …

სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე

ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი: „სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ“. ოფიციალური ინფორმაციით, ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, …

როდის შეკეთდება შადრევანი ევროპის მოედანზე – მერიაში პასუხი არ აქვთ

ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედანზე მდებარე შადრევნის ნაწილი ჩავარდნილია. ბათუმის მერიაში ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი, როდისთვის მოხერხდება შადრევნის აღდგენა. „ველოდებით თოვლის გადნობას. თოვლმა დააზინა შადრევანი. ამჟამად მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვა“, – გვითხრა ალეკო თევზაძემ, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. მანვე განგვიმარტა, რომ მოედნების, სკვერების ან შადრევნების მოვლა-პატრონობისთვის ტენდერი არ გამოცხადებულა და სააგენტო თავისი რესურსით იღებს მათზე …

ევროპის მოედანი ბათუმში წინასაახალწლოდ

ხვალ 27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე საბავშვო კონცერტები გაიმართება. საბავშვო სტუდია „მულტი-პულტი“ თანამედროვე ცეკვების კონცერტს გამართავს. საღამოს ცოცხალი ბენდი  „Groove Phoenix“-ი დაუკრავს. 28 დეკემბერის სარამოს  ედიშერ ლომაძის ბენდი  „ჯეოპლანტი“ დაუკრავს. გაიმართება ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტიც. 29 დეკემბრის საღამოს კი ევროპის მოედანზე  ცოცხალი ბენდის „„Four Seasons“-ის კონცერტი გაიმართება. დღის განმავლობაში კი მოედანზე საბავშვო ღონისძიებებია დაგეგმილი. 30 დეკემბერს ევროპის …

„ოცნება“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება. კანდიდატების წარდგენა 20:00 საათზე გაიმართება. ევროპის მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის მოედანთან მემედ აბაშიძის გამზირი დღეს დილიდან გადაკეტილია:

შადრევანი ევროკავშირის დროშის გარეშე

ბათუმში, ევროპის მოედანზე არსებულ შადრევანში, ევროკავშირის დროშის შესაბამისად, ლურჯ ფონზე ვარსკვლავები იყო დახატული. რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა, მხოლოდ ცისფერი ფონი დარჩა, ვარსკვლავები კი აღარ არის. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შადრევნის რეკონსტრუქცია კერძო პირმა,  ბიზნესმენმა თენგიზ ბაკურიძემ განახორციელა. „შადრევანი ვინც გააკეთა, მანვე აიღო თავზე მისი შეღებვაც. როცა ხელმეორედ შეიღება, ევროკავშირის დროშა იქ აღარ მოიხატა. …

Exit mobile version