„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ჩაგვრისგან დიდი ხნის პრობლემაა, ამას მოწმობს საქართველოს სკოლებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. UNICEF-ი წერს, რომ ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი ბავშვები ბულინგის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ხშირად ესენი არიან ბავშვები მარგინალიზებული თემებიდან. მათ შორის არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე …

ბავშვი 15 დღეა სკოლაში არ წასულა, არც არავის მოუკითხია – მოსწავლის დედა

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლე 15 დღეა სასწავლო პროცესს არ ესწრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ერთი რესპონდენტის ვინაობას. მოზარდის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი კლასში მიზანმიმართულად ჩატოვეს, „ბავშვი ამ ფაქტს განიცდის, ტირის და ამბობს, რომ იმავე კლასში არ დაჯდება. გვითხრეს, რომ დამატებით გამოცდას დაუნიშნავდნენ, მაგრამ არავინ გვეხმიანება“, – გვეუბნება …

ჩხუბის მონაწილე ბავშვები სხვა სკოლებში გადავიდნენ, რამდენიმეს კი სასარგებლო შრომა დაეკისრა

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადავიდნენ. როგორც სკოლის დირექტორმა, გივი ხალვაშმა „ბათუმელებს“ უთხრა, ეს მშობლების გადაწყვეტილება იყო და სკოლის მხრიდან რაიმე იძულებას ადგილი არ ჰგონია. „თვითონ მშობლებმა გადაწყვიტეს სხვა სკოლაში გადაყვანა, სკოლა არ ჩავრეულვართ ამაში. დაზარალებული ბავშვი ქალაქის სხვა სკოლაში გადავიდა, მეორე კი, ვისაც თანაკლასელის ცემას ედავებიან, ქედის …

დამცინოდნენ სოფლელი ხარო, ხელს მიშლიდნენ სწავლაში – 15 წლის გოგო ხულოდან

15 წლის ნინო [სახელი შეცვლილია] ხულოში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ის მეათე კლასშია. როცა სოფელი და სკოლა დაიმეწყრა, ოჯახი  საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდა. „მეწყრის გამო სკოლაში ვეღარ დავდიოდი, რაღაც პერიოდი ონლაინ ვსწავლობდით, მაგრამ რადგან კარგად ვსწავლობ და ჩემი კონკრეტული მიზნებიც მაქვს, არ მინდოდა რაიმეს ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქში გადმოვსულიყავი,“ – გვიყვება ნინო. მისი თქმით, …

კონფლიქტები სკოლაში – რას ჰყვებიან მასწავლებლები

მეექვსეკლასელ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო. ორმა მოზარდმა თანაკლასელს სცემა, აიძულა დაეჩოქა და ისე მოეხადა მათთვის ბოდიში. შემდეგ დაჩაგრული ბავშვის ბებიამ სწორედ იმავე მეთოდით აიძულა მჩაგვრელები ბოდიში მოეხადათ მისი შვილიშვილისთვის. ამის ამსახველი ფაქტი კი ერთ-ერთმა მშობელმა ტელეფონით გადაიღო. ბებიის წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დასრულდა თუ არა ამით ბავშვებს შორის კონფლიქტი? – „რა თქმა …

ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლე პოსტერების კონკურსში ჟიურის რჩეული გახდა – „არა ბულინგს“

პოსტერების კონკურსში – „არა ბულინგს“, ჟიურის რჩეული გახდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შალვა ხილაძე. პოსტერის შუაგულში სარკეა მოთავსებული, შალვა ამბობს, რომ სარკის მიზანია, ყველა ადამიანი, ვინც შიგ ჩაიხედავს, საკუთარი თავი დაინახოს და წარმოიდგინოს დაჩაგრული ადამიანის ადგილზე. „სარკის ზემოთ არის ადამიანის ხელები, რომელიც სარკისკენ არის გამოშვერილი, ხელის თითებზე ის სიტყვებია წარწერილი, რითაც ჩაგრავენ …

მოზარდები პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ [ვიდეო]

მოზარდები სკოლაში არა მარტო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ, არამედ სქესის ნიშნის მიხედვით ძალადობასაც რომ განიცდიან, ეს კვლევითაც დასტურდება. რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთი ბათუმელი მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა დახურულ ჯგუფში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული ფაქტის შესახებ შეიტყო საზოგადოებამ. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაისჯება თუ არა ვინმე, ჯერჯერობით, გაურკვეველია. მოზარდები, რომლებსაც ამ საკითხზე „ბათუმელები“ სხვადასხვა ფორმატში …

მშობელი პედაგოგს მეხუთეკლასელი ბიჭის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ, 18 სექტემბერს, გავრცელდა ერთ-ერთი მშობლის პოსტი, სადაც ის წერს, რომ ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მისი მეხუთეკლასელი შვილის მიმართ ვერბალური ბულინგი განახორციელა. მშობელი წერს, რომ პედაგოგმა მისი ბიჭის მისამართით კლასს საჯაროდ დაუსვა კითხვა იმის გასარკვევად, ახალი მოსწავლე გოგო იყო თუ ბიჭი. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიჭი მოგრძო თმას ატარებს. მშობლის …

Exit mobile version