ხვალ, 22 მაისს, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში და GREDA საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ ბათუმელი მოსწავლეებისთვის ორ ლექციას გამართავს. როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, „ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ მომავალ თაობებში ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და …
Tag Archives: ბათუმის ამერიკული კუთხე
ჩემი ცხოვრების 11 წელი
ავტორი: ნინი თურაძე მას შემდეგ 11 წელი გავიდა. ჰო – 11. მაშინ ექვსი წლის ვიყავი, ორ თვეში კი ჩვიდმეტის ვხდები. მამაჩემისგან არაფერი ისმოდა ახალი. ომი იყოო. ბევრი აღარ დაბრუნებულა უკან, არც მამა. ვისზე რა ლეგენდა დადიოდა, ვისზე – რა. სოფელში ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდებოდა ცხოვრება. მე, დედას და ბებოს არაფერი გვებადა მამაჩემისგან დანატოვარი მიწისა და პატარა …
„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – შეხვედრები ბათუმში ბიძინა კულუმბეგოვთან [ფოტო]
„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – დღეს ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა ბათუმში მყოფ ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა ყველა მათგანის თხოვნა გაითვალისწინა. აცრის შემდეგ მათ თქვეს, რომ დღემდე კოვიდზე აცრის ეშინოდათ. 22-23 იანვარს ბათუში ბიძინა კულუმბეგოვის სულ სამი შეხვედრა გაიმართა – სტუდენტებთან, ლექტორ-პროფესორებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და “ოცნების ქალაქის” დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან. ორდღიანი შეხვედრები ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგ …
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, 16 მარტამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ამ პერიოდში ადმინისტრაციული პერსონალი გააგრძელებს მუშაობას. ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დროებით შეაჩერებს მუშაობას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული ბათუმის ამერიკული კუთხეც. “სამწუხაროდ, ამერიკულ კუთხეშიც დროებით ყველა აქტივობა გაუქმებულია. ამ ეტაპზე, 16 მარტამდე, შევაჩერეთ მუშაობა. თუ მთავრობის განკარგულებით …
Continue reading “ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა”
ტრენინგი პედაგოგებისთვის: ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში
ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგკურსზე ” ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში” (Bully-Free Zone). ტრენინგკურსი განკუთვნილია აჭარის მასშტაბით მომუშავე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის. ტრენინგზე სასწავლო მოდულის ფარგლებში პედაგოგები შეისწავლიან სასწავლო გარემოში ბულინგის პრევენციის გზებსა და ინტერვენციის მეთოდებს. სამუშაო შეხვედრები გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლაში. ტრენინგის გავლა უფასოა. სასწავლო მოდული სამდღიანია და …
Continue reading “ტრენინგი პედაგოგებისთვის: ბულინგის პრევენციის გზები სასკოლო გარემოში”
ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა ბათუმში მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა
დღეს, 3 ივლისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის მიკროსტიპენდიის პროგრამის (Access) მონაწილე მოზარდებს ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა Mariami-მ მასტეკლასი ჩაუტარა. Access -ის პროგრამა ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვისაც. მუსიკოსი აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, მისი ოჯახი საქართველოდან დიდიხნის წინ წავიდა. მარიამის მუსიკა არის პოპის, ფოლკლორისა და სოულის ნაზავი. როგორც მუსიკოსმა „ბათუმელებს“ უთხრა, ის ახლა მეოთხე …
Continue reading “ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა ბათუმში მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა”
ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში
2-4 ნოემბერს ბათუმი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს. ბანაკი განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარის რეგიონიდან. სამდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან. ბანაკში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა …
Continue reading “ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში”
შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში მიგრაციის საკითხებზე
ბათუმის ამერიკულ კუთხეში 15 ივნისს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პოტენციურ მიგრანტებთან (მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი). შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებში, ლეგალური მიგრაცია, სწავლა საზღვარგარეთ, არალეგალური მიგრაციის საფრთხეები/ტრეფიკინგი. შემოთავაზებული იქნება რამდენიმე როლური თამაში. შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას მიგრაციის სფეროში, …
Continue reading “შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში მიგრაციის საკითხებზე”
სამეცნიერო კლუბი სკოლის მოსწავლეებისთვის
ბათუმის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სამეცნიერო ცდები ჩაატარონ. ამერიკული კუთხის ტექნიკური მენეჯერის, ზურა მესხიძის განმარტებით, ახალი მასალები მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ცდები ჩაატარონ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე ნანოტექნოლოგიების მიმართულებით. „ამერიკულ კუთხეში გვექნება კლუბი, Technology Time, რომელიც კვირაობით ორ საათზე იმუშავებს. კლუბს ეყოლება ტრენერი, რომელიც ბავშვებს ცდების ჩატარებას ასწავლის. კლუბში მუშაობა მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც …
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამერიკულ კუთხეში
ბათუმის ამერიკულ კუთხეში 27 მარტს პროექტის – „ქალთა ისტორიის თვე“ – დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თექაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთები: სამკაულები, ჩანთები, შარფები და სხვა. ასევე, ფერწერული ნახატები. „ნივთების ნაწილი თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსების მონაწილე ქალებმა შექმნეს. ყველა მსურველს შეუძლია პროდუქციის დათვალიერება და შეძენა,“-ნათქვამია პრესრელიზში. …
Continue reading “ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ამერიკულ კუთხეში”
გამოყენებითი მათემატიკის უფასო კურსები მოსწავლეებისთვის
ბათუმის ამერიკული კუთხე სკოლის მოსწავლეებისთვის გამოყენებითი მათემატიკის კურსებს აცხადებს. კურსი მათემატიკის მოყვარული, VII-X კლასის იმ მოსწავლეებისთვისაა, რომლებსაც სურთ, იმაზე მეტი ისწავლონ მათემატიკის შესახებ, ვიდრე ამას გაკვეთილზე ახერხებენ. ორგანიზატორების ცნობით, მოსწავლეები კურსის განმავლობაში შეისწავლიან ფიბონაჩის მიმდევრობას და ოქროს კვეთას, ათვლის პოზიციურ სისტემებს, არაევკლიდურ გეომეტრიებსა და გამოყენებითი მათემატიკის კიდევ ბევრი სხვა დეტალს. რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე. სარეგისტრაციო აპლიკაციის გაგზავნის …
Continue reading “გამოყენებითი მათემატიკის უფასო კურსები მოსწავლეებისთვის”
ინგლისურენოვანი კლუბები ბათუმის ამერიკულ კუთხეში
ბათუმის ამერიკული კუთხე ინგლისურენოვან კლუბში 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს იწვევს. ინგლისურენოვანი კლუბი იფუნქციონირებს თინეიჯერებისთვისაც (13-დან 15 წლამდე მოზარდები). კლუბში გაწევრიანების მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 იანვრის 22:00 საათამდე. ამერიკული კუთხე სასაუბრო კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობს 15 წელს ზემოთ დინტერესებულ პირებსაც აძლევს. მსურველები ამერიკული კულტურის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. მათ რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოგზავნოთ ონლაინ სარეგისტრაციო …
Continue reading “ინგლისურენოვანი კლუბები ბათუმის ამერიკულ კუთხეში”
თექაზე მუშაობის შემსწავლელი უფასო კურსები 30-50 წლის ქალებისთვის
ბათუმის ამერიკულ კუთხეში იანვრიდან თექაზე მუშაობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსები დაიწყება. ორგანიზატორების ცნობით, კურსის ფარგლებში ქალები გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენისა, წახალისდებიან, რომ საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებაზეც დაფიქრდნენ. სპეციალურად შექმნილი სასწავლო პრაქტიკული მოდული ითვალისწინებს 10 აპლიკანტის შერჩევას, „რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით, არიან კრეატიულები, მონდომებულები და მოცემული მომენტისთვის დაუსაქმებლები.” მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი: 30-50 წელი; კურსი უფასოა. მსურველებმა რეგისტრაციის …
Continue reading “თექაზე მუშაობის შემსწავლელი უფასო კურსები 30-50 წლის ქალებისთვის”
შეხვედრა ნასას ყოფილ ასტრონავტთან – ჰაიდი ფაიფერთან [ანონსი]
ბათუმის ამერიკული კუთხეში, ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ლიდერ გოგონათა ბანაკის“ ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი და ნასას ყოფილი ასტრონავტი, ჰაიდი ფაიფერი, ბანაკის წევრებს შეხვდება. ბათუმის ამერიკულ კუთხეში [საჯარო ბიბლიოთეკის შენობა] ჰაიდი ფაიფერთან შეხვედრა 2017 წლის 9 დეკემბერს, 10 საათზე დაიწყება. ორგანიზატორთა განცხადებით, სამდღიანი „ლიდერ გოგონათა ბანაკი“ მოიცავს ტრენინგებს ლიდერობასა და აქტიურ მოქალაქეობაზე, საუბრებს ქალის როლზე დღევანდელ …
Continue reading “შეხვედრა ნასას ყოფილ ასტრონავტთან – ჰაიდი ფაიფერთან [ანონსი]”
კოსმოსური ბანაკი „Rocket Club“-ი ბათუმის ამერიკულ კუთხეში
არასამთავრობო ორგანიზაცია MGSDV-“Youth for Democracy” აცხადებს რეგისტრაციას 14-დან 17-წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის “კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მისაღებად. “კოსმოსური ბანაკი” ბათუმის, ზუგდიდის და თელავის ამერიკულ კუთხეებში ჩატარდება. კოსმოსური ბანაკი მოიცავს სალექციო პროგრამას და პრაქტიკულ სამუშაოებს სარაკეტო და ჰაერნაოსნობის ინჟინერიასა და კოსმოსური სივრცის კვლევის მიღწევების შესახებ.“კოსმოსურ ბანაკში” მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 14-დან 17-წლამდე, ბათუმის, ზუგდიდის ან თელავის ამერიკული კუთხეში არსებული “Rocket Club”-ის …
Continue reading “კოსმოსური ბანაკი „Rocket Club“-ი ბათუმის ამერიკულ კუთხეში”
ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში
29 სექტემბერს, 16:00 საათზე, ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, „ამერიკულ კუთხეში“ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის ნამუშევრები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება. ფოტოები ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული კურტისის ფოტოების ასლებია. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
ამერიკის კონსული მწვანე ბარათის მიღების წესებზე
დღეს ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ს კონსულმა საქართველოში „მწვანე ბარათის“ მოპოვებისთვის საჭირო პროცედურებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მან დეტალურად განუმარტა აუდიტორიას აპლიკაციის შევსების წესები. გარდა ამისა, კონსულმა უპასუხა შეკითხვებსაც, თუ რა შესაძლებლობები ეძლევათ ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს. კონსულის ინფორმაციით, ამერიკის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს განაცხადის ქართულად შევსების საშუალებას აძლევს. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან მწვანე ბარათი ცხრაასზე მეტმა …
Continue reading “ამერიკის კონსული მწვანე ბარათის მიღების წესებზე”
აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს
ბათუმის ამერიკულ კუთხეში კოორდინატორებისთვის ვორქშოპი მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი ცხრა ამერიკული კუთხის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარებაა. ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ერინ მარია ჯარეტის თქმით, ბათუმის ამერიკული კუთხე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომელიც ევროპის ამერიკული კუთხეების ათეულში შედის. დღეს, 19 სექტემბერს, საელჩომ კოორდინატორები დააჯილდოვა. განახლებული ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში …
Continue reading “აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს”
საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ბათუმში
3-7 ივლისს, ბათუმის ამერიკული კუთხე ახალგაზრდა მეწარმეებისთვის საზაფხულო ბანაკს აწყობს, სადაც მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ შეიძინონ საპროექტო იდეისთვის საჭირო უნარები (დაგეგმვა, ორგანიზება, ანალიზი, კომუნიკაცია, შეფასება) და ისწავლონ, თუ როგორ აქციონ საკუთარი ინიციატივები სამეწარმეო იდეად. ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია. აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 27 ივნისის 17:00 საათი. ბანაკში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა – …
Continue reading “საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ბათუმში”
NASA-ს ინჟინერი თბილისში და პირდაპირი ჩართვა ბათუმის ამერიკულ კუთხეში
საქართველოში NASA-ს ინჟინერი შონ ფულერი ჩამოდის. ვიზიტი დაგეგმილია 12-13 ივნისს და მოიცავს ამერიკის სამოქალაქო კოსმოსური პროგრამისა და ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებისათვის სამეცნიერო განათლების მნიშვნელობის შესახებ ლექციებსა და სემინარებს. 13 ივნისს 16:00 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში დაგეგმილია ონლაინ ვებჩატის მეშვეობით, თბილისში აშშ-ის საელჩოდან შონ ფულერის პირდაპირი ჩართვა. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. სამუშაო ენა: ინგლისური. იმავე დღეს, სამშაბათს, 13 …
Continue reading “NASA-ს ინჟინერი თბილისში და პირდაპირი ჩართვა ბათუმის ამერიკულ კუთხეში”
