ბაირაქტარმა პირველი უპილოტო სამხედრო თვითმფრინავი გამოუშვა უკრაინული ძრავით

თურქული კომპანია Baykar-ის უპილოტო სამხედრო თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ გამოცდა წარმატებით გაიარა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა სააგენტო Anadolu-ს უთხრეს, Kızılelma პირველი თურქული უპილოტო გამანადგურებელი თვითმფრინავი იქნება, უკრაინული მედიის ინფორმაციით კი, მას უკრაინული წარმოების ძრავები აქვს. კვირის დასაწყისში თვითმფრინავმა პირველი გამოცდა დამზღვევი ტროსების დახმარებით გაიარა, 20 ნოემბერს კი – უკვე ტროსების გარეშე. გამოცდის პროცესის ვიდეო კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა სელჩუკ …

ბაირაქტარს ირანული კამიკაძე დრონების წინააღმდეგ რაკეტებით შეაიარაღებენ

რაკეტების ინტეგრაცია უპილოტო Akıncı-სა და Bayraktar TB2-თან იქნება საჰაერო პატრულირების ის კონცეფცია, რომელიც მტრის შვეულმფრენებისა და დრონების თავდასხმის საფრთხეებს აღმოფხვრის. უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების თურქი მწარმოებელი Baykar-ი აპირებს თავისი ის დრონები, რომლებსაც უკრაინა იყენებს, აღჭურვას „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებით, რათა დაუპირისპირდეს ირანულ კამიკაძე დრონებს, რომელსაც რუსეთი იყენებს. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა …

საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ ჩვენ მოსკოვს მივცემთ დრონებს – ბაირაქტარი

„ბიბისი“ სტამბოლში ძმებ ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარებს შეხვდა, ცნობილი დრონების კომპანიის მფლობელებს, რომელთა მიერ წარმოებულ „ბაირაქტარს“ უკრაინა წარმატებით იყენებს ომში. მიჰყიდით თუ არა რუსეთს ბაირაქტარის დრონებს, დიდი თანხის შეთავაზების შემთხვევაში? – ჰკითხა „ბიბისიმ“ ჰალუკ ბაირაქტარს,  Baykar Defence-ის გენერალურ დირექტორს. „ჩვენთვის ფული არ არის პრიორიტეტი. ფული და მატერიალური რესურსები არასდროს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი.  ჩვენი მეგობრობა …

პრიტულას თქმით, 3 ბაირაქტარისთვის შეგროვილი 17 მილიონით ჯარს თანამგზავრი უყიდა

უკრაინელი ტელეწამყვანის, სერგი პრიტულას ფონდის მიერ მოწყობილი აქციის – „სახალხო ბაირაქტარის“ ფარგლებში შეგროვებული 600 მილიონი გრივნა (დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარი) კოსმოსური თანამგზავრის შეძენაზე დაიხარჯა. როგორც „უნიანი“ იტყობინება, ფონდმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება – თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შეგროვებული თანხით სამი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონი ეყიდათ, თუმცა კომპანიამ ისინი უსასყიდლოდ გადასცა უკრაინას. პრიტულას …

დრონების ომი – რა შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენმა აპარატებმა

წყარო: BBC Україна უკრაინაში ათასობით უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება – მტრის პოზიციების გამოსავლენად, რაკეტების გასაშვებად თუ საარტილერიო ცეცხლის სამართავად. ორივე მხარე ფლობს სპეციალურად შექმნილ ლეტალურ სამხედრო დრონებს და უპილოტო აპარატებს, რომლებიც ფართო გაყიდვაშია. რომელი უპილოტო საფრენი აპარატები აქვთ უკრაინასა და რუსეთს? უკრაინის მთავარი დრონი თურქული წარმოების „ბაირაქტარ TB2-ია“. ის მცირე ვერტმფრენის ზომისაა, ბორტზე კამერები აქვს …

ნორვეგიაში ფულს აგროვებენ უკრაინისთვის ბაირაქტარის საყიდლად

ნორვეგიაში უკრაინისთვის „ბაირაქტარის“ დრონის საყიდლად ფულის შეგროვება დაიწყეს. „აჩუქე ბაირაქტარი უკრაინელ ხალხს ნორვეგიელებისგან“ – მოუწოდებენ კამპანიის ავტორები ნორვეგიელებს. კამპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვამ სამ დღეში შეაგროვა „ბაირაქტარისთვის“ საჭირო თანხა, პოლონეთში კი 3 „ბაირაქტარის“ თანხა რამდენიმე დღეში შეაგროვეს, ასევე – უკრაინაში. „ჩვენ გვჭირდება 10 კრონზე ნაკლები თითოეული ნორვეგიელისგან“ – აღნიშნულია განცხადებაში. ამ დროისთვის [19 …

რას ჰყვება ბაირაქტარის პილოტი, რომელმაც კიევზე მტრის შეტევა შეაჩერა

დაბურული ტყის თავზე მფრინავმა სამხედრო დრონმა ბელარუსის საზღვრიდან მომავალი რუსული კოლონა შენიშნა. პილოტმა, რომელიც დრონს შორიდან მართავდა, ჯერ კამერით დაათვალიერა, სადმე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ხომ არ იყო და შემდეგ სამიზნე შეარჩია. ბომბები პირდაპირ კოლონის შუაგულს დაეცა. ერთიმეორის მიყოლებით, ჯაჭვური რეაქციით იფეთქა საწვავის ავტოცისტერნებმა და პილოტის ეკრანი ცეცხლოვანი შუქით გაანათა. ასე იწყება ბრიტანული The Times-ის სტატია …

უკრაინაში 20 მლნ დოლარი შეაგროვეს 3 ბაირაქტარის საყიდლად, კომპანია ფულზე უარს ამბობს

„ხალხის ბაირაქტარისთვის“ თანხის შეგროვება უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგეი პრიტულამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტით 23 ივნისს დაიწყო. ერთ დღეში, შეწირულებებითა და პრიტულას ფონდის ერთობლივი თანხებით, ანგარიშზე უკვე 12 მილიონი დოლარი იყო, ორი ბაირაქტარის თანხა, რის შემდეგაც მსახიობმა კამპანია მესამე დრონისთვის საჭირო ფულის მოსაზიდად გააგრძელა. საბოლოოდ, სერგეი პრიტულამ, რამდენიმე დღეში, 20 მილიონი დოლარი მოაგროვა. „ბაიკარმა შეიტყო, …

ბაირაქტარის საყიდლად უკრაინელმა ტელეწამყვანმა ერთ დღეში 12 მილიონი დოლარი შეაგროვა

უკრაინელმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა სერგი პრიტულამ, თავის გუნდთან ერთად, აქცია „ხალხის ბაირაქტარი“ გუშინ, დილის 9 საათზე დაიწყო. მიზანი საბრძოლო დრონის შესაძენად ფულის შეგროვება იყო.  23 ივნისს, დილის 9 საათზე, ფონდის ანგარიშზე უკვე 296 მილიონი გრივნა მოგროვდა. „ჩვენ ფულის შეგროვება დავიწყეთ „ხალხის ბაირაქტარისთვის“. კარგად გვესმოდა რა ბიუჯეტს ვეჭიდებოდით, მაგრამ გვესმოდა ისიც, თუ როგორ შეგვეძლო გაგვეძლიერებინა უკრაინის …

Exit mobile version