აჭარაში წელს ორსულების გარდა 3800-მდე მოზარდს შეამოწმებენ ტყვიაზე

წელს აჭარაში ტყვიის შემცველობას ორსულებისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების გარდა 8-14 წლამდე მოზარდებშიც შეამოწმებენ. შესაბამის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.  კვლევაზე 8-14 წლამდე ასაკის მოზარდებს პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან გადაამისამართრბენ.  წელს კვლევა საპროგნოზოდ 3800  ბავშვს ჩაუტარდება, რომელთაც  შედეგების მიხედვით განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზანაქიძის შეფასებით, გასულ წელს ამ პროგრამით „საკმაოდ …

აჭარაში სისხლში ტყვია გამოუვლინდა 6000 ორსული და მეძუძური ქალების 65 პროცენტს

2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კვლევის შედეგად 3908 (65.1%) ბენეფიციარს გამოუვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ, მათ შორის: …

ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში 29 ოქტომბერს ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქიმიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელმა კეროლაინ ვიკერსმა ისაუბრა ტყვიის მავნე ზეგავლენაზე.  მან ტყვიის ექსპოზიციის მთავარ წყაროდ საღებავები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტყვიით მოწამვლის შედეგად ბავშვების, მათ შორის მუცლადმყოფი ნაყოფის, ტვინი და ნერვული სისტემა ზიანდება: „ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშის ინტელექტუალურ განვითარებაზე, ამცირებს …

აჭარაში ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს ტყვიაზე გამოიკვლევენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, უფასო კვლევებს ჩაუტარებენ. კვლევის ჩატარება შესაძლებელია ბათუმის 4 სამედიცინო დაწესებულებაში: ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ბათუმის სამედიცინო ცენტრი მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, პირველ ეტაპზე 1000 ქალის გამოკვლევაა დაგეგმილი. იმ …

რა არის ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზები – წინასწარი კვლევის შედეგები

მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აქვს, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ტყვიის სავარაუდო წყაროების დადგენის მიზნით, მოკვლევა დაიწყო. წინასწარი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საქართველოში, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ არსებობს ტყვიის ექსპოზიციის არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე წყარო. ტყვიის უფრო ზუსტი წყაროებისა და …

საქართველოში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზებს გამოიკვლევენ – ინტერვიუ

როგორ გაგრძელდა საქართველოში ტყვიის წყაროების შესწავლის პროცესი მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოკვლეული ბავშვების 41 პროცენტში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აჩვენა? – ამ თემაზე გაეროს ბავშვთა ფონდის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელს, ანდრია ნადირაძეს ვესაუბრეთ. ბატონო ანდრია, მას შემდეგ, რაც ბავშვებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, საუბარი იყო გარემოს კვლევის აუცილებლობაზე წყაროების დადგენის მიზნით, ასევე სპეციალური სახელმწიფო …

სუნელები სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მთავარი მიზეზია – ახალი კვლევის შედეგები

უკვე ცნობილია შედეგები კვლევისა, რომელსაც უნდა შეესწავლა იმ ბავშვების საცხოვრებელი გარემო, რომლებსაც, 2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა დაუფიქსირდათ. [gray_box]ამ თემაზე: აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა – კვლევა[/gray_box] ლელა სტურუა, დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის …

მთავრობა ტყვიით მოშხამვაზე ცნობიერებას ამაღლებს, თუმცა საღებავში ტყვიას არ ამოწმებს

ყოველი წლის ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს საქართველოშიც აღინიშნება კვირეული, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით – „აკრძალე ტყვია საღებავებში“. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ფლაერები და ბუკლეტებიც მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რატომ არის საშიში ტყვიის ზემოქმედება ორგანიზმზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და მოცემულია რეკომენდაციები …

Exit mobile version