ბათუმის ამერიკული კუთხე თექაზე მუშაობის მსურველებს იწვევს
ბათუმის ამერიკული კუთხე, თექაზე მუშაობის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსებზე 30-დან 45 წლამდე ქალებს იწვევს. „მსურველები ორი კვირის მანძილზე გაივლიან პრაქტიკულ საათებს, სპეციალურად შერჩეული ტრენერის დახმარებით და თექისგან სხვადასხვა ნივთებს დაამზადებენ. ჩვენი პროგრამის მონაწილეებს საშუალებამიეცემათ სამომავლოდ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვის აქციაში, რომლის ორგანიზებასაც ბათუმის ამერიკული კუთხე უზრუნველყოფს. „ჩვენ მიერ შერჩეული აპლიკანტები ავტომატურად გახდებიან ტრეინინგ-მოდულის მონაწილეებიც თემაზე …
Continue reading “ბათუმის ამერიკული კუთხე თექაზე მუშაობის მსურველებს იწვევს”
ამერიკული კუთხე ტაქსის მძღოლებსა და ბანკის თანამშრომლებს ინგლისურს უფასოდ შეასწავლის
ტაქსის მძღოლებისთვის სასაუბრო ინგლისურის, ხოლო ბანკის თანამშრომლებისთვის ბიზნესინგლისურის უფასო ინტენსიური კურსის დაწყების შესახებ ინფორმაციას ბათუმის ამერიკული კუთხე ავრცელებს. ამერიკული კუთხის ინფორმაციით, ენის კურსები დაიწყება შემდეგი კვირიდან. თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 20 მსმენელის დასწრება არის დასაშვები. ბიზნესინგლისურის გაკვეთილები ჩატარდება: შაბათი 16:30- 17:30; კვირა 12:00- 13:00; სასაუბრო კურსი ტაქსის მძღოლებისთვის: ორშაბათი 16:00- 17:00; ხუთშაბათი 15:00- 16:00 ამერიკულ კუთხეში …
ირაკლი ჟვანია: თუკი ვერ ვაშენებთ ისეთ შენობებს, რომლებიც ძეგლის სტატუსს დაიმსახურებენ, ესე იგი, ვერაფერს ვქმნით
დღეს, 24 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში დოკუმენტური ფილმის – „არქიტექტურით მონათხრობი ამბავის“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. დისკუსია საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა გახსნა. ფილმი ასახულია საქართველოს დედაქალაქში, თბილისში არსებული ურბანული დაგეგმარების პრობლემები. ფილმის მეორე ნაწილში – „ქალაქის ხმა“ საუბარია ნიუ-იორკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იმაზე თუ ქალაქის ისტორიული შენობებისა და უბნების შენარჩუნების მიზნით, რა ძალისხმევა გასწია საზოგადოებამ. …
ბათუმში აშშ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობის კვირეული დაიწყო
დღეს, 24 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების 25-წლიანი თანამშრომლობის კვირეული გაიხსნა. ღონისძიება ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა აშშ-სა და საქართველოს ჰიმნებით გახსნა. შეხვედრას აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. ორი ქვეყნის ჰიმნების შესრულების შემდეგ საქართველოში …
Continue reading “ბათუმში აშშ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობის კვირეული დაიწყო”
პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ტრენინგი ახალგაზრდებისთვის
ბათუმის ამერიკული კუთხეში 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ონლაინტრენინგი ჩატარდება. ერთსაათიან ონლაინსესიაზე ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან კოდინგის საფუძვლებს და გაიგებენ თუ როგორ მუშაობს ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია თუ კომპიუტერული პროგრამები. ონლაინტრენინგზე გამოყენებული იქნება code.org-ზე განთავსებული სასწავლო მასალები. თებერვლის თვეში ჯამში ორი სესია გაიმართება (5 და 26 თებერვალი). კვირას, 5 თებერვალს, 13:00 საათზე, ტრენინგი ჩატარდება ბათუმის …
Continue reading “პროგრამირების საფუძვლების შესწავლის ტრენინგი ახალგაზრდებისთვის”
ონლაინ ჩართვა ამერიკის საელჩოდან
ხვალ, 18 ოქტომბერს 16:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართება პირდაპირი ჩართვა ამერიკის საელჩოდან თემაზე – ამერიკული არჩევნების თავისებურებები, საარჩევნო სისტემა, პოლიტიკური პარტიები და დებატები. ჩართვას წარუძღვება ამერიკელი ექსპერტი ჯონ ფორტიერი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი და საარჩევნო პროცესების მიმომხილველია. დასწრება თავისუფალია და შესაძლებელია კითხვების დასმა.
ორიგამის გაკვეთილები ბათუმში
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ მოხალისე ჯონგიუნ პარკი ორიგამის გაკვეთილებს ჩაატარებს. გაკვეთილის მსვლელობისას მონაწილეები ორიგამის საწყის პრინციპებს დაეუფლებიან. ორიგამი ქაღალდის სხვადასხვა ფიგურებად კეცვის, ძველი იაპონური ხელოვნებაა. ორიგამის გაკვეთილები ,,ამერიკულ კუთხეში” ყოველკვირეულად ჩატარდება. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ გაკვეთილებს და დაეუფლონ ქაღალდის ფიგურებისა და საგნების შექმნის ტრადიციულ იაპონურ ხელოვნებას.