84 წლის კაცის 13-წლიანი დავა მთავრობის წინააღმდეგ გონიოს მიწებზე – რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

ბათუმელმა ლადო მჟავანაძემ 13-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ სასამართლო დავა მთავრობას უზენაეს სასამართლოში მოუგო. 84 წლის ლადო მჟავანაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გონიოს დასახლებაში კიდევ 83 ოჯახზე აისახება. საუბარია ბათუმში, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 84 ოჯახს 1986 წელს გადასცეს, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, …

სამინისტრო გონიოში 48 ჰექტარ მიწას აუქციონზე გასაყიდად გაიტანს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებს წლის ბოლომდე აუქციონზე გაიტანს. ამის შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გონიოს განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა. „ავიღეთ პოლიგონის მარცხენა მხარე, რომლის დაგეგმარებასაც ვაპირებთ. ახლა აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც გლობალურ დაგეგმარებას გააკეთებენ. არ არის ადვილი …

აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის

აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვში, ზღვასთან ახლოს, 363 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 21 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი. მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო წინადადებად ჩაითვლება გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, გასაყიდ ფართობზე ჩაქვში, …

რას აპირებს ბათუმის მერია გონიოს მიწებზე

„ბათუმის მერიას არ გაუგზავნია სარჩელი სააპელაციო სასამართლოში“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში მას შემდეგ, როცა გონიოელებს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი შეხვდა და მათ სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის გამოხმობას დაჰპირდა. საპროტესტო აქცია გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან დღეს, 14 ივნისს გამართეს. მათი მოთხოვნა იმის გარკვევა იყო, ასაჩივრებდა თუ არა მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მერიის მიწის …

მიწის კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელმაც გონიოელებს 2010 წელს მიწები ჩამოართვა

ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე დავით ოქრაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. დავით ოქრაძე მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო აქამდე. იგი ასევე არის მერიის ქალაქგეგმარების და ურბანული განყოფილების უფროსი. დავით ოქრაძე 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. 2017 წლის 11 აპრილს მან „ბათუმელებს“ …

არ მინდა ისევ გაუგებრობაში მოვხვდე – მიწის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გონიოს მიწებზე

თუკი სასამართლო გადაწყვეტილებას გონიოში მიწების დაკანონების შესახებ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისია არ გაასაჩივრებს, კომისიამ ხელახლა უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ოქრაძეა. ის 2010 წელს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წევრი იყო და ხელი მოაწერა ასობით გონიოელისთვის მიწის საკუთრების ჩამორთმევას. მას შემდეგ, რაც გონიო ბათუმის საზღვრებში შემოვიდა, გონიოშიც თვითნებურად დაკავებული …

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 31 მარტს, უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს მიწის საკუთრების დაკანონებაზე უარი ეთქვათ. „მე მითხრეს უარი იმ მიზეზით, რომ სასამართლოს ჰქონდა განხილული ჩემი შემთხვევა, თუმცა საკუთრების კომისიას არაფერი უკრძალავდა, ხელახლა შეესწავლა ჩემი საქმე. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გაჩნდება პოლიტიკური ნება და ისევ არ გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – …

გონიოელთა სასამართლო დავა მიწებზე

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ოთხი გონიოელის სარჩელს განიხილავს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ. მოსარჩელეები სექტემბერში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც გონიოელების ნაწილს საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრეს. საუბარია გონიოში 2008 წელს 271 ოჯახისთვის მიწების მასობრივად ჯერ გადაცემასა და რამდენიმე თვეში ჩამორთმევაზე. ბათუმის საკრებულოს მიწის კომისიამ ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია გასული წლის …

მერია 100-მდე გონიოელს მიწას საიდუმლოდ აძლევს

მერიამ 98 გონიოელს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება აღუდინა. ამის შესახებ იმ გადაწყვეტილებაში წერია, რომელიც მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო. კომისიის სხდომა 16 სექტემბერს ჩატარდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ სხდომის და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მერიას საზოგადოებისთვის არაფერი უცნობებია. სხდომის ოქმი ასევე არ იძებნება ბათუმის მერიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მიწის საკუთრება იმ გონიოელებს აღუდგათ, …

ლევან კინწურაშვილი: ველოდი, რომ სასამართლოში გვიჩივლებდნენ

ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე გონიოელების მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას გამოეხმაურა. „ამას ველოდი. ჩვენი გადაწყვეტილება არის ახალი გარემოება გონიოელებისთვის, რომ მათ სასამართლოში დავა განეახლებინათ“ – ამბობს ლევან კინწურაშვილი. 60-მა გონიოელმა სასამართლოში სარჩელი ბათუმის საკრებულოს წინააღმდეგ დღეს შეიატანა. გონიოელების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველო” დაიცავს. სარჩელის მოთხოვნა საკრებულოს საკუთრების კომისიის 27 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად …

