ბათუმში, ცენტრალურ პარკში არსებულ ზოოკუთხეში დათვის ორი ბელი აპრილის თვეში მიიყვანეს. როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ზოოლოგიური განყოფილების უფროსი, ამირან მურვანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ბელები აჭარის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა მოიყვანეს, თუმცა სად იპოვეს, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. ბელებს პატარა, მეტლახით დაგებულ ვოლიერში უწევთ ცხოვრება. ამირან მურვანიძის თქმით, ვოლიერები დათვებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ ამ ეტაპზე ბელების სხვაგან …
Tag Archives: დათვები
400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად
საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება. შესაბამისი კვლევის ჩატარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი 400 ათასი ლარით გამოაცხადა. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი. „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში …
Continue reading “400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად”
მტირალას ეროვნულ პარკთან დათვის ბელი იპოვეს
მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარედ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მურა დათვის ბელი იპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ მტირალას ეროვნული პარკი ავრცელებს. „გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაბრუნება ბუნებრივ გარემოში ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია, მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, დათვის ბელი ბათუმის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა“ – წერს მტირალას ეროვნული პარკი ფეისბუქზე. დათვები ზამთრის პერიოდში შობენ …
Continue reading “მტირალას ეროვნულ პარკთან დათვის ბელი იპოვეს”
დათვმა ბოსლიდან ძროხა გაიტაცა – კაცი შუახევიდან
შუახევში მცხოვრები ტარიელ დიასამიძე ამბობს, რომ დათვმა მისი ბოსლიდან ძროხა გაიტაცა. შემთხვევა წელს, სექტემბერში მოხდა, თეთრობის მთაზე მდებარე იალაღზე, სადაც ტარიელის ოჯახი 5 სულ საქონელს უვლიდა. „იმ ღამეს წამოსული ვიყავით, ღამე დამირეკეს მეზობლებმა, ასეაო… ავედი და ვნახე, კარები გატეხილი იყო, ძროხა გამოეყვანა და წაეყვანა. ყველაზე კარგი და დიდი რომელიც იყო, ის წაიყვანა. მეზობლებმა დაინახეს, ატეხეს …
Continue reading “დათვმა ბოსლიდან ძროხა გაიტაცა – კაცი შუახევიდან”
2 ქალსა და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ – სოფელი დაბაძველი
შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს. 74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს. „გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა …
Continue reading “2 ქალსა და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ – სოფელი დაბაძველი”
შუახევში მოქალაქემ დათვის ბელები იპოვა
შუახევის მუნიციპალიტეტში, გზისპირას, მოქალაქემ დათვის ორი ბელი იპოვა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დარეკა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შუახევში ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული …
„დათვი ბელებს არ ტოვებს, ბრაკონიერი მარტივად კლავს მას, შეშინებული ბელები კი მიჰყავს სახლში“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყიდან გარეული ცხოველების გამოყვანის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. „მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეულ ცხოველთა ნაშიერების ტყიდან გამოყვანით ეს ცხოველები ძირითადად სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არიან განწირულნი. ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს; ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან. გარეულ ცხოველთა ადგილი …
რატომ გამოდიან მგლები და დათვები მოსახლეობის ნაკვეთებში
აჭარის სოფლებში მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთებში დათვი შეეჩვია. რატომ გამოდიან მტაცებელი ცხოველები დასახლებულ პუნქტებში, უქმნიან თუ არა საფრთხეს ადამიანს და როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენს თხილის ბაღს ან სიმინდის ყანას დათვი შემოეჩვია? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორს, ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძეს ესაუბრა: „აჭარაში ფართოდაა გავრცელებული, როდესაც დათვები თხილის ბაღებში ან სიმინდის ყანებში …
Continue reading “რატომ გამოდიან მგლები და დათვები მოსახლეობის ნაკვეთებში”