ბათუმის მერიის „დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს“ – რატომ არ ჩანიშნეს გენგეგმის საჯარო განხილვა

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] ანგარიშის განხილვის პროცედურას გარემოს ეროვნული სააგენტო შეწყვეტს. მიზეზი, როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ისაა, რომ ქალაქის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებაც“. თუმცა, ბათუმის მერის მიერ სააგენტში გაგზავნილ …

რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] განხილვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაც და გარემოს ეროვნული სააგენტოც, გარემოსდაცვით კანონმდებლობას არღვევენ. საქმე ისაა, რომ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს …

ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება

ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი უკვე დაიწყო, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს ის პერიოდია, როცა ფრინველები გამოსაზამთრებლად ემზადებიან, ტოვებენ ევრაზიის ქვეყნებს და ბათუმის სამიგრაციო დერეფნით აფრიკისკენ მიფრინავენ. ამ პერიოდში ბათუმს სხვადასხვა სახეობის მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველიც გადაუფრენს. ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას. ფესტივალი კი …

რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

ბათუმის გენგეგმა, რომლის შემუშავებაც ქალაქის მერიამ 2021 წელს დაიწყო და ახლა დამტკიცებულიც უნდა ყოფილიყო, მორიგ ეტაპს გადის. ამ პერიოდში კი ქალაქში დაიწყო ან დაანონსეს ისეთი პროექტები, რომლებიც გენგეგმის კონცეფციაში ასახული არ იყო. ამ პროექტებიდან ზოგი ამჯერადაც არ არის ასახული გენგეგმის პროექტში. მაგალითად „მსხვილი არაბული ინვესტიცია“ გონის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ადგილზე. საუბარია 258,8 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც …

რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებებში, მახინჯაურში და მწვანე კონცხზე – ქვეითებისთვის სარკინიგზო გადასასვლელები მოუწესრიგებელი და საფრთხის შემცველია. ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, რასაც ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. 13 აგვისტოს, ბათუმში, მწვანე კონცხზე, თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა. ამ თემაზე: რა ხდება ადგილზე, სადაც მატარებელი მოზარდ გოგოს დაეჯახა რკინიგზის, …

სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია

ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაფართოების შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის საზღვრების კორექტირების საკითხი. ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური სამუშაო ჯგუფებიც კი შექმნეს და „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ. საზღვრების საკითხს გვერდი ვერც ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ აუარა. როგორ განვითარდეს ბათუმი – არსებულ, თუ შეცვლილ საზღვრებში? – ამ მხრივ გენგეგმის სამუშაო ვარიანტი ბათუმის მერიას რამდენიმე ალტერნატივას …

რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია

ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ საცობების, პარკინგის ადგილებისა და დაურეგულირებელი მოძრაობის პრობლემა ბათუმში კვლავ გამოწვევად დარჩა. იგივე შეიძლება ითქვას წინა და იმის წინა არჩეულ მერებზეც. ამომრჩეველს დაჰპირდნენ, გეგმა შეიმუშავეს, ბევრჯერ განიხილეს, ბევრი შეხვედრა მოაწყვეს, რეკომენდაციები მიიღეს და დოკუმენტიც შექმნეს, თუმცა არანაირი შედეგი. ბათუმში არამხოლოდ ტროტუარები და ველობილიკებია მანქანებით სავსე, არამედ უკვე …

„მოუთვინიერებელი“ ზღვა და ნაპირდაცვა ბათუმის გენგეგმაში – რას ითხოვს სააგენტო მერიისგან

2024 წელს ბათუმი ისევ გენგეგმის გარეშე ხვდება. ამ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და 1 235 371 ლარიც დახარჯულია. დოკუმენტის მომზადებაზე კი, ქალაქის მერიას ხელშეკრულება 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით ამჯერად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის მომზადების ეტაპია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 25 …

რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?

ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს. სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი …

ბათუმის მერიამ გენგეგმის პირველი ეტაპი ჩაიბარა – რა წერია დოკუმენტში

ბათუმის მერიამ გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის პირველი ნაწილი ჩაიბარა. როგორც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განგვიმარტეს, განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  საბაზისო მონაცემები შეაგროვა. „ასევე დასრულდა ინდიკატორების სისტემის სამუშაო ვერსიის შემუშავება. წარმოდგენილია განაშენიანების დეტალური გეგმის კვლევები – შენობების მდგომარეობა კვარტლების მიხედვით და ასე შემდეგ“, – მოგვწერეს მერიიდან. დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მერიაში …

რა ბედი ეწია ბათუმის ბულვარის გენგეგმას

ბათუმის ბულვარის გენგეგმის საბოლოო ვარიანტი ჯერ ისევ არ არის მზად. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს თებერვლის ბოლოს. ამის შემდეგ დოკუმენტი უნდა გაასაჯაროონ. ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა ცვლილებები შევიდა დოკუმენტის პირველად ვარიანტში. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შენიშვნების ნაწილი შპს „ბაუ დიზაინმა“ [მიმწოდებელი კომპანია] გაითვალისწინა, რამდენიმე შენიშვნის შეტანაზე კი უარი თქვა. …

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე წინადადებების მიღება დაიწყო – კონკურსი 2,1 მილიონი ლარით

ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კომკურსში წინადადებების მიღება დღეს, 27 მაისს დაიწყო. საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის პირველი ივნისის 13:30 საათამდე გაგრძელდება. მერიამ კონკურსი ხელახლა, 14 აპრილს გამოაცხადა, ვინაიდან წინა ტენდერი შეწყვიტა. მერიამ ეს პანდემიის გამო კომისიაში სპეციალისტების ჩართულობის პრობლემით ახსნა და კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ოქმში ჩაწერა, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, …

მერიის ხელახალი კონკურსი ბათუმის გენგეგმის შედგენაზე 2,1 მილიონი ლარით

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ შემუშავებაზე მერიამ კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 118 640 ლარია გამოყოფილი. კონკურსში წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება. საკონკურსო დოკუმენტაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი მერიამ 2021 წლის 26 თებერვალს შეწყვიტა. ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებული …

მცირე დაშორებები სახლებს შორის და სხვა საკითხები – რეკომენდაციები ბათუმში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე

დღეს, 29 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე რეკომენდაციები USAID-ის სპეციალისტმა, არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ წარადგინა. ბათუმს ქალაქმშენებლობის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებია ქალაქის განაშენიანება წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს ნაწილობრივ ან სულ არ ექვემდებარება. მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი ზონირების სახეობებს …

Exit mobile version