ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს. სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს …
Tag Archives: გოგოლის ქუჩა
„ოზთურქის ბინების“ მოქალაქეებისგან დასაცავად ბათუმის მერია ორ თვეში 186 930 ლარს გადაიხდის
ბათუმის მერია გოგოლის ქუჩაზე მდებარე, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული ქონების დასაცავად დაცვის პოლიციას 186 ათას 930 ლარს გადაუხდის. მერიის ინფორმაციით ,ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გასაფორმებლად თანხმობის მისაღებად ბათუმის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი კორპუსებიდან იქ შესახლებული პირები უნდა გაიყვანონ, უნდა გაათავისუფლონ ერთ-ერთი …
ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა
დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციას მართავენ, ნინო ნიჟარაძე მივიდა, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი. მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას ამ ბინების გადაცემას სთხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია …
Continue reading “ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა”
„პურის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს, არც წამლის“ – უსახლკარო გოგოლის ქუჩიდან
„პურის შემოტანის უფლება არ მოგვცეს, არც წამლის,“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმელებს“ დღეს, 27 იანვარს, დილით დაუკავშირდა. ის დაახლოებით 12 დღის წინ შევიდა თვითნებურად გოგოლის ქუჩაზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ერთ-ერთ კორპუსში. ოზთურქისთვის ჩამორთმეულ და უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემულ კორპუსებთან მესამე დღეა დაცვის პოლიციაა და შენობაში სხვებს აღარ უშვებენ. მარინა ღოღობერიძე შენობაში შვილთან და რძალთან …
Continue reading “„პურის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს, არც წამლის“ – უსახლკარო გოგოლის ქუჩიდან”
გალიფ ოზთურქს ბათუმში 9 კორპუსი ჩამოართვეს, რა ელის გოგოლის ქუჩაზე აშენებული ბინებს
ბიზსნესმენ გალიფ ოზთურქს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. დღეს, 24 იანვარს, კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ნარკოდანაშაულის საქმეზე საპროცესო გაუფორმეს და 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში …
ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ
ბათუმის საკრებულო ბათუმში, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებას გეგმავს. საკითხს ქალაქის საკრებულო 2025 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს. გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალონ, წმინდა სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გრძელდება და მისი სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ეს მონაკვეთი ბონის დასახლებას ბარცხანასთან აკავშირებს. ქუჩის ამ მონაკვეთის …
Continue reading “ბათუმში გოგოლის ქუჩის ნაწილს გიორგი ცაბაძის სახელს დაარქმევენ”
რა დადგინდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე – 2 წლის შემდეგ
რა გაირკვა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა დღეს, 30 მაისს, დაუსვა ბათუმის მერიას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს და კომპანიას, რომელმაც 9 კორპუსი შუა ქალაქში უკანონოდ ააშენა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი ვერ გვიპასუხეს, რის გამო არ განიხილა ამ დრომდე და თითქმის ორი წლის …
Continue reading “რა დადგინდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე – 2 წლის შემდეგ”
რას ნიშნავს, როცა ბათუმში უკანონო კორპუსების მშენებლობას სასამართლოც ვერ აჩერებს
ზუსტად ორი თვის წინ, 2021 წლის 17 დეკემბერს აცნობა ბათუმის მერიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ კორპუსების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ სრულდება. სახელმწიფო უწყებები, რომელთაც კანონი ავალებთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ან რეაგირებას გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, უბრალოდ დუმილს არჩევენ, …
Continue reading “რას ნიშნავს, როცა ბათუმში უკანონო კორპუსების მშენებლობას სასამართლოც ვერ აჩერებს”
„ჩვენ ვიცით რა შენდება“ – რიჟვაძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე
„კანონი არის ალბათ შესაცვლელი,“ – გვიპასუხა დღეს, 20 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელსაც ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე ვკითხეთ. უკანონო მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე ახლაც [14:00 საათი] გრძელდება, ოპოზიცია აქციას მართავს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ დაგვიკონკრეტა, როგორ მოახერხა ბიზნესმენმა ქალაქში 7 კორპუსის, პრაქტიკულად ერთი უბნის უკანონოდ აშენება და რატომ ვერ აჩერებს ამ უკანონობას ქალაქის …
Continue reading “„ჩვენ ვიცით რა შენდება“ – რიჟვაძე ბათუმში 7 კორპუსის უკანონოდ აშენებაზე”
გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი დაიხარჯება
გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამმართველომ ხელშეკრულება შპს „ბომონდი-2009“-სთან 2 582 697 ლარზე გააფორმა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შესრულდეს გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [წმ. დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის (ყოფილი მაიაკოვსკის) ქუჩიდან ი. ნონეშვილის ქუჩამდე] კეთილმოწყობის სამუშაოები, გოგოლის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულების ვადაა …
