მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს თხრიან, გამწვანებაში ამბობენ, რომ აქ კორდს დააგებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის გამწვანების სამსახურს. „მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა …

სურამში ხეები 384 კვ.მ ფართობზე დააბეტონეს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დღეს, 16 მაისს, განცხადება გაავრცელა სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირის მიერ სახლამდე მისასვლელი გზის, მათ შორის, ხეების თვითნებურად ჩაბეტონების ფაქტზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ 11 მაისს ბაიანთხევის დასახლებაში სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. „ფაქტის შესწავლით დადგინდა, რომ დაბეტონებული ტერიტორიის ნაწილი – 267 კვ.მ. წარმოადგენს …

„ისე გადის თვეები, ნაგავი არ გააქვთ“ – როგორ გამოიყურება სკვერების ნაწილი ბათუმში

სკვერი – მცირე ზომის საზოგადოებრივი ბაღი ქალაქში, ან დასახლებაში. ასეთია სკვერის განმარტება ლექსიკონში. ბათუმის მერიის „ლექსიკონში“ კი ხშირ შემთხვევაში სკვერი ჰქვია ადგილს, სადაც შესაძლოა ერთი პატარა საქანელა იდგეს, თუნდაც ქუჩის განაპირა კუთხეში. მერიის მიერ რეაბილიტირებული სკვერებიც, ხშირ შემთხვევაში, ასე გამოიყურება – საქანელა, 2-3 სკამი, მცირე ზომის სათამაშო მოედანი და იშვიათ შემთხვევაში, წყლის პატარა შადრევანიც დგას. …

ბათუმის მწვანე კუნძულები – გასეირნება სკვერებსა და პარკებში [ვიდეო]

„ჩვენ ბეტონის ქალაქში ვცხოვრობთ, ნახევარზე მეტი ბეტონის ქალაქია“ – გვეუბნება ბათუმის პატარა სკვერში, ძელსკამზე ჩამომჯდარი ბათუმელი, ქეთო ყაჩნაველი. პატარა სკვერი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, მშვიდად დასვენების და სულის მოთქმის საშუალებაა. 20 წელია აქ დავდივარ ყოველდღეო, – ამბობს ქეთო. ქეთოს გაუმართლა, რომ სკვერთან ახლოს ცხოვრობს. ბევრ ბათუმელს უახლოეს სკვერთან ან პარკთან მისასვლელად საკმაოდ …

გოგებაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხე დააბეტონეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით მრავალწლოვანი ხის ძირში ბეტონის საფარი დააგეს. ფოტომასალა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ მოაწოდა. ჩვენ ქალაქის მერიას დაუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ სამუშაოებს სავარაუდოდ კერძო პირი ატარებს და გაარკვევენ აქვთ თუ არა შესაბამისი ნებართვა. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი. „კერძო კომპანიას არ ჰქონდა ნებართვა, შედგა ოქმი და ის 1000 …

ტუია და მაგნოლია – ძველი ბათუმის ორ ქუჩაზე 744 მცენარეს დარგავენ

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე, წელს 744  ძირ ხე-მცენარეს დარგავენ. დღეს, 11 ოქტომბერს,  ზ. გამსახურდიას ქუჩაზე 220 ძირ ხე-მცენარეს გამწვანების სამსახური ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად დარგავს. საუბარია შემდეგ მცენარეებზე: ტუია სმარაგდა პირამიდული, ტუია ოქროსფერი პირამიდული, სფეროსებრი ტუია, ფოტინია შტამბზე,  კალისტემონი და მაგნოლია სულანჟა. __________ ფოტოზე: მაგნოლია სულანჟას ყვავილობა …

როგორ აპირებენ ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანებას

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა ძველი ბათუმის ქუჩების გამწვანების პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის მიხედვით, მასშტაბურად უნდა გამწვანდეს ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩები. ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ოქროსფერ ტუიასა და ფოტინიას დარგავენ, მაზნიაშვილის ქუჩაზე კი – კალისტემონსა და მწვანე ტუიას. სულ 216 ძირი ხე-მცენარე უნდა დაირგოს. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხე-მცენარებიის შესაძენად გამოცხადებულია ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება …

წითლად განათებული გულის ფორმის ხეივანი ბათუმში [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში გულის ფორმით დარგული მცენარეები წითლად გაანათეს. „სიყვარულის ხეივანი“ – ასე უწოდეს ახალ ხეივანს ბათუმის ცენტრალურ პარკში. ხეივანი იაპონური ალუბლის ხეებით გაშენდა.

ბათუმის მერიამ დახლების აღებისთანავე წერეთლის ქუჩის გამწვანება დაიწყო

მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, უკანონო გარევაჭრობის დახლები აიღეს, ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები და მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები.  აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთო ჯამში 66 ძირი კიპარისის დარგვა იგეგმება,“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. გამწვანების პარალელურად, ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას …

ნეკერჩხლები და დეკორატიული ტყემლის ხეები – ბათუმის ბულვარი ახალ მცენარეებს შეიძენს

ბათუმის ბულვარი სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების შესასყიდად ტენდერს აცხადებს. ბულვარი ამჯერად უთხოვარის ორი ჯიშის, მტირალა კედარის, კვიპაროსის, წითელი ნეკერჩხლის, სოფორას, დეკორატიული ტყემლისა და ჯუჯა ვარდების ნერგებს შეიძენს. ახალი ნარგავების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 164 150 ლარია. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მოწოდებული ხე-მცენარეები და ბუჩქები მოთავსებული უნდა იყოს კონტეინერებში, ხე-მცენარეების და ბუჩქების ფესვთა სისტემა …

ესკიზი – როგორი იქნება ახალი სკვერი ხელოვნების უნივერსიტეტის წინ

ბათუმში, თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, (ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ), ახალი სკვერი და საპარკინგე სივრცე უნდა მოეწყოს. სკვერის ესკიზი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მერის ინფორმაციით, სკვერი ამ ესკიზის შესაბამისი იქნება და სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.  ტერიტორია, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება, 3 518 კვ.მეტრია. მერიის ინფორმაციით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სატენდერო …

2018 წელს ბათუმში ერთი მილიონი ყვავილის დარგვა იგეგმება

2018 წელს ბათუმში ერთი მილიონი სეზონური ყვავილის დარგვა იგეგმება. მერიის ინფორმაციით, ყვავილები ადგილობრივ სანერგე მეურნეობებში გამოჰყავთ. გარდა ამისა, როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 3 500 ხე-მცენარის დარგვაც, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უცხოეთიდან შემოიტანს. მცენარეების შესაძენად ბიუჯეტში 157 ათასი ლარია გათვალისწინებული. დამატებით, 500 ძირი ხე-მცენარის დარგვა კი ადგილობრივ  სანერგე მეურნეობებიდან იგეგმება. ოფიციალური ინფორმაციით, ხე-მცენარეების …

ბათუმის მერიამ ბარცხანაში ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა. „სამი ჭადარი და ხუთი კაკლის ხე მოიჭრა, როგორც კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს. ფილების დაგება და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს და ამის გამო ხდება ხეების მოჭრა. რადგან ხეები დიდი ზომისაა, გადარგვა არ მოხერხდება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში. გამწვანების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული …

„ვარდების სკვერი“ ბათუმში ვარდების გარეშე

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, დაახლოებით 12 წლის წინ გაშენებულ „ვარდების სკვერში“ დღეს ვარდები თითქმის აღარ არის. რატომ არ არის ვარდები „ვარდების სკვერში“ – ამის გარკვევას ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურში შევეცადეთ. აქ გვითხრეს, რომ „სკვერისთვის სახელი მათ სამსახურს არ დაურქმევია და ამასთან „ვარდების სკვერი“ არ ნიშნავს, რომ აქ მაინცადამაინც ვარდები უნდა იყოს. იგეგმება კი განახლება სკვერის და …

გამწვანების სამსახურმა თავდადებულის ქუჩაზე კედარი მოჭრა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, კედრის ხე წაიქცა. ხე ფესვებიანად იყო მოგლეჯილი. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ხე მოჭრეს და დაასაწყობეს. „მოგლეჯილი ხე მოჭრეს, დაამუშავეს და დაასაწყობეს,“ – განაცხადეს აღნიშნულ სამსახურში. „ბათუმელების“ კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა კედრის გამაგრება და მისი ხელმეორედ ჩარგვა? – აღნიშნულ სამსახურში გვიპასუხეს, რომ „რადგან …

ბათუმში კამელიების ხეივანი გაშენდება

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის გაგრძელებაზე, კამელიების ხეივანი გაშენდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ლევან ჭანუყვაძემ უთხრა. ამ ტერიტორიაზე  50 ძირზე მეტი, სხვადასხვა ფერის კამელია დაირგვება. „ორმოების ამოღება დავიწყეთ უკვე, ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, სულ დაბეტონებულია ირგვლივ ყველაფერი. დღეში ათ ორმოზე მეტს ვერ ვიღებთ“ – ამბობს ლევან ჭანუყვაძე. ბათუმში, თამარ მეფის …

გამწვანების სამსახურის უფროსად ბათუმის მერმა ლევან ჭანუყვაძე წარადგინა

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღეს, 12 იანვარს, ლევან ჭანუყვაძე წარადგინა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ლევან ჭანუყვაძე 2000-2003 წლებში ბათუმის ზღვისპირა პარკის გაერთიანებას ხელმძღვანელობდა, ბოლო წლების განმავლობაში კი კომპანია აგროდეკორ სერვისის გენერელური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით აგრონომია“. ,,მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები აგრონომიასა და ლანდშაპტურ დიზაინს. ჩემი უმთავრესი მიზანია, უახლოეს …

Exit mobile version