დღეს, 14 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან სუვენირებით მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. სუვენირებით მოვაჭრეები ითხოვენ, რომ მერიამ კვლავ მისცეს მათ ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება. მათივე თქმით, მერია მოვაჭრეებს ახალ ბულვარში სთავაზობს სავაჭრო ადგილებს, რასაც ისინი არ თანხმდებიან. მათი თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სუვენირებით ვაჭრობის პირობები არ არის. „შემოგვთავაზეს 30 ობიექტში. 10 ობიექტი ისეთ …
Tag Archives: გარემოვაჭრეები
გარემოვაჭრე 500 ლარით მერიამ დამსახურებულად დააჯარიმა – სასამართლო გადაწყვეტილება
დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გარემოვაჭრე მზევინარ ქარცივაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 152-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმეს. მოქალაქე ფალავანდიშვილის ჩიხში წინდებით, ხელსახოცებითა და სხვა წვრილმანი საქონლით ვაჭრობდა. მოსამართლე კობა გოცირიძემ მიიჩნია, რომ ის საზოგადოებრივ სივრცეში მოძრაობას ზღუდავდა. კობა გოცირიძემ პროცესზე აღნიშნა, რომ პირველ ჯერზე მოვაჭრე მან „შეიცოდა“ და გაფრთხილებით შემოიფარგლა, მაგრამ სამართალდარღვევის მეორე შემთხვევაში 500 …
Continue reading “გარემოვაჭრე 500 ლარით მერიამ დამსახურებულად დააჯარიმა – სასამართლო გადაწყვეტილება”
რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა
„გონებაში მუდმივად ვალაგებდი, როგორ დამესვა კითხვა, რა მეკითხა, როგორ დამელაგებია სიტყვები…“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი. ის გარემოვაჭრეა და 9 ივნისს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა. გარემოვაჭრეს სავარძელი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მას შემდეგ დაუთმო, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გარემოვაჭრეებს სხდომაზე დასწრებაზე უარი უადგილობის გამო უთხრა. 9 ივნისს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს თორნიკე რიჟვაძე აბარებდა, …
Continue reading “რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა”
ბათუმში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ
ამ წუთებში გარემოვაჭრეები ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ცდილობენ ვაჭრობის განახლებას, თუმცა მათ მუნიციპალური ინსპექცია ამის უფლებას არ აძლევს. ინსპექციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მოვაჭრეები ქუჩის სავალ ნაწილს ჩაკეტავენ, მათ დააჯარიმებენ. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ მათ საარსებო წყარო აღარ აქვთ და თუ არ მისცემენ ვაჭრობის საშუალებას, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. „დახლი იქირაონ, შევიდენ …
Continue reading “ბათუმში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ”
„თავი კრიმინალები გვგონია“ – გარემოვაჭრეები სტარტზე
2019 წლის დასაწყისში მერიის გადაწყვეტილებით ბათუმში წერეთლის ქუჩიდან გარემოაჭრეები გაიყვანეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამი დღის მანძილზე ისინი მერიასთან იყვნენ შეკრებილნი და ითხოვდნენ უფლებას, ისევ ევაჭრათ წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საბოლოოდ, შეთანხმების შედეგად, ისინი მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის შენობაში გადავიდნენ, სადაც მათ მერიამ სავაჭრო დახლები გაუმზადა. [gray_box]რა ვითარებაა ახლა?[/gray_box] მოვაჭრეების უმეტესობამ ავტოსადგურის შენობა …
Continue reading “„თავი კრიმინალები გვგონია“ – გარემოვაჭრეები სტარტზე”
„ვეღარ წავალთ აქედან“ – გარემოვაჭრეებისა და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მერიასთან
„ვეღარ წავალთ აქედან, თუ პასუხი არ მივიღეთ,“ – აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა, მათთვის ჯიხურები ავტოსადგურის ეზოში მოეწყოს მაიაკოვსკის ქუჩის მხრიდან, ან 23-ე სკოლის შენობის გამოუყენებელი ნაწილი დაუთმონ. იპოთეკით დაზარალებულები კი ისევ შეღავათიანი სესხის აღებას ცდილობენ. „ეს მოთხოვნა ჩვენ ერთი კვირის წინ დავაყენეთ. მაშინ ბათუმის …
მოვაჭრეები: მოვიდეს ბათუმის მერი და საკუთარი თვალით ნახოს, რაც აქ ხდება
ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც მერიამ წერეთლის ქუჩიდან ავტოსადგურის შენობაში გადაიყვანა, პირობებით უკმაყოფილონი არიან. დღეს, 21 მაისს, ისინი მერიის წარმომადგენელს შეხვდნენ და სავაჭრო ადგილის შეცვლა მოითხოვეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე აგებულ სავაჭრო ცენტრში მყიდველი არ შედის, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ერთ-ერთი მოვაჭრე, ლია შაინიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი მერთან შეხვედრას და პირობების შეცვლას მოითხოვენ. „ვითხოვთ …