Continue reading “გოგოლის ქუჩისა და ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციისთვის 2,5 მილიონი დაიხარჯება”
ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება
ბათუმში, გოგოლის ქუჩის მონაკვეთის [მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე], აქვე არსებული ხიდისა და ე.წ. „ბარცხანის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 718 690 ლარით ტენდერია გამოცხადებული. პროექტის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ამ მონაკვეთში არსებული ფილების ნაცვლად დააგებენ ასფალტის საფარს, მოაწყობენ ბორდიურებსა და ტროტუარრბს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე ბარცხანაზე არსებულ ხიდს. კონკრეტულად ქუჩის ამ მონაკვეთისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 …
Continue reading “ბარცხანაში გადასასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაციაში 2,7 მილიონი დაიხარჯება”
ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ეს არის გოგოლის ქუჩის მონაკვეთი – წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე. გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტში 1 475 804 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ბათუმის მერია ტენდერით გამარჯვებულს შეარჩევს. ტენდერი ჯერ მერიას არ გამოუცხადებია. გოგოლის ქუჩის ეს …
Continue reading “ბათუმში ბონი-ბარცხანის დამაკავშირებელი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება”
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა ერთი თვით შეჩერდება
მერიის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში (5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე) გოგოლის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მოძრაობის შეზღუდვა უკავშირდება კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. „სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით – მაიაკოვსკის, ნონეშვილისა და შინდისის ქუჩების გავლით და პირიქით. აღნიშნული შეზღუდვა პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება. გოგოლის ქუჩაზე ხორციელდება წყალარინების 400 მმ საწნევო მილის მოწყობა, რომლის …
Continue reading “ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა ერთი თვით შეჩერდება”
ივლისში ესტაკადის გახსნის შემდეგ ბათუმში მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიზღუდება
ბათუმის პორტთან მშენებარე ესტაკადის გახსნის შემდეგ მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში. ესტაკადა ავტომანქანებისთვის პირველ ან 2 ივლისს გაიხსნება, ივლისის შუა რიცხვებიდან კი მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. „მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიას კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილი ჰყავს. წყლისა და კანალიზაციის ახალი ქსელის მოწყობა და …
Continue reading “ივლისში ესტაკადის გახსნის შემდეგ ბათუმში მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიზღუდება”
შეაფერხებს თუ არა ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა კოლექტორის მშენებლობას გოგოლის ქუჩაზე
ბათუმში ესტაკადის მშენებლობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა, – გოგებაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩაზე გასვლა აიკრძალა. შესაბამისად, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ავტომანქანები მაიაკოვსკისა და ერისთავის ქუჩებიდან თამარ მეფის გამზირზე გავლენ შემდეგი მარშრუტით: გოგოლის ქუჩა -> ნონეშვილის ქუჩა -> ბარცხანის ხიდი -> თამარ მეფის გამზირი [ცენტრალური მაგისტრალი]. აღნიშნულით კიდევ უფრო დაიტვირთა გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის …
ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს
ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] 20-25 დღით მაინც უნდა გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილია ჩასადები, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია გზის დროებით გადაკეტვაზე თანხმობას არ იძლევა. „ვერ კეტავენ, საპატრულოში აცხადებენ – იმდენად დიდი ნაკადია ტრანსპორტის ამ მონაკვეთში, რომ ეს ფიზიკურად …
Continue reading “ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს”
გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილამდე] შესაძლოა 20-25 დღით გადაკეტონ
ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] შესაძლოა 20-25 დღით გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილი უნდა ჩაიდოს, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. სამუშაოები ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა, საპატრულო პოლიციამ „სეზონზე გადატვირთული მოძრაობის გამო“ მშენებელ კომპანიას სამუშაოების ჩატარების [გზის გადაკეტვის] უფლება არ მისცა. „15 სექტემბრის შემდეგ, …
Continue reading “გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილამდე] შესაძლოა 20-25 დღით გადაკეტონ”
იგეგმება თუ არა ახალი გზის მშენებლობა და ოჯახების ასახლება „ბონი-გოროდოკის“ უბანში
ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება იქნება აუცილებელი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანში ახალი გზის მშენებლობა არ განიხილება, მეტიც, აქ არც …