„ოცნების“ დეპუტატი დეკლარაციაში ქონების ნაწილს მალავს – „გამჭვირვალობა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასისა და მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული 36.5 კვ.მ. სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში, ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში 135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე …

„ოცნების“ დეპუტატმა ბერაიამ ღირსების შემლახავი ფრაზებით მიმართა ქალ კოლეგას

„უსინდისო, სამარცხვინო, მატყუარა და უღირსი ადამიანი“, – ამ სიტყვებით მოიხსენია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ბერაის შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ გამიჯვნია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიას, რომელიც დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებდა, სიტყვით გამოსვლის დრო გაუგრძელა. „მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი …

დეპუტატმა ჯაფარიძემ თვითნებურად დაკავებული 1343 კვ.მეტრი მიწა დაირეგისტრირა თბილისთან

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლის ბოლომდე ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გრძელ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე დაემატა. ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის უმრავლესობის წევრია და „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. ის „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორია. ვიქტორ ჯაფარიძე მათ შორის არის, ვინც საქართველოს პარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან საქმეებს არჩევს და ამისთვის ხშირად თავის კოლეგებთან …

დეპუტატები აჭარიდან, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს

დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს რუსულ კანონპროექტს, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. არსებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი რეპრესიები განახორციელოს კრიტიკულ მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორზე. დღეს ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა აჭარის სამივე …

რატომ აჩენენ „ოცნების“ დეპუტატები და თანამდებობის პირები შვილებს ევროპასა და აშშ-ში

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში დასავლეთის ღია კრიტიკას არ ერიდებიან, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს, ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, საკუთარი შვილებისთვის მომავალს სწორედ დასავლეთში გეგმავენ. გუშინ, 14 დეკემბერს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა გავლენიანმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს …

100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები

2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია. გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, …

40 დღეა გვეუბნებიან, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის – პარლამენტარი სააკაშვილზე

“ყველანი, დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყოველდღიურად მისი კვდომის პროცესი, მოდის, მოდის, მოდის… Ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შიმშილობა აბსოლუტურად სხვა ფორმით მიმდინარეობდა, ის საკვებს იღებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამომდინარე აქედან  საკმაოდ სტაბილური იყო და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო,” – ეს განცხადება Საქართველოს პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.  პარლამენტარის …

ხვალ უმაღლეს საბჭოში კენჭს უყრიან ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას

13 აპრილს აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭს უყრის. დეპუტატები სხდომაზე ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან. საუბარია 6 დეპუტატზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოში „გაერთიანებული ოპოზიციის“ პროპორციული სიით მოხვდნენ, თუმცა მათ დეპუტატობაზე უარი თქვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2020 წლის 21 დეკემბერს, არჩევნების შემდეგ,  ექვსმა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს მიმართა. უფლებამოსილების შეწყვეტა …

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე …

დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს

„მადლობა“ – ეს სიტყვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 9 ივნისს, ალბათ ყველაზე ხშირად ისმოდა. მადლობა დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრეს იმისთვის, რომ უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში გადმოიტანეს, პანდემიის დროს გაწეული მენეჯმენტისთვის, ან, მაგალითად, შეურაცხყოფის ატანისთვის. მადლობა თორნიკე რიჟვაძემაც გადაუხადა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც დარბაზში დარჩნენ და კრიტიკული კითხები არ დაუსვამთ. დარბაზში მდუმარედ, რამდენიმე წუთით, თუმცა …

რას წერენ ფეისბუქში 20 ივნისის მოვლენებზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

20 ივნისის მოვლენებს – საპროტესტო აქციის დარბევას, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს, პარლამენტში შესვლის მცდელობას, ასეულობით ადამიანის დაშავებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების თვალის დაკარგვას, თუ ამ ამ დრომდე მიმდინარე საპროტესტო აქციას აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად არ გამოხმაურებია. დეპუტატები არც ფესბუქში აქტიურობენ. ისინი, ძირითადად, პირად ამბებზე წერენ, ან 20 ივნისის მოვლენებზე კახა კალაძის ფეისბუქლაივებს აზიარებენ. დეპუტატები მხოლოდ …

რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები

ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია. კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი …

ვინ იქნებიან ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით „ქართული ოცნების“ 8 დეპუტატი ეყოლება. ესენი არიან: დავით გაბაიძე [აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი] ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე]  ცოტნე ანანიძე [აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი] დავით თედორაძე [ბათუმის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან] ვლადიმერ მგალობლიშვილი [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] დავით ბაციკაძე [აჭარის უმაღლესი საბჭოს …

Exit mobile version