ბათუმში რამდენიმე სამარშრუტო ხაზით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. დღეს, 21 აპრილს, მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუხდათ. ამ ეტაპზე გაძვირებულია #25, #46 და #28 სამარშრუტო ხაზებით მგზავრობა. „გაძვირება უკავშირდება საწვავის გაზრდილ ფასს და სხვა ხარჯებიც მომატებულია. დიდი ხანია თავს ვიკავებთ გაძვირებაზე, მაგრამ ბოლოს მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. გაუჭირდა ხაზებს მუშაობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნუგზარ …
Tag Archives: ტრანსპორტი
ტრანზიტული ნომერი გაძვირდა, ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუშები კი იცვლება
ავტომობილის და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნომრები 2026 წლის 1-ლი მარტიდან შეიცვლება. ახალი ნიმუშები „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაამტკიცა. ფაქტობრივად სიახლეა ის, რომ შემოდის შიდა ტრანზიტის ახალი ნომრები [განსხვავება იქნება – ლურჯი ზოლი წითელის ნაცვლად], დღეს არსებული „შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული“ [წითელზოლიანი] ნომრები კი, მხოლოდ „ტრანზიტულ“ ნომრებად დარჩება. ამასთან, ტრანზიტული ნომრების გაცემის საფასური …
ორმხრივი გახდება ჭავჭავაძის, ნინოშვილის და გრიბოედოვის ქუჩები ბათუმში – ჩაიკეტება რუსთაველი
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ამავე პერიოდში კი, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსთაველის ქუჩის ჩაკეტვა [გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში] ორშაბათიდან, 10 თებერვლიდან იგეგმება. შესაბამისად, სავარაუდოდ, ასევე …
თოვის გამო კურორტ გოდერძისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რთული მდგომარეობაა წალკაშიც გზებზე. „თბილისიდან წალკის მიმართულებით არავინ წამოხვიდეთ, ავარიებია გზებზე, ყოველ ერთ კილომეტრზე ჩაკეტილია გზა ნამქერის გამო“- …
Continue reading “თოვის გამო კურორტ გოდერძისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება”
ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს – არაადაპტირებული მიკროავტობუსები ბათუმში
„ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 100 ახალი მიკროავტობუსი შეიძინა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 15,9 მლნ ლარს გადავიხდით. ახალი მიკროავტობუსები ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულში იმოძრავებს. სიძვირის მიუხედავად, მიკროავტობუსები ადაპტირებული არ არის და შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე პირები ვერ ისარგებლებენ. არქიტექტორი ნოდო ქარცივაძე ეტლითმოსარგებლეა და სოფელ ახალშენიდან ყოველ დღე უწევს ქალაქში ჩამოსვლა. ახალი მიკროავტობუსი მისი სოფლის მიმართულებითაც ივლის, თუმცა ნოდო ქარცივაძეს ამ ტრანსპორტით …
რატომ ვერ წავიდა ბავშვების ნაწილი სკოლაში – რას ამბობენ მოსწავლეების გადამყვან კომპანიაში
15 იანვარს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სკოლების გარკვეულ ნაწილში ბავშვები სასწავლო პროცესს ვერ დაესწრნენ, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მათი ტრანსპორტით მომსახურება ვერ უზრუნველყო. „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ გუშინ ბავშვები ტრანსპორტს არ მიუყვანია სკოლაში, თუმცა რატომ – ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია. „თოვლია და ალბათ მაგიტომ არ მოვიდა ტრანსპორტი“, – …
ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავს, დანიშნეთ ავტობუსი – რას პასუხობს მერია ჩელტის მცხოვრებთ
ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტის მოსახლეობა სოფელში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. „არჩევნების დრო რომ მოვა, სუყველა მოვა ეზოში. აი, მაშინ მიიღებენ სათანადო პასუხს. ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს, მარშუტკები არ დადის შესაბამისი ოდენობის, ამიტომ ვითხოვთ დაინიშნოს მუნიციპალური ავტობუსი. ახლა სკოლა დაიწყო, ბავშვები ვერ დაგვყავს,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე, სოფელ ჩელტის მცხოვრები. თამარი და მისი მეზობლები ამბობენ, რომ უტრანსპორტობა ყოველდღიურად …
ხელვაჩაურის „დაუსრულებელ“ საცობში დაკარგული საათები – სტუდენტები ქედიდან
სტუდენტები – მარიამ დვალიძე და ირმა მელაძე ბათუმში თითქმის ყოველდღე ქედიდან დადიან. ისინი ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან და როგორც ამბობენ, ადრე თუ გზაში 30-40 წუთი სჭირდებოდათ, ახლა ქედის მუნიციპალიტეტიდან ბათუმში ჩამოსვლას რამდენიმე საათს უნდებიან. ამის მთავარ მიზეზად ისინი ხელვაჩაურში „დაუსრულებელ“ საცობებს ასახელებენ. „ხშირად მგზავრობისას ფიზიკურ ტკივილში გადამდის ხერხემლის ტკივილი. დაღლილობის შედეგად მტკივა …
Continue reading “ხელვაჩაურის „დაუსრულებელ“ საცობში დაკარგული საათები – სტუდენტები ქედიდან”
ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს
28 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს. ასევე, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დღეს, 26 ნოემბერს, კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შესახებ …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს”
ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს
ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ …
Continue reading “ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს”
26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
„ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დაზუსტებული განცხადებით, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში ჩერდება მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან შეჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას …
Continue reading “26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება”
ბათუმსა და თბილისს შორის მატარებლების მიმოსვლა არ შეჩერდება – საქართველოს რკინიგზა
თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოძრაობას და 25 სექტემბრიდან მიმოსვლა არ შეჩერდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს. „ხვალიდან, აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“ – განაცხადა დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოს მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. შეზღუდვების ვადა უცნობია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვადა დაკონკრეტდება შექმნილი მდგომარეობიდან …
ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია
მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარით დამუშავებას ხვალიდან [3 მარტი] დაიწყებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სპეციალური ხსნარით ავტობუსებს, სავარაუდოდ, დღეში ორჯერ დაამუშავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, უკვე დაიწყო სამარშრუტო მიკროავტობუსების დასუფთავებაც: „გუშინ იყო შეხვედრა ბათუმის ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან და მათ მიეცათ რეკომენდაციები, რომ სპეციალური სითხეების გამოყენებით მოხდეს ტრანსპორტის დასუფთავება“. მერიაში განმარტეს, რომ საზოგადოებრივ …
Continue reading “ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია”
საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები
სოფელი ზედა ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში მდებარეობს. 2012 წელს აქ ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის ყურადღების ცენტრში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე. …
Continue reading “საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები”
რატომ ძვირდება ტაქსი „მაქსიმის“ მომსახურება
ტაქსი „მაქსიმის“ მომსახურება 20 თეთრით ძვირდება იმ შემთხვევაში, თუკი ტაქსს ტელეფონით, მობილური ოპერატორების დახმარებით გამოიძახებთ. ტარიფები იგივე დარჩება მობილური აპლიკაციის სარგებლობის დროს. ამ ცვლილების გამო ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. „მძღოლებისთვის არაფერი იცვლება. 20 თეთრი, რაზეც დავობენ ისინი, არ არის მათი შემოსავლის ნაწილი, არც კომპანიის, ეს არის მგზავრების გადასახდელი თანხა, კონტაქტ-ცენტრის მომსახურებისთვის,“ – …
Continue reading “რატომ ძვირდება ტაქსი „მაქსიმის“ მომსახურება”
გეგმა ბათუმისთვის: მსუბუქი ავტომანქანები ავტობუსებმა და ველოსიპედებმა უნდა ჩაანაცვლოს
„მერიამ ადამიანები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა გადაიყვანოს,“ – ეს გეგმის ავტორების მთავარი გზავნილია. როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმში სატრანსპორტო სისტემა – სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დღეს მოეწყო. გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ექსპერტებმა შეიმუშავეს და იგი 2030 წლამდე კონკრეტული აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს. „პარკირება არის საცობის გამომწვევი მთავარი პრობლემა. როცა ადამიანმა …
სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ
სტუდენტებს, რომლებმაც მატარებლით მგზავრობის დროს სპეციალური შეღავათით ვერ ისარგებლეს და მატარებლის ბილეთში სრული ფასი გადაიხადეს, გადახდილი თანხის ნახევარს უკან დაუბრუნებენ. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სტუდენტებმა წერილობით „საქართველოს რკინიგზას“ უნდა მიმართონ ბილეთების შეძენის სალაროებში და პირადობის მოწმობის, ასევე შეძენილი ბილეთის ასლი უნდა დატოვონ. მათ შეძენილი ბილეთის 50 პროცენტი მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. „სტუდენტებისთვის …
Continue reading “სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ”
პარკირების ახალი სტრატეგიისა და ბათუმის ურბანული განვითარების გეგმის განხილვა „შერატონში“
დღეს, 3 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმის პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის სცენარებისა და მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა იგეგმება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული …
ბათუმის მერია: 24 დეკემბერს გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი ცალმხრივად ჩაიკეტება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 24 დეკემბერს, 08:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება გოგებაშვილის ქუჩაზე, გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან [„რედისონის“ მიმდებარედ] ჭავჭავაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში – ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტით, რუსთაველიდან დემეტრე თავდადებულის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით“. რაც შეეხება ჭავჭავაძისა და …
Continue reading “ბათუმის მერია: 24 დეკემბერს გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი ცალმხრივად ჩაიკეტება”
ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება
ბათუმის შემოვლითი გზის 14 -კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 2016 წლის 19 დეკემბერს იწურება. დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტს ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, …
Continue reading “ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება”
ვირტუალური მოდელი ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
დღეს, 21 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ბათუმის ტრანსპორტის მოდელის და შინამეურნეობების მობილობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია იმართება. სამუშაოები ჩატარდა პროექტის – „ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელის, ლაშა ნაკაშიძის განცხადებით, სატრანსპორტო მოდელი არის კომპიუტერული, ვირტუალური მოდელი ბათუმის სატრანსპორტო სისტემისა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიდრე ქალაქის ხელმძღვანელობა რაიმეს გადაწყვეტს ამ სფეროში …
Continue reading “ვირტუალური მოდელი ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”
2015-11-21 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ამ დროისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 142 ადამიანია დაჯარიმებული.