რა რეაგირება მოჰყვება აჭარის მთავრობის სახლთან უკანონოდ დაშლილ აქციას

„წინადღით მე გავაკეთე პოზიტიური კომენტარი და აქცია არ უნდა მოყოლოდა მაგას“, – უთხრა „ბათუმელებს“ არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის სახლთან დაშლილი აქციის მონაწილეები და უფორმო პოლიციელების მიერ დაკავებულები სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გაუწევს. სახალხო დამცველის შეფასებით, გასულ კვირას აქციის დაშლას ბათუმში ლეგიტიმური საფუძველი არ ჰქონდა. „მნიშვნელოვანია ამ კუთხით …

აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი დასრულდა

22 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს, 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ გაფრთხილება მისცა აქციის მონაწილე – გურამ მიქელაძეს. პოლიციელეთა ჩვენებების მიხედვით, იგი შეგნებულად დაწვა გზის სავალ ნაწილზე და ავტომანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. დაცვის მხარეს გურამ მიქელაძის …

საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე

ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ ბათილად გამოაცხადა ხელვაჩაურის საკუთრების კომისიის ის ოქმი, რომლის მიხედვითაც, გონიოში 271 ოჯახს მიწის საკუთრების უფლება 2010 წელს ჩამოართვეს. „კომისიამ მიიჩნია, რომ საკუთრების ჩამორთმევა მოხდა არა კანონმდებლობით გამყარებული საფუძვლებით, არამედ ხელოვნურად გამოგონილი მიზეზებით” – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილმა. „გილოცავთ ყველას, ჩვენი მოთხოვნა შესრულებულია“ – უთხრა შეხვედრიდან გამოსულმა …

საია: პირველადი მონაცემებით საპროტესტო აქცია უკანონოდ დაშალეს

საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. “იასონ პაქსაძე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის” – უთხრეს “ბათუმელებს” შსს-ს პრესსამსახურში. პოლიციელების მოქმედებას გონიოელების საპროტესტო აქციაზე უკანონობად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: “პირველადი მონაცემებით, შეკრების დაშლა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ხელშეშლა პოლიციელების მხრიდან ამ ფორმით იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და უკანონო. ამ ვითარებაში პირის დაკავებაც, დიდი ალბათობით, …

გონიოელები: თუ მიწას არ დაგვიბრუნებენ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შევეკვრებით [ვიდეო]

გონიოს მოსახლეობა, რომლებიც ბოლო 5 დღეა ბათუმის მერიასთან ღამისთევით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. იქ შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობამ მათ არავითარი ყურადღება არ მიაქცია, ამიტომ იძულებული არიან აჭარის მთავრობას მიმართონ დასახმარებლად. საპროტესტო აქციის დაწყების ეტაპზე ბათუმის საკრებულომ დაანონსა, რომ გონიოს მიწების საკითხზე იმსჯელებდა 21 ივნისის შესაბამისი კომისიის …

გონიოელები საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობასთანაც გამართავენ

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გაიმართება ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა, სადაც გონიოელების სადავო მიწის საკითხი უნდა გადაწყდეს. კომისიის თავმჯდომარე, ლევან კინწურაშვილი 15 ივნისს დაჰპირდა მოსახლეობას, რომ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 21 ივნისს მიიღებდა. გუშინ საკრებულოში არც კომისიის სხდომა გამართულა და არც განმარტება გაუკეთებია ვინმეს, თუ რატომ ვერ შედგა სხდომა, ან როდის შეიკრიბება კომისია. გონიოელებმა …

რა ელის გონიოს ციხის არქეოლოგიურ ზონას, თუ ის მოსახლეობის საკუთრებაში გადავა

მიწის ნაკვეთების უმრავლესობა, რომელზეც გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ სამშაბათს, 21 ივნისს უნდა მიიღოს, გონიოს ციხის არქეოლოგიური დაცვის ზონაში მდებარეობს. კანონი „კულტურული მემკვდირეობის დაცვის შესახებ“ კრძალავს ნებისმიერი სახის მშენებლობას არქეოლოგიურ ზონაში [ციხის გალავნიდან 500 მეტრის რადიუსი] მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მისი მესაკუთრე. უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არქეოლოგიური კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა გონიოელები ამბობენ, რომ მათ სახლების …

ბათუმის საკრებულო: 271 ოჯახიდან უმრავლესობას მიწა დაუბრუნდება

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათილად იქნას ცნობილი ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები, რითაც გონიოელებს მიწის საკუთრება ჩამოართვეს” – აცხადებს ლევან კინწურაშვილი, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მან დღეს საკრებულოს შენობასთან მჯდომარე აქციაზე მყოფ გონიოელებს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მომავალი კვირის სამშაბათს გააფორმებს. მისი განმარტებით, დეტალურად უნდა გაიწეროს ის …

ბათუმის საკრებულო გონიოელების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

„პროტესტი მათი უფლებაა და თუ სურვილი აქვთ, ბრძანდებოდნენ იქ. მე მათ თავიდან ბოლომდე გავაცანი ის პროცედურა, რასაც კომისია დღეის მდგომარეობით გადის. პრაქტიკულად დასასრულის პირას ვართ მისულები“, – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ. ის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც  გონიოელები საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილი …

Exit mobile version