არსებობს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, როცა ბინას მშენებარე კორპუსში ყიდულობ და ბანკში სესხის აღების ნაცვლად კომპანიასთან აფორმებ ე.წ. შიდა განვადებას? – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ არსებობს რისკების შემცირების რამდენიმე გზა. „ბათუმელები“ ზეინაბ მახარაძის შესახებ წერდა, რომელმაც ემიგრაციაში მუშაობით იყიდა ბინა ბათუმში, აქ ჩამოსულს კი, ბინა გასხვისებული დახვდა. აღმოჩნდა, რომ იგი გამონაკლისი არ არის. „ბათუმელებმა“ ადვოკატ …
Tag Archives: ბინები
ბათუმში უძრავი ქონების მყიდველებში უცხოელების წილი 47%-მდე გაიზარდა – Colliers Georgia
„Colliers Georgia“-ს ახალი კვლევის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 11.4%-ით გაიზარდა და 7838 ერთეული შეადგინა. ბაზრის ზომა კი 29%-ით 507 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2026 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა 24.5%-ით …
რამდენით გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი ბათუმში – სტატისტიკა
„2025 წელს ბათუმში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 17 %-ით გაიზარდა, რაც ძირითადად შედარებით მაღალფასიანი პროექტების გაზრდილი მიწოდებით აიხსნება,“ – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში – „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში“. მიმოხილვის თანახმად, ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 395 დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, ამავე მიმოხილვის თანახმად, კვადრატულის საშუალო ფასი 2024 წელს …
Continue reading “რამდენით გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი ბათუმში – სტატისტიკა”
ძველ ბათუმში, დამწვარ სახლში, მერია ბინებს აუქციონზე გასაყიდად 1,08 მილიონ ლარად გაიტანს
ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას 11 ნომერში მდებარე დამწვარ სახლში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართობებს/ბინებს მერია პირობებიან აუქციონზე გაყიდის. პირობები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ცნობილია ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – ჯამში 1 მილიონ 83 ათასი ლარი [სულ არის 452,19 კვადრატული მეტრი ფართობი, ანუ, 1 კვადრატული მეტრის საწყის გასაყიდ ფასად 2 395 ლარია განსაზღვრული]. ამასთან, ქონების მომავალ მყიდველს …
„ბინა ქართველებზე არ ქირავდება“ – სახალხო დამცველი უძრავი ქონების აგენტებს მიმართავს
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც უძრავი ქონების აგენტებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც. სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, რომ მიმდინარე პერიოდში მათ 30-მდე შეტყობინება მიიღეს, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება. „განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, …
რამდენად გააიაფებს საცხოვრებელ ბინებს პანდემია?
„კლიენტი თუ გამოჩნდა ვინმე, 10-15 პროცენტით დავუკლებ ალბათ ფასს, მაგრამ არავინ ჩანს,“ – ამბობს ამირან ბერიძე, სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორი. როგორ აისახა პანდემია ბინების ფასზე, ან გაიაფდება თუ არა ბინები? – ამ თემაზე საუბარი კომპანიების ნაწილს არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ მაისიდან დაახლოებით 10 პროცენტით უფრო იაფად გაყიდის ბინას ბათუმში. „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორმა …
Continue reading “რამდენად გააიაფებს საცხოვრებელ ბინებს პანდემია?”
„35 წელია აქ ვცხოვრობთ“ – გონიოში ათი ოჯახი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს
ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას იმ ბინების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, რომლებშიც, მათი განცხადებით, 35 წელზე მეტია ცხოვრობენ. ათი ოჯახი გონიოს ციხის მიმდებარედ, ძველ სამხედრო ბინებში ცხოვრობს. მოქალაქეებმა დღეს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს. „ადრე აქ იყო სამხედრო ბინები და ჩვენი ოჯახები ცხოვრობდა. თუმცა წლები გავიდა და ბინები საკუთრებაში ვერ გავიფორმეთ. რადგან ბინები საკუთრებაში …
Continue reading “„35 წელია აქ ვცხოვრობთ“ – გონიოში ათი ოჯახი ბინების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს”
სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა
დღეს, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა. საცხოვრებელი სახლი „2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სახლთან მისასვლელი გზა და ეზო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მოხდა მიწისძვრით დაზარალებული 134 …
Continue reading “სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა”
ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ბათუმის მერიას ბინების გადაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეების მიმართ აქვს, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი …
Continue reading “ბათუმის მერია მოსამართლე მერაბ ტურავას ბინას გადასცემს”