პესკოვი რუსეთში ინტერნეტის შეზღუდვაზე – „ახლა ასეთი დროა“

რუსეთში ინტერნეტის მიწოდება სრულად აღდგება მას შემდეგ, რაც შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე. „ცხადია, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს უხერხულობას უქმნის. მაგრამ ახლა ასეთი დროა. როგორც კი ამ ზომების საჭიროება გაქრება, [ინტერნეტის] მუშაობაც სრულად აღდგება და ნორმალიზდება“, – თქვა პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ინტერნეტი …

უკრაინაში ომის გაგრძელებაში პესკოვი ადანაშაულებს “ომის პარტიას” – ამ ტერმინს იყენებს „ოცნებაც“

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ „კიევის რეჟიმსა და ზელენსკის მშვიდობა არ უნდათ“ და „მათ ომის გაგრძელება სურთ“. პესკოვის თქმით, 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარმა სკანდალმა აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნება ვითარების დარეგულირება უკრაინაში. „ამ სიტუაციაში აშკარად არ იქნება საკმარისი ვაშინგტონის ძალისხმევა …

რა რეაქცია აქვთ კრემლში „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნებაზე

პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში დაბრუნება არის თურქეთის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა. რუსული პროკრემლისტური „რია ნოვოსტი“ პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნებაზე რუსეთს არავინ შეატყობინა. „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში გაშვებით თურქეთმა დაარღვია შეთანხმებები. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას ეს არავინ შეატყობინა“, – განაცხადა …

ყველაზე რთული დღეები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, გამარჯვებამდე ნახევარი გზა გავლილია – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმები უკრაინასთან მიმართებაში არ შეცვლილა – მას ისევ სურს უკრაინელების, როგორც ერის განადგურება. ამის შესახებ დანილოვი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს. დანილოვის შეფასებით, პუტინს ეს არ გამოუვა. დანილოვმა არსებული ვითარება შეაფასა და თქვა, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ნახევარი გზა უკვე გაიარა. თუმცა, …

ეს არ მოხდება – პესკოვი ზაპოროჟიეს ატომური სადგურიდან რუსების შესაძლო გასვლაზე

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის არმია არავითარ შემთხვევაში არ გავა. „არაა საჭირო რაღაც ნიშნების ძებნა იქ, სადაც ისინი არ არის და ვერც იქნება,“ – ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას იმის შესახებ, ემზადება თუ არა რუსეთის ჯარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. პესკოვს ეს შეკითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ უკრაინული სახელმწიფო …

ეს რუსეთის ტერიტორიაა – კრემლი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ აკეთებს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე კომენტარს არ გააკეთებს. „ჩვენ ამას უკომენტაროდ დავტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა,“ – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ჰკითხეს, აფასებს თუ არა მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ჩასვლას პროვოკაციად. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ხერსონში დღეს ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა. …

პესკოვი: სტოლტენბერგის განცხადება ნატოს უკრაინის მხარეს ბრძოლის დადასტურებაა

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, 12 ოქტომბერს, ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც იმის დადასტურება, რომ ნატო უკრაინის ომში იბრძვის კიევის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. Европейская правда 11 ოქტომბერს წერდა, რომ სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომზე ალიანსის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ „თუ …

კრემლი ირწმუნება, რომ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს ისევ დაიპყრობს

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი აუცილებლად „დაიბრუნებს“ უკრაინის მიერ გათავისუფლებულ იმ ტერიტორიებს, რომლებზეც „რეფერენდუმები“ ჩაატარა და რომლებიც პუტინმა „რუსეთს შეუერთა.“ პესკოვის კომენტარებს რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, ხომ არ არის შეუსაბამობა პუტინის განცხადებებსა და რეალობას შორის – რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ტერიტორიების შეერთება“ რუსეთთან – ეს სამუდამოა, მაშინ, როდესაც ამ …

პესკოვის შვილი კომისარიატში გამოცხადებაზე უარს ამბობს – მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ

„პოპულარული პოლიტიკის“ [არხი] წამყვანმა, დმიტრი ნიზოვცევმა პირდაპირ ეთერში პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილს ნიკოლაის, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლის სახელით დაურეკა და აცნობა, რომ მეორე დღეს, დილის 10 საათზე სამხედრო კომისარიატში უნდა გამოცხადდეს, რაზეც პესკოვის შვილი პასუხობს, რომ მისვლას არ აპირებს. „დილის 10 საათზე, ცხადია, ხვალ მე არ მოვალ. თუ ის იცით, რომ მე ბატონო პესკოვი ვარ, …

კადიროვის „უვადო შვებულება“ ჯერ არ დაწყებულა – კრემლის პრესმდივანი

რამზან კადიროვის ვიდეომიმართვას, რომელშიც ის „უვადო და ხანგრძლივ შვებულებაზე“ საუბრობს, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. „ნამდვილად ვნახეთ მისი შეტყობინება, თუმცა, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით, თუ მე სწორად მესმის, ეს ნათქვამი ჯერ არ შესრულებულა… ჯერჯერობით გამოვდივარ იქიდან, რომ ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას განაგრძობს,“ – განაცხადა პესკოვმა. 3 სექტემბერს ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ …

პესკოვმა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა უარყო

ვინიცის ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კიდევ ერთხელ უარყო, რომ რუსეთის არმია უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა პუტინმა, არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ძალიან მკაფიო ბრძანება უმაღლესი მთავარსარდლისგან – თავიდან აიცილონ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამიტომაც, ჩვენი შეიარაღებული ძალები მუშაობენ ძალიან ზუსტად, იყენებენ ზუსტი …

რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ურტყამს – კრემლი ოდესის დაბომბვის შემდეგ

კრემლმა პირველი კომენტარი გააკეთა სარაკეტო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც, ოდესის ოლქში,  პირველადი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ამჯერადაც ვლადიმერ პუტინის სიტყვები გაიმეორა. „მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რუსეთის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არ მუშაობენ,“ – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე …

Exit mobile version