„ვეღარ ვუძლებ“ – შშმ ქალი ბათუმში ნახევრად დანგრეულ ქოხში ცხოვრობს

გულნაზ ფერაძე 49 წლის შშმ ქალია. ის თითქმის დანგრეულ, დაობებულ და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ფიცრულში ცხოვრობს ბათუმში, ფერაძის ქუჩაზე. ნესტიანი ქოხი უფანჯროა, იატაკი ჩანგრეული, რის გამოც საძინებელ ოთახში დიდი ღრიჭოებია და თავისუფლად შეგიძლია დაინახო ეზო. ქოხი გულნაზის 300 ლარად აქვს ნაქირავები. უკანა კედელი არ აქვს საპირფარეშოდ გამოყოფილ ადგილს, ჭერიც დაზიანებულია. ადგილი, სადაც წესით აბაზანა უნდა იყოს, …

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე“ – ეტლით მოსარგებლე ქალი ბათუმიდან

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – მეცხოვრა დამოუკიდებლად, ავისრულე. ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ“-ამბობს „ბათუმელებთან“ 23 წლის თამარ მიქელაძე. თამარი ეტლით მოსარგებლეა. დამოუკიდებლად ცხოვრების გადაწყვეტილება ექვსი წლის წინ მიიღო და მას შემდეგ მიზნისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტია. „16 წლის ასაკში, „ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში გავემგზავრე. ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო, როცა მშობლების გარეშე სადღაც მარტოდ წავედი. გარეთაც კი …

ეტლით საფრანგეთში, ემიგრაციაში – საქართველოში ფული არ მქონდა, აქ უფასოდ მმკურნალობენ

მეგი გონჩაროვამ საქართველო 2021 წლის სექტემბერში დატოვა და ერთი წლის შვილთან ერთად, ეტლში მჯდომმა, ჯერ საქართველოდან თურქეთში იფრინა, შემდეგ კი საფრანგეთამდე ავტობუსით იმგზავრა. ერთი კვირა ტულუზას აეროპორტში ეძინა შვილთან ერთად, შემდეგ კი საფრანგეთის მთავრობას ლტოლვილად ჩაბარდა. მეგი რამდენიმე წლის წინ მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მხოლოდ ეტლით შეეძლო გადაადგილება, თუმცა არსებობდა იმედი, რომ ოპერაციის …

რას და როგორ ცვლიან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აჭარაში

მაია შერვაშიძე 32 წლისაა. განათლება სახლში მიიღო. სკოლაში არ უვლია. მასწავლებელი ოჯახში აკითხავდა და ისე დაამთავრა სკოლა. მაია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. „მე და ეტლი ბავშვობიდან ვმეგობრობთო“ – ამბობს. სკოლის პერიოდზე საუბრისას, „ბნელი წლები იყოო“ – ამბობს და იმ დროს იხსენებს, პირველად სახლიდან დამოუკიდებლად რომ წავიდა ბანაკში. „თომა კაკაბაძეს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ჰქონდა ორგანიზაცია „ცვლილებები …

ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი

მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. სულ ათი მედალი მოიპოვეს მკლავჭიდელებმა. აქედან 6 ოქროა და 4 ვერცხლი. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა. „ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია …

ვინ აპროტესტებს შშმ დედებისა და ორსულებისთვის აჭარაში ერთჯერადად 2000 ლარის მიცემას

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინიციატივით, აჭარაში ახალი პროგრამა შემუშავადა, რომლის ფარგლებშიც შშმ ორსული ქალები და 1 წლამდე ასაკის ბავშვის დედები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას – 2 ათას ლარს მიიღებენ. საპილოტე პროგრამა უკვე გათვალისწინებულია აჭარის ბიუჯეტში და ამ ეტაპზე მხოლოდ 20 ბენეფიციარისთვის არის გათვლილი. თუმცა, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამას სხვა …

„ხშირად, ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ ვაღწევ“ – რატომ არ მიუწვდებათ შშმ ქალებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელი

რეგიონში მცხოვრებ შშმ ქალებს, არაადაპტირებული გარემოს გამო სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ეტლით მოსარგებლე შშმ ქალები არიან, რადგან ისინი ხშირად ექიმის კაბინეტამდეც კი ვერ აღწევენ. 42 წლის ეკა ქაჯაია ეტლით მოსარგებლეა. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანში ცხოვრობს. შვილი ოთხი წლის წინ გააჩინა და გვიყვება იმის შესახებ, თუ რამდენად სტრესული იყო მისთვის სამედიცინო …

მეუბნებოდნენ, რომ შვილს ვერ გავაჩენდი – ქალი, რომელიც დაცემის შემდეგ შშმ პირი გახდა

„ვერასოდეს გაივლი და ვერც შვილს გააჩენ“ – ეუბნებოდნენ 24 წლის მეგი გონჩაროვას. ის ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემლის ტრავმა მიიღო. ტრავიდან 5 თვის შემდეგ მეგი დაფეხმძიმდა და უკვე პატარა ლილე ჰყავს. თურქეთში ექიმები იმედს აძლევენ, რომ თუ ერთ ოპერაციას კიდევ გაიკეთებს, შესაძლოა გაიაროს. ოპერაციისთვის მეგის ფინანსები სჭირდება, რაშიც საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. …

„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია [Video]

რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს. ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ …

მსოფლიო სირბილსა და მშვილდოსნობის ჩემპიონატში გამარჯვებული ქალი საქართველოდან

„პირველი კატეგორიის შშმ პირი ვარ, ეტლით მოსარგებლე. ზურგის ტვინის, ხერხემლის, დაზიანების გამო განმივითარდა ქვედა კიდურების პარეზი. 6 წლის წინ, როცა ჩემი შვილი, ლუკა იყო 7 წლის, სკოლის ექსკურსიაზე წავედით, იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში. სურათს ვიღებდით და მორყეული მოაჯირიდან გადმოვვარდი…“ – გვიყვება თეა ბოლქვაძე. თეა გადმოვარდნის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა. ის, რაზეც საუბარი უძნელდებათ თეას თქმით, რეანიმაციაში …

Exit mobile version