Batumelebi | ბათუმის მერიამ ორ დღეში წერეთლის ქუჩაზე 66 კიპარისი და 45 ტუია დარგო ბათუმის მერიამ ორ დღეში წერეთლის ქუჩაზე 66 კიპარისი და 45 ტუია დარგო – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერიამ ორ დღეში წერეთლის ქუჩაზე 66 კიპარისი და 45 ტუია დარგო

ბათუმის გამწვანების სამსახურმა ბოლო ორი დღის განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე 66 ძირი არიზონის კიპარისი და 45 ძირი მარადმწვანე წიწვოვანი – ტუია დარგო.

გამწვანების სამუშაოები ამ ქუჩაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით, გარემოვაჭრეების დახლები აიღო. მერიამ გარემოვაჭრეებს ძველ ავტოსადგურში, მეორე სართულზე შესთავაზა გადასვლა, რაზეც გარემოვაჭრეები უარს აცხადებდნენ. დღეს, 29 იანვარს, მერიასა და გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ, მაგრამ არა პირველ სართულზე, არამედ ეზოში, მას შემდეგ, რაც მერია მათთვის დახლებს გაამზადებს. შეთანხმებას გარემოვაჭრეთა ნაწილი არ ეთანხმება.

ტუიას ნერგები წერეთლის ქუჩაზე

კიპარისები. ფოტო: მწვანე ბათუმი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com