„საბაჟოს [გაფორმების ეკონომიკური ზონის] შემდეგ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის უკან, სადაც ნაგავსაყრელის შესასვლელია, არის ასეთი ჰაერის დაბინძურება. როდესაც გავივლი სულ ასეა და მაინტერესებს ასე უნდა იყოს? ნორმალურია ეს? თითქმის ყოველდღე ასე წამლავენ ხალხს და იქნებ ვინმემ მიხედოს ამას. გზაზე ავტომანქანით გავლისას მინებს თუ არ ამოწევ დაიხრჩობი, ისეთი მძაფრი სუნი აქვს, რას წვავენ ასეთს?“ – მოგვწერა „ბათუმელებს“ …
Tag Archives: შპს „სანდასუფთავება“
ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს. კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია 150 ბოქლომის შეძენა, ქალაქში კი, ამ დროისთვის 50 სეპარირების ურნაა განთავსებული. იგეგმება 10 ურნის დამატებაც. 150 ბოქლომის შესაძენად შპს „სანდასუფთავება“ ამ ეტაპზე სავარაუდო ღირებულებას ადგენს, რისთვისაც ბაზარს იკვლევს. შესაძენი ბოქლომის სიგრძე არანაკლებ 40 სმ და არაუმეტეს 60სმ უნდა იყოს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა …
Continue reading “ბათუმის მერია სეპარირების ურნებს ბოქლომებს დაადებს”
ბათუმის „სანდასუფთავების“ უფროსი ახალ ავტომანქანას ყიდულობს
„ბატონო არჩილ, მართლა მაინტერესებს, რა მანქანა გემსახურებათ?“ – ჰკითხა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ. მანვე სხდომაზე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიის ორგანიზაცია, შპს „სანდასუფთავება“ ორი ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის ბიუჯეტი 212 000 ლარია. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ერთ ავტომანქანას ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, სულხან ევგენიძისთვის ყიდულობენ. საკრებულოს წევრს აინტერესებდა, რატომ ყიდულობს ბათუმის მერიის სანდასუფთავების უფროსი …
Continue reading “ბათუმის „სანდასუფთავების“ უფროსი ახალ ავტომანქანას ყიდულობს”
მეეზოვის 18 ვაკანსია ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში
ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურს მეეზოვის 18 ვაკანსია აქვს. მეეზოვეები შვიდ ლოკაციაზე იმუშავებენ. როგორც სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, ვაკანსიაზე შესარჩევად კონკრეტული კრიტერიუმი არ აქვთ, „მთავარია, ჰქონდეთ მუშაობის სურვილი და ფიზიკურადაც შეეძლოთ მუშაობა,“ – გვითხრეს სამსახურში. მეეზოვის ხელფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, დღის განმავლობაში რა დროს სურს მუშაობა. დილით, ანუ პირველ ცვლაში მეეზოვის ხელფასი (დარიცხვით) 700 ლარია, სამუშაო 06:00 …
Continue reading “მეეზოვის 18 ვაკანსია ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში”
ბათუმის სანდასუფთავება 27 460 ლარად სამბორბლიან ველოსიპედებს ყიდულობს
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავება“ სამბორბლიან 8 ველოსიპედის ყიდვას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 27 460 ლარია. ანუ ერთ ველოსიპედში „სანდასუფთავება“ მაქსიმუმ 3 398 ლარს გადაიხდის [ტენდერში ფასის კლების ბიჯი 270 ლარია]. ტექნიკური პირობის მიხედვით, ველოსიპედი უნდა იყოს: სამბორბლიანი, მრავალფუნქციური [ქარხნული წარმოების], ახალი, ფოლადის კორპუსით და სამუხრუჭე სისტემით; ტვირთამწეობა – არანაკლებ 190 კგ. გადაცემა: მრუდ …
Continue reading “ბათუმის სანდასუფთავება 27 460 ლარად სამბორბლიან ველოსიპედებს ყიდულობს”
„რით დავგავო, როცა ცოცხიც კი არ მაქვს?“ – მეეზოვე ამბობს, რომ 25 დეკემბრიდან გაფიცვას გეგმავენ
მეეზოვე ცისანა მსხალაძე იხსენებს, როგორ დაურიცხეს შარშან, 2019 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში პრემიის სახით მეცამეტე ხელფასი. ის ამბობს, რომ მეეზოვეებს და სანდასუფთავების სხვა თანაშრომლებს, კერძოდ, ნაგვის მანქანების მძღოლებს, ნაგვის კონტეინერების გამტანებს, მე-13 ხელფასს საახალწლოდ წელსაც დაჰპირდნენ, მაგრამ აღარ აძლევენ. „დირექტორმა გვითხრა, რომ მერია ამბობს უარს მოგვცეს მეცამეტე ხელფასი“, – გვიყვება ცისანა მსხალაძე. „შარშან დაგვპირდნენ …
სანდასუფთავება: ყოველ დღეს გვაქვს გამოძახება დეზინფექციაზე
კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე როგორც კომერციული, ასევე საჯარო უწყებების მხრიდან. „ყოველდღე გვაქვს გამოძახება, დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ“, – გვითხრეს ბათუმის მერიის სანდასუფთავებაში. ბათუმის „სანდასუფთავების“ ფინანსური დირექტორის მოადგილის, ნარგიზ ფალავანდიშვილის თქმით, მომსახურება ფასიანია როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე კომერციული ობიექტებისთვის. „1 კვ. მეტრის დეზინფექცია 15 თეთრი ღირს ამ ეტაპზე, შეძენილი პრეპარატების თვითღირებულებიდან გამომდინარე. შემდეგ …
Continue reading “სანდასუფთავება: ყოველ დღეს გვაქვს გამოძახება დეზინფექციაზე”
ძროხა ბათუმის სკვერში – მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდა [ფოტო]
„სანდასუფთავებამ“ ბათუმში მოქალაქე დააჯარიმა, რომლის ძროხა ყინულის სასახლის მიმდებარე სკვერში ძოვდა ბალახს. ჯარიმა ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყუროდ დატოვების გამო 20 ლარია.
დაკავებული პირუტყვი [ფოტო]
შპს „სანდასუფთავების“ ინფორმაციით, გაფრთხილების მიუხედავად, ბათუმში კვლავ გრძელდება უმეთვალყუროდ დატოვებული პირუტყვის გადაყვანა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე. დაკავებული პირუტყვის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
მსხვილფეხა პირუტყვი ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე [ფოტოამბავი]
ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მეთვალყურის გარეშე მყოფ მსხვილფეხა პირუტყვს ხშირად ნახავთ, რაც საგზაო მოძრაობას უქმნის საფრთხეს. ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება მეთვალყურეობის გარეშე აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში პირუტყვს შპს „სანდასუფთავება“ აკავებს და მეპატრონეს მის გამოსახსნელად ჯარიმის გადახდა უწევს. ამავე თემაზე: ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]
ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]
დღეს, პირველ აპრილს, შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. დაკავებული ძროხის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
პოლიეთილენის ბოთლები მდინარე მეჯინისწყალში [ფოტოამბავი]
დღეს, 4 სექტემბერს, შპს „სანდასუფთავებამ“ მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს.
ბათუმის „სანდასუფთავება“ ბულვარში სწრაფი რეაგირებისთვის მოტოსკუტერებს ყიდულობს
ბათუმის მუნიციპალური შპს „სანდასუფთავება“ სამბორბლიანი, ორადგილიანი ელექტროსკუტერების შეძენას გეგმავს. კომპანიას ორი ერთეული ელექტროსკუტერის შესაძენად 5 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. „სანდასუფთავების“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ელექტრომოტოსკუტერები კომპანიას ბათუმის ბულვარში სწრაფი რეაგირებისა და მონიტორინგისთვის სჭირდება. სკუტერების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 4 სექტემბერს დამთავრდება.
სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო ბათუმში მოქალაქე დაჯარიმდა
დღეს, 13 მარტს, ბათუმში შპს „სანდასუფთავებამ“ სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო ადმინისტრაციული ოქმის შეადგენა მოქალაქის მიმართ. ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის lI ნაწილით ეს სამართალდარღვევა 500 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.
დაეხმარება თუ არა მერია ავარიის შედეგად დაღუპული 60 წლის მეეზოვის ოჯახს
„ვფიქრობთ მაგ საკითხზე. ხვალისთვის გვეცოდინება პასუხი, რადგან მერიასთან უნდა შევათანხოთ. ვერ გეტყვით, თანხის რა ოდენობით დავეხმარებით ოჯახს,“ – გვითხრა შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ უფროსის მოადგილემ, ნარგიზ ფალავანდიშვილმა. მას ვკითხეთ, დაეხმარება თუ არა ბათუმის მერია ბათუმში გარდაცვლილი მეეზოვის ოჯახს. 60 წლის მეეზოვე ქალი, დღეს, 8 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მას მსუბუქი ავტომანქანა ზურგიდან …
Continue reading “დაეხმარება თუ არა მერია ავარიის შედეგად დაღუპული 60 წლის მეეზოვის ოჯახს”
ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა
შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან დღემდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის. ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. სამსახურის უფროსი, შოთა თოდაძე ამბობს, რომ 28 მაისიდან 25 ივნისამდე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მათმა სამსახურმა 25-მდე ოქმი დაწერა და …
Continue reading “ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა”
„სანდასუფთავება“ მოსახლეობიდან სამშენებლო ნარჩენების იაფად გატანას გეგმავს – ახალი სერვისი
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ ახალ პროგრამაზე მუშაობენ, რაც სამშენებლო ნარჩენების გატანის ღირებულების გადახედვას და ახალი ფასების შემოღებას ითვალისწინებს. „თუ ვთქვათ, 5 ტომარა სამშენებლო ნარჩენი აქვს მოქალაქეს, ის 120 ლარს, ბუნებრივია, არ გადაგიხდის და ურნა უნდა დაგვიზიანოს. ვმუშაობთ ფასების დადგენაზე არა იმიტომ, რომ მომგებიანი იყოს მომსახურება, არამედ მივაჩვიოთ ხალხი პასუხისმგებლობას. მაგალითად, 1 ტომარა ნარჩენი რომ გავიტანოთ …
ნაგავსაყარი ბათუმის იუსტიციის სახლთან [ფოტოამბავი]
ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, იუსტიციის სახლის უკან ტერიტორია ნაგავსაყარადაა ქცეული. სამშენებლო ნარჩენების გარდა აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია. შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ პირველ ივლისს, შაბათს, ამ ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება.
ბათუმის მერია: თუ დააფიქსირებთ გადავსებულ კონტეინერებს, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე
ბათუმის მერია მოუწოდებს ქალაქის მოსახლეობას, თუ დააფიქსირებენ გადავსებულ ნაგვის კონტეინერებს, დარეკონ შპს „სანდასუფთავების“ ცხელ ხაზზე: 577-49-59-59 ან 577 -93-55-60. „ქალაქში უხვი ნალექის გამო გართულებული იყო ნაგავშემკრებ კონტეინერებთან მისვლა, რის გამოც ვერ განხორციელდა გრაფიკისა და მარშრუტების დაცვა, რამაც შეფერხებები გამოიწვია ნარჩენების გატანის სამუშაოების განხორციელებაში. ამ წუთებშიც მიმდინარეობს დარჩენილ კონტეინერებთან მისასვლელი გზების გაწმენდა და ნარჩენების გამოტანა,“ – …
Continue reading “ბათუმის მერია: თუ დააფიქსირებთ გადავსებულ კონტეინერებს, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე”