ენმ ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა დატოვა

„ურთულესი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩა,“- ამბობს გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მან, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის რამდენიმე სხვა წევრმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. პარტიის უკვე ყოფილი ლიდერები დღეს, 4 დეკემბერს მოწყობილ ბრიფინგზე აცხადებდნენ, რომ პარტიის დატოვების მიზეზი ენმ-ს ახალი მენეჯმენტი და მისი გადაწყვეტილებებია. „ჩვენ ამ …

ჟურნალისტ ვახო კომახიძის ცემის საქმეში „ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე ფიგურირებდა – ენმ-ს დეპუტატი

დღეს, 28 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ხელვაჩაურის საკრებულოს ახალარჩეულმა წევრმა მალხაზ თავდგირიძემ. ის ხელვაჩაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ზაზა დიასამიძეს მეწარმეების მოსყიდვასა და მუქარაში ადანაშაულებს. მალხაზ თავდგირიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ  ზაზა დიასამიძის  წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წელს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტზე. ვახო კომახიძეს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში ხელვაჩაურში …

უმაღლესი საბჭოს წევრი: ხელისუფლებამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილეც დანიშნა

დღეს 22 თებერვალს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ 21 თებერვალს ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით. ასმათ დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „არა მარტო ტელევიზიის დირექტორი, მისი მოადგილეც მათივე ხელდასხმული პირია“. „ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი იყო ფორმალური და …

ენმ: მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფულის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა, სადაც მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ ბათუმის მე-4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. კადრები, რომლებიც ენმ-მ ბრიფინგზე წარმოადგინა, გადაღებულია ქუჩის მხრიდან, გარკვეული დაშორებით. კადრში ოთხი ადამიანი ჩანს, აქედან ორი ზის, ორი კი პატარა მაგიდის პირდაპირ დგას და საუბრობს. კადრებში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთი კაცი რაღაცას …

ენმ: აჭარაში ჩვენს დამკვირვებლებს უბნებიდან აძევებენ, დაიწერა ხუთი საჩივარი

აჭარაში ენმ-ის წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ 12:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მე-17, 72-ე და მე-13 უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამააძევეს. „კიდევ ხუთ უბანზე იყო ჩვენი დამკვირვებლების გამოძევების მცდელობა, თუმცა ვერ შეძლეს. ეს ყველაფერი სჭირდებათ საარჩევნო კომისიებს იმისთვის, რომ მოხდეს ე.წ. კარუსელის დატრიალება, რაც უკვე დაფიქსირდა  ბათუმის 30-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთ ამომრჩეველს თავისი …

ენმ: პოლიციელებს წოდების მომატების სანაცვლოდ ხმების მიტანას სთხოვენ

ენმ-ს წარმომადგენელმა, ყოფილმა პოლიციელმა, გია ხალვაშმა, დღეს, 26 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შსს მინისტრი, გიორგი გახარია, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მიტანას აიძულებს. „ის (გახარია) პოლიციელებს არ აძლევს თავისუფალი არჩევანისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას. პოლიციელებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აზიარებენ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებს ან გრიგოლ ვაშაძის გამოსვლებს …

აჭარის მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობა ოფიციალურ კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება, რომელიც თითქოს რუსი გენერლებისთვის ქონების გადაცემას ეხება, არის მორიგი ტყუილი და ფაქტის დამახინჯების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ემოციაზე გავლენის მოხდენას. თუმცა, მათი მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირებას უკვე მიეჩვია საზოგადოება და …

ენმ: პოლიციელებს შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ

ენმ-ს წევრი გია ხალვაშმა დღეს, 5 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს საკუთარი ხარჯით არემონტებენ. პოლიციელებს არ ეძლევათ უნიფორმები – მათ შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ. გია ხალვაშის თქმით, სახელმწიფო პოლიციელების დემორალიზაციას ეწევა. „მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ სტრუქტურაში და მსგავსი ვითარება არასდროს ყოფილა. 2013 წლის შემდეგ პოლიციელები დემორალიზებულ გარემოში მუშაობენ. ფორმებს არ ურიგებენ. …

ენმ: აჭარის კონსტიტუცია კიდევ უფრო დასუსტდა

დღეს, 22 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, ამ ცვლილებებით აჭარის კონსტიტუცია კიდევ უფრო დასუსტებულია, ცვლილებების განხილვა კი – ფორმალური. „რეალურად,  აჭარის უფლებამოსილებები დასუსტდა. კერძოდ, მანამდე მოქმედ აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ეწერა, რომ განათლება, სოფლის მეურნეობა, სპორტი, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა – მიეკუთვნებოდა აჭარის გამგებლობას, ხოლო ახალი, უკვე …

თემურ ქარცივაძე: რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას სოციალური შემწეობების მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე გამოეხმაურა. „ბათუმელებთან“ საუბარში თემურ ქარცივაძემ თქვა, რომ რეზო ხარაზის მიერ გაჟღერებული ციფრი, რომ სოციალური შემწეობა აჭარაში 2 391 ოჯახს მოეხსნა, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი, რომ აჭარის მთავრობამ მოუხსნა თურმე ოჯახებს სოციალური შემწეობა, არის სიცრუე, რადგან სოციალური შემწეობის …

ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა

დღეს, 29 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით  2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა. „ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში – 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479-ს, ხელვაჩაურში – 279-ს, ქედაში – 277-ს, შუახევში – 284-ს, ხულოში კი – …

საკრებულოს წევრი: ხელვაჩაურის გამგებელმა 20-ზე მეტი თანამშრომელი კონკურსის გარეშე დანიშნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშნა. „დანიშნულია აპარატის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და განყოფილებების უფროსები, შესყიდვების განყოფილების უფროსი და ა.შ. 20-ზე მეტი თანამშრომელია კონკურსის გარეშე დანიშნული, მაშინ როცა კანონი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას ამ თანამდებობების დასაკავებლად. ნადიმ ვარშანიძე ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო …

ნეპოტიზმი – აჭარის სუს-ის უფროსისა და სხვა მოხელეების ოჯახის წევრები თანამდებობებზე

დღეს, 20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, ჟურნალისტებთან სუს-ის ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავისა და სხვა საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სუს-ის უფროსს საჯარო სამსახურში ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს დასაქმებული. „რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რაც დღეს გვაქვს, ეს არის ნათელი მაგალითი კლანურ-ოჯახური მმართველობის, რომელიც იყო …

ენმ: მოვითხოვთ, შსს-მ ამოიღოს 11 მარტის აქციის ვიდეოჩანაწერები

დღეს, 15 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა – გია აბულაძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადეს, რომ 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. „ჩვენ წუთების მიხედვით დავამუშავეთ აჭარის ტელევიზიაში გასული მასალა და აქედანაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება გადააბრალოს აქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და გადაფაროს ის ფაქტი, როგორ დაიწყო მომიტინგეების პროვოცირება. უმაღლესი …

ენმ-ის წევრი ვარაუდობს, რომ გონიოს გაუმართავი ინფრატრუქტურა აჭარას ტურისტებს დააკარგვინებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ნინო ჯინჭარაძე ხელისუფლებას გონიოს ტურისტული ზონისა და ადლიის დასახლების დაზიანებული ინფრატრუქტურის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში გონიოში ჩამოსულმა ერთმა ტურისტმა შესაძლოა აჭარას ათეულობით სხვა ტურისტი დააკარგვინოს. „2011-2012 წლებში გაკეთდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ადლიდან გონიოს მიმართულებით სარფამდე პლომინატის გაკეთებას და ტურისტული ინფრატრუქტურის განვითარებას. პლომინატი დაეგო, თუმცა ხუთი წლის …

საკრებულოს წევრი: „800 ათას ლარად გარემონტებული შენობა ისევ სარემონტოა“

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზეც ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასარემონტებელია. მისი თქმით,  შენობა ქობულეთის გამგეობამ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, თუმცა კედლებზე ბათქაში დაზიანებულია, ეზო კი მოწესრიგებული არ არის. „ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღი ჯერ გახსნილი არ არის და უკვე ხარვეზები გამოიკვეთა. გაწეული რემონტი …

„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმის მერია ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებს. მან ეს განცხადება 18 აპრილს, ბრიფინგზე გააკეთა. „იანვრის თვეში, ყადირ შერვაშიძის ქუჩის #38-ში, სასტუმრო „თანამგზავრთან“ ახლოს მიწა ჩამოწვა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის გზა დააზიანა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა გადაადგილდება ფეხით, სასწრაფო და სახანძრო მანქანებსაც შემოვლითი გზით  უწევთ მოძრაობა“ – აცხადებს გელა დეკანაძე. …

გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია

დღეს, 10 მარტს  ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდმოარემ გიორგი კირთაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა: „რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ [ჭეიშვილმა] ვერ მოუყარა თავი 13 დეპუტატს ვინც მხარს დაუჭერდა ბიუჯეტში ცვლილებას“, –  ცვლილებები ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხებოდა. გიორგი …

Exit mobile version