მთავარი,სიახლეები

ურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა [ფოტო]

13.08.2018 • 2768
ურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა [ფოტო]

ფოთი-სარფის მაგისტრალზე, ურეკთან ახლოს, სოფელ წყალწმინდაში მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველის თქმით, როგორც ადგილზე ამბობენ, არავინ დაღუპულა და, სავარაუდოდ, არც არავინ დაშავებულა. ტრაილერი ყაზახეთის სანომრე ნიშნით გადაადგილდებოდა. ის მაგისტრალზე, მოსახვევში, 13 აგვისტოს, გამთენიისას გადაბრუნდა.

ამ დროისთვის გადაბრუნებული ტრაილერიდან და მისაბმელიდან ტვირთი სხვა ტრაილერში გადააქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრაილერი არაფერს დაჯახებია, თავისით გადაბრუნდა და დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა / 13.08.2018 / გიორგი ჯორბენაძის ფოტო

ურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა / 13.08.2018 / გიორგი ჯორბენაძის ფოტო

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: