დღეს, პირველ მაისს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა მეოთხედ გამართეს საპროტესტო აქცია. მძღოლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და დამსაქმებელ კომპანიებს სთხოვენ, გადახედონ ტაქსის გამოძახების ტარიფებს. ტაქსის მძღოლების თქმით, შრომითი პირობების მხრივ, უკიდურესი მდგომარეობა აქვთ. „მე პირადად ვარ „იანდექსის“ მძღოლი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კომპანიაში ხარ დასაქმებული, ფაქტობრივად პირობები ყველგან არის ერთნაირი. ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ჩვენი …
Tag Archives: ტაქსი
„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია
პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები მათი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მსვლელობას გეგმავენ. „მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ტაქსის მძღოლები პროტესტის ნიშნად დილის 09:00 საათიდან აპლიკაციას გათიშავენ, ხოლო შემდგომ მსვლელობას მოაწყობენ საქართველოს დიდ ქალაქებში. მსვლელობა დაიწყება 15:00 საათიდან. ამავე დროს, 12:00 საათზე თბილისში შეიკრიბებიან კურიერებიც, …
Continue reading “„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია”
„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა
„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის ცვლილებებზე ოპერატიულ რეაგირებას. თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ჩვენი ტარიფების გადახედვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „მაქსიმში“ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“ – ასეთია ტაქსის მძღოლების …
„საწვავის ფასი გარბის და მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში
დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამგზავრო ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება მოითხოვეს. აქციაში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის მძღოლები მონაწილეობდნენ. „ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა. ერთი მგზავრობის საფასური ერთი ლიტრი საწვავის საფასურს მაინც უნდა გვიტოვებდეს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც „ბოლტზეც“ …
ბათუმში ტაქსის ტარიფი გასამმაგდა
დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში მკვეთრად გაიზარდა ფასები ტაქსით გადაადგილებაზე. დილიდან ტაქსის გამოძახების აპლიკაციები ჩვეულებრივზე სამჯერ და ოთხჯერ მაღალ ფასს აჩვენებს და ამავე დროს, გაზრდილია დაცდის დროც. მაგალითად, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ბონის აგრარულ ბაზრამდე ტაქსით მგზავრობის ფასი „ბოლტის“ აპლიკაციით საშუალოდ 16 ლარია, დაცდის დრო კი – 15 წუთი. ჩვეულებრივ, ამ მანძილზე იმავე აპლიკაციით ტაქსის გამოძახება საშუალოდ …
„ვითხოვთ ტარიფის გაზრდას“ – კიდევ რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები ბათუმში
„ვითხოვთ მომსახურების ტარიფების გაზრდას და საკომისიოების შემცირებას“, – ძირითადად ამ ორი მოთხოვნით ტაქსის მძღოლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია ისევ მოაწყვეს. ტაქსის მძღოლები აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დამსაქმებლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება. ტაქსის მძღოლები გაფიცვას აპირებენ, თუ მათ მოთხოვნებს დამსაქმებლები არ შეასრულებენ. „ბათუმელები“ გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ დაუკავშირდა ტაქსის აპლიკაციის მესაკუთრეებს. „მაქსიმში“ …
Continue reading “„ვითხოვთ ტარიფის გაზრდას“ – კიდევ რას ითხოვენ ტაქსის მძღოლები ბათუმში”
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაფიცვას აანონსებენ – „კომპანიებმა საკომისიო 20 %-მდე გაგვიზარდეს“
„საკომისიო 10 – 12%-დან 20 %-მდე აიყვანეს“, „ვითხოვთ ხელშეკრულებას“ – ამბობდნენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც დღეს, 4 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ტაქსის მძღოლები სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი. ისინი განმარტავენ, რომ აპლიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მუშაობას აზრი აღარ აქვს, აპლიკაციით კი, სადაც დამსაქმებელი კლიენტს ტაქსის მძღოლებთან აკავშირებს, უსამართლო პირობებია. „დაფასებას ვითხოვთ. მე „იანდექსში“ ვმუშაობ, ყველას …
ტაქსით გადაადგილება უკვე 3 მგზავრსაც შეუძლია – დადგენილება
24 მარტიდან ტაქსით გადაადგილება 3 მგზავრსაც შეუძლია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 23 მარტს მიიღო. ამ დრომდე ტაქსით გადაადგილება მაქსიმუმ 2 მგზავრს შეეძლო. ამასთან, მძღოლისთვის და მგზავრებისთვისაც სავალდებულოა პირბადის ტარება. იზოლაციისა და კარანტინის წესებში 23 მარტამდე შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა …
Continue reading “ტაქსით გადაადგილება უკვე 3 მგზავრსაც შეუძლია – დადგენილება”
ტაქსი „დაგი“ ბათუმში – იაფი და სწრაფი
2020 წლის იანვრიდან ბათუმში მუშაობა დაიწყო ტაქსის ახალმა კომპანიამ, „დაგიმ“, რომელმაც მომხმარებელს თავი უკვე დაამახსოვრა სისწრაფით, კომფორტულობითა და დაბალი ფასით. დღეისათვის კომპანია 70 ავტომობილითაა წარმოდგენილი. ყველა მათგანში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები: მძღოლები პირბადეებს იყენებენ, ავტომობილებში დაგხვდებათ სადეზინფეციო ხსნარი. 1 კილომეტრის გავლის ფასი 50 თეთრია და ათვლა ნულიდან იწყება. კომპანია მუდმივად აკონტროლებს ავტომობილების გამართულობასა და სისუფთავეს. …
მაქსიმუმ ორი მგზავრი – ტაქსით მგზავრობის ახალი რეგულაციები ბათუმში
ბათუმის მერიის განცხადებით, მგზავრთა ტაქსით გადაყვანის ახალი რეგულაციების შესახებ, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მძღოლებისა და კომპანიების გაფრთხილება დაიწყო. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტაქსით მგზავრების გადაყვანის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. ახალი რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების …
Continue reading “მაქსიმუმ ორი მგზავრი – ტაქსით მგზავრობის ახალი რეგულაციები ბათუმში”
ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 500 ლარით დააჯარიმა ქობულეთში მცხოვრები კაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა. საქმეში მეორე ბრალდებულიც იყო, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა – მას ტაქსში ჩაჯდომიდან სახლში ასვლამდე ეძინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ტაქსი ორმა ადამიანმა ბათუმში, საბაგიროსთან დაიქირავა. მგზავრები ტაქსის მძღოლმა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში აიყვანა. ბრალდებულს, რომელსაც ტაქსის მძღოლის და მისი …
Continue reading “ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“”
ელენე, 65 წლის დამოუკიდებელი ტაქსის მძღოლი
„15 წელია ტაქსის მძღოლი ვარ და მხოლოდ ორჯერ გადამაგდეს კლიენტებმა, გოგომ სამი ლარი არ გადამიხადა და წავიდა, ერთხელაც ბიჭმა არ გადაიხადა ოთხი ლარი, სულ ეგ იყო. ღამის სამამდე ვმუშაობ და საეჭვო ხალხს და არაფხიზელებს მანქანაში არ ვისვამ, ერთს მივანათებ ფარებს და უკვე ვიცი ვინ ვინ არის, პატარა გოგო ხომ აღარა ვარ? ტაქსის კომპანიებში არასოდეს ვიმუშავებ, …
Continue reading “ელენე, 65 წლის დამოუკიდებელი ტაქსის მძღოლი”
სულიკო თებიძე: ბათუმში ერთი ფერის ტაქსს მხარს არ დავუჭერ
„ტაქსების რეგულაციებზე ვფიქრობთ ჩვენც,“ – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ. მას ვკითხეთ, ხომ არ იგეგმება ბათუმშიც ტაქსებისთვის ერთი ფერის დაწესება თბილისის მსგავსად. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში ტაქსებს 2019 წლის იანვრიდან მხოლოდ ერთი – თეთრი ფერი უნდა ჰქონდეთ. „ბათუმის მერია მსჯელობს ამ საკითხზე, ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. ვნახოთ, როგორ წავა შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ტაქსებს რეგულაცია …
Continue reading “სულიკო თებიძე: ბათუმში ერთი ფერის ტაქსს მხარს არ დავუჭერ”
ქობულეთელი ტაქსისტები: „ძველი ბიჭები“ გამოჩნდნენ, ფულს არ გადავიხდითო
„გახშირდა ასეთი ამბავი, კაი ბიჭი ვარ და ფულს არ გადავიხდი,“ – ყვებიან ქობულეთელი ტაქსისტები. მათი თქმით, არსებობს შემთხვევები, როცა მგზავრები ტაქსის მძღოლებს ქურდული სამყაროს წევრებად ეცნობიან და მგზავრობის თანხის გადახდაზე უარს ამბობენ. ინფორმაცია, რომ ქობულეთში ტაქსის მძღოლებს „ძველი ბიჭები“ მგზავრობის თანხას არ უხდიან, ან ცდილობენ არ გადაუხადონ და ამან რეგულარული სახე მიიღო, „ბათუმელებმა“ დღეს თავად …
Continue reading “ქობულეთელი ტაქსისტები: „ძველი ბიჭები“ გამოჩნდნენ, ფულს არ გადავიხდითო”
მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი
ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო. „რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე …
Continue reading “მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი”