საია-ს აჭარის ფილიალის უფროსი მეორე ვადით აირჩიეს

ანნა მდინარაძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს. ის კიდევ ერთი წელი იქნება ამ პოზიციაზე. გადაწყვეტილება საია-ს გამგეობამ გუშინ, 23 მაისს მიიღო. ანნა მდინარაძე საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელად გასული წლის 31 მარტს აირჩიეს. საია-ს დებულების მიხედვით, ერთი და იგივე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი. ანნა მდინარაძე 2012 წლიდან არის საია-ს …

„ჩემს შვილს ქმარი ეუბნებოდა, რომ უყვარს და ვერ გაშორდება, მუშტი ურტყა“ [ქალზე ძალადობა]

„ჩემს შვილს ქმარმა მუშტი თავში 25-ჯერ ჩაარტყა, მას თავის ტვინის შერყევა აქვს, სისხლჩაქცევები,“ – გვიყვება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედა, რომლის ვინაობასაც არ ვამხელთ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ დრომდე პროკურატურას ნაცემი ქალისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია. ქალის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. ბრალდებულ კაცს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ნაცემი ქალის დედის მონათხრობის მიხედვით, …

როდის უნდა დანიშნოს ცესკომ არჩევნების მეორე ტური

როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ამ დრომდე უცნობია. მეორე ტურის თარიღს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ნიშნავს. „ცესკომ 17 ნოემბრამდე უნდა შეაჯამოს პირველი ტურის შედეგები. შეჯამებიდან ორ დღეში კი, ცესკომ უნდა გამოსცეს განკარგულება მეორე ტურის თარიღის შესახებ“, – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. ცესკომ მეორე ტური არჩევნების პირველი …

როგორ შეიძლება ქუჩისთვის სახელის შეცვლა – საიას განმარტება

ბათუმის საკრებულო ლერმონტოვის ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის და საქართველოს მხარდამჭერის – ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების საკითხის განხილვას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა. რამდენიმე თვის წინ, მარტში, საკრებულომ უარი თქვა გრიბოედოვის ქუჩისთვის ცხინვალში გატაცებული და შემდეგ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების საკითხის განხილვაზე. მაშინ იურიდიულმა კომისიამ მსჯელობის შემდეგ განმარტა, რომ საკრებულოს შესაბამისი …

პატიმრის ცოლი: პაემნის უფლებას გვიზღუდავენ სასამართლოში საქმის მოგების მიუხედავად

„პაემნის უფლებას გვიზღუდავენ. ჩემს ქმარს ციხეში ხან ეუბნებიან, რომ რემონტია, ან დაკავებულია პაემნების ოთახი, ან დანიშნავენ პაემანს და ოჯახის წევრებს არ გვატყობინებენ. ჩემმა მეუღლემ სასამართლო სასჯელაღსრულების სამინისტროს წინააღმდეგ უკვე მოიგო, მაგრამ ბათუმის ციხის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შესრულება არ სურს, 2014 წლიდან დღემდე ხანგრძლივი პაემნით მხოლოდ ორჯერ ვისარგებლეთ,“ – ამას მსჯავრდებულის და იმავდროულად ბრალდებულის, ლეონიდე მიქაბერიძის ცოლი …

მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

2019 წლის იანვრიდან აჭარის მთავრობას საქვეუწყებო დაწესებულებები აღარ ექნება. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს „აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების“ არსებობას. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას უშუალოდ 4 დაწესებულება ექვემდებარება: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო,  საარქივო სამმართველო და გზების დეპარტამენტი. რას უპირებს ამ უწყებებს აჭარის მთავრობა? – მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ …

როდის შეიძლება დატოვო „შინაურული ანდერძი“

„მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, სავალდებულოა თუ არა ანდერძის ნოტარიული წესით დამოწმება. ნოტარიუსთან მისვლა სავალდებულო არ არის, შესაძლებელია ე.წ. შინაურული ანდერძის დატოვება,“ – გვიყვება ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. „შინაურულ ანდერძს“ კანონი  იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მამკვიდრებელს ნოტარიუსთან მისვლა არ სურს, მას ჩვეულებრივ ფურცელზე შეუძლია დაწეროს, ვის უტოვებს ქონებას და ხელი მოაწეროს. „თუმცა …

ვინ გადაიხდის ბანკის სესხს, როცა ციხეში ხვდები

კომერციული ბანკები სესხის დაბრუნებას იმ მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშიც. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რაც პატიმრობის ან მსგავს სიტუაციაში ბანკს სასესხო ვალდებულების გადახედვას აიძულებს. „მოქალაქის ხელში ამ დროს არ რჩება არანაირი ბერკეტი, ყველაფერი ისევ ბანკებისკენაა“, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე. „მსგავს სიტუაციაში რთული იქნება სასამართლოში დავის მოგება,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, …

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს

თუკი ზურაბ პატარაძე თანამდებობას დატოვებს, უფლებამოსილება შეუწყდება აჭარის მთავრობას, შესაბამისად, ავტომატურად თანამდებობას ყველა მინისტრი დატოვებს. ზურაბ პატარაძე ბრიფინგის ჩატარებას დღეს, 4 ივლისს, 14 საათზე გეგმავს. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი აჭარის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდა უყაროს კენჭი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ამ პროცესში მონაწილეობას აღარ იღებს …

საია ბანკის სესხთან დაკავშირებით – სასამართლო დაახლოებით ათჯერ ამცირებს პირგასამტეხლოს

მოქალაქე ზურაბ მიქელაძემ ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციასთან სასამართლო დავა ახლახან დაასრულა. მან სწრაფი ინტერნეტსესხი – 900 ლარი ორი წლის წინ აიღო, შემდეგ გადახდა გაუჭირდა და პირგასამტეხლო დააკისრეს – ჯამში მას 3200 ლარის დაბრუნება მოსთხოვეს. ზურაბ მიქელაძის ისტორია განსხვავებული არ არის. ამ კუთხით ახალ ტენდენციაზე საია-ში საუბრობენ – საბანკო დავების კუთხით მოქალაქეების მომართვიანობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, …

რა ქონებას მიიღებთ განქორწინების დროს – იურისტის განმარტება

რა ქონებას მიიღებს ქალი, თუკი მამაკაცმა თანაცხოვრების პერიოდში, მაგრამ მემკვიდრეობით მიიღო ქონება? ითვალისწინებს თუ არა სამართალი ფაქტობრივ თანაცხოვრებას და რა შემთხვევაში აქვს სასამართლოში დავის დაწყებას აზრი? – ამ კითხვებით ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, განქორწინებას აპირებს. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. განქორწინების პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ანნა მდინარაძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს. კონკრეტულ …

“სლავა 2015” კედლის აშენების უფლებას ითხოვს

კედლის აშენების მოთხოვნით ნებართვის მისაღებად კომპანიამ – “სლავა 2015” აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა. საუბარია ვაჟა-ფშაველას 13-ზე, სადაც ამ კომპანიამ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი უკანონოდ დაანგრია გასული წლის ნოემბერში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებისთვის “სლავა 2015”-მა უკვე გადაიხადა ჯარიმა – 10 000 ლარი. ორი კვირის წინ კი კომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა უკანონოდ …

Exit mobile version