Continue reading “მოვაჭრეები: მოვიდეს ბათუმის მერი და საკუთარი თვალით ნახოს, რაც აქ ხდება”
მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ
ავტორი: ნესტან ზოიძე ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ერთი თვის წინ ბათუმის ბაზრობა გაიხსნა და ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები გადაიყვანა, თითქმის ორი საათი დავყავი. ამ ხნის განმავლობაში ბაზრობაზე არავინ გამოჩენილა. სწორედ ეს არის მოვაჭრეების ყველაზე დიდი წუხილის საგანი. აქ ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ბაზრობაზე მაქსიმუმ ორი კაცი თუ შემოდის. მყიდველის მოლოდინში მთელი დღე სხედან და ელიან მომხმარებლის …
Continue reading “მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ”
ქალი, რომელიც დღეში 13 საათს მუშაობს და 7 ლარს გამოიმუშავებს
ავტორი: ნანა ცეცხლაძე მისი სამუშაო დილა დაახლოებით 6:30 იწყება და ღამის რვაზე მთავრდება. ისაუზმებს თუ არა ჩანთას ჰკიდებს ხელს და ქუჩაში გადის. ჩანთაში გასაყიდ ტანსაცმელი აქვს ჩალაგებული. 52 წლის იამზე აბულაძე უკვე ექვსი წელია ასე ირჩენს თავს – ის წლების განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ მათ აქ ვაჭრობა აუკრძალა, იამზე ჩანთაგადაკიდებული …
Continue reading “ქალი, რომელიც დღეში 13 საათს მუშაობს და 7 ლარს გამოიმუშავებს”
მეოთხე დღე „სიფთის“ გარეშე – გარემოვაჭრეები ავტოსადგურში მყიდველს ელიან
ბათუმში, მაიკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე თუნუქის პავილიონებში წერეთლისა და სხვა ქუჩებიდან გადაყვანილი გარემოვაჭრეები უკვე მეოთხე დღეა მუშაობენ. დილის 10 საათზე აქ სიხალვათეა, პავილიონში მხოლოდ გარემოვაჭრეები არიან და ყოველ შემომსვლელს იმედის თვალით უყურებენ, ასეთები კი თითქმის არ არიან. „იშვიათად თუ შემოვა ვინმე, დიდი იმედებით შემოვედით და იმედია, გამართლდება ჩვენი იმედები. პირობები კი ნორმალურია,“ – გვითხრა …
Continue reading “მეოთხე დღე „სიფთის“ გარეშე – გარემოვაჭრეები ავტოსადგურში მყიდველს ელიან”
ბათუმის მერიამ ორ დღეში წერეთლის ქუჩაზე 66 კიპარისი და 45 ტუია დარგო
ბათუმის გამწვანების სამსახურმა ბოლო ორი დღის განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე 66 ძირი არიზონის კიპარისი და 45 ძირი მარადმწვანე წიწვოვანი – ტუია დარგო. გამწვანების სამუშაოები ამ ქუჩაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით, გარემოვაჭრეების დახლები აიღო. მერიამ გარემოვაჭრეებს ძველ ავტოსადგურში, მეორე სართულზე შესთავაზა გადასვლა, რაზეც გარემოვაჭრეები უარს აცხადებდნენ. დღეს, 29 იანვარს, მერიასა და გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს …
Continue reading “ბათუმის მერიამ ორ დღეში წერეთლის ქუჩაზე 66 კიპარისი და 45 ტუია დარგო”
ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ავტოსადგურში სავაჭრო ფანჩატურების აშენებას სთავაზობს
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, მათ მერიაში მერის, ლაშა კომახიძის სახელზე დაწერილი მიმართვა მიიტანეს და მერიას სთხოვეს, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია, გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ არის. ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია საკოლმეურნეო ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა …
Continue reading “ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ავტოსადგურში სავაჭრო ფანჩატურების აშენებას სთავაზობს”
„გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება“ – გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან ის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. „დასაქმების ადგილის არარსებობის გამო იძულებულნი ვართ, შვილების გამოსაკვებად აუცილებელი თანხა გამოვიმუშაოთ ქუჩაში ვაჭრობით. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყოველ დღე ქუჩაში დგომა არ არის ჩვენი არჩევანი, …
Continue reading “„გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება“ – გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ”
გარემოვაჭრეებს ბათუმშიც დაერივნენ
ბაზრის პოლიციელების აზრით, მოვაჭრეებს ბაზარში შესვლა არ უნდათ – „ცარიელი ადგილები არის, მაგრამ გარეთ დგომა ურჩევნიათ. შიგნით 1 ლარია გადასახადი, გარეთ – არა. გარეთ კლიენტებიც უფრო მეტია“. ამ დღეებში წერეთლის ქუჩის მოვაჭრეები მე-9 მიკრორაიონის პოლიციამ გააფრთხილა, გარე ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე მათ ადგილის გამოყოფასაც დაპირდნენ. გარემოვაჭრეები, რა თქმა უნდა, შეაშფოთა მიღებულმა ბრძანებამ და დაიწყო მოთქმაც „შვილებს …