ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან გააძევეს. როგორც მისი მეგობარი, ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე ღამით გაიყვანეს თურქეთში. „ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“, – წერს ნინო კაკულია. „ბათუმელებთან“ კი ნინო კაკულია ამბობს, რომ მას დღეს, 11 ივნისს, 8:00 საათზე დაუკავშირდა თემურ ქათამაძის მეგობარი თურქეთიდან და შეატყობინა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთშია. „თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა …

აშშ-ში ქართველებმა გაიხსენეს 1924 წლის აჯანყება საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ – რა მოხდა 100 წლის წინ | ფოტო

ავტორი: ნათია კაპანაძე რა ხდებოდა 100 წლის, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში? – ქართველები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ. აჯანყდნენ და დამარცხდნენ. მაშინ სტალინის ბრძანებით ძალიან ბევრი ადამიანი დახოცეს. სწორედ ეს აჯანყება გაიხსენეს ვაშინგტონში გუშინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს. „პოლიტიკური მეხსიერება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – ამბობს საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც გუშინ, ვაშინგტონში, …

ჩემი მადლიერების დღესასწაული – არის თუ არა დიაგნოზი განაჩენი

ავტორი: ნათია კაპანაძე ამ დილით ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა რომ დავითვალე, ჩემ მოულოდნელობებს სიხარულის კიდევ ერთი ნაკადი შეუერთდა. პირველი მადლიერების დღეა ამერიკაში. მაშინ, როცა ირგვლივ ოჯახები შტატიდან შტატში მოგზაურობენ ერთმანეთთან შესახვედრად, Პატარა ნიუ იორკული ოთახის კედლებში ვეღარ ვატევ იმას, რამაც ამ მადლიერების დღემდე მომიყვანა.  სულ ახლახან, 22 ნოემბერს, გიორგობის და მადლიერების დღესასწაულებს შორის პირველი …

ჯულიარდის კონსერვატორიის ქართველი სტუდენტი აშშ-დან დანახულ საქართველოზე

23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურზე, სრული დაფინანსებით. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან მაილს დევისი, ნინა სიმონე, ჩიკ კორეა, არეტა ფრანკლინი და სხვები. ელენე კლავესინს და კლავიშებიან …

ობამას ფონდის ლიდერი ქალი საქართველოდან – „რუსეთი ოკუპანტიას შემდეგ მაგრამ არ იწერება“

„14 წლის ვიყავი, როცა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ჩემს სახლს გადაუფრინა. მას შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ ხდება ასეთი უსამართლობა მსოფლიოში. ალბათ პოლიტიკითაც იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიმეღო“- ამბობს მაკა ტოხიშვილი. 2023 წელს მაკა ტოხიშვილი შეარჩიეს ბარაკ ობამას ფონდის ლიდერების ევროპის პროგრამაში, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიდერობის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა. როგორ ხედავს …

„მადლობელი უნდა ვიყო, რუსეთში რომ გავიზარდე“ – ინტერვიუ პეტერბურგელ ქართველთან

რას ფიქრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე რუსეთში მცხოვრები ქართველები, რა მდგომარეობაა მათი დაკვირვებით რუსეთში, შეცვალა თუ არა ომმა იქ მცხოვრებთა ყოველდღიურობა და როგორ აფასებენ რუსეთში მცხოვრები ქართველები მიმდინარე ომს, აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომებს. ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებს“ 33 წლის მარიამ გ-ს ესაუბრა პეტერბურგიდან. მარიამი გვარის და პროფესიის დაფარვას გვთხოვს. რუსეთში ომის წოდება ისჯება და …

ემიგრანტები პასპორტს ნახევარ ფასად, პირადობის მოწმობას კი უფასოდ მიიღებენ – იუსტიცია

24 მაისიდან 7 ივნისამდე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი – უფასოდ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე: [checklist] რომელსაც არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; რომლის ბიომეტრიული პასპორტი ვადაგასულია ან 2021 წლის 7 ივნისამდე გასდის მოქმედების ვადა; რომელიც ფლობს ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტს. [/checklist] …

ქართველი, რომელიც ყოველ დღე შვედეთიდან დანიაში დადის სამსახურში

30 წლის ნინო მირესაშვილი უკვე 11 წელია შვედეთში ცხოვრობს. ნინო 2009 წელს შვედეთში ჩავიდა, როგორც სტუდენტი, შვედეთის პატარა ქალაქ იონშოპინგში დაამთავრა ბაკალავრიატი ეკონომიკის მიმართულებით, მაგისტრატურაში კი სწავლა სტოკჰოლმში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, კაროლინსკას ინსტიტუტში გააგრძელა ჯანდაცვის ეკონომიკის მიმართულებით. ახლა ნინო შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეა, საპორტო ქალაქ მალმოში ცხოვრობს და დანიაში, კოპენჰაგენში მუშაობს. ყოველ სამუშაო დღეს იგი …

14 წლის ბიჭმა ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში შშმ პირთა სათნოების სახლისთვის

გიორგი ვენკო თოთხმეტი წლისაა, ლევან ვენკო კი – თორმეტის. გარდა იმისა, რომ ძმები არიან, მათ ერთი დიდი საერთო აქვთ – ორივე ქველმოქმედია. გიორგისა და ლევანს დედა ქართველი ჰყავთ, მამა – ჰოლანდიელი და ჰოლანდიაში ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც დედისგან გიორგიმ კახეთში „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ შეიტყო, 12 წლის ბიჭმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია მოაწყო, …

რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

ნებისმიერ ემიგრანტს, რომელიც უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებას თავისი ნებით გადაწყვეტს, დაადეპორტებენ ან რეადმისიის პროგრამაში მოხვდება, სახელმწიფო რეინტეგრაციაში დახმარებას სთავაზობს. 2017 წელს პროგრამის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი, 650 ათასი ლარია გათვალისწინებული. რამდენად არის ინფორმაცია „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი, რამდენი მიგრანტი მიმართავს სახელმწიფოს და …

Exit mobile version