„სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, რომელიც წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. სააგენტო წერს, რომ თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ [კომპანიის პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია „სოფლის ნობათის“ სახელწოდებით]  სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. „ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების …

არის ტრიქინელოზის შემთხვევა, არ იყიდოთ ღორის ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილას – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე. სააგენტოს განცხადების საფუძველი გახდა ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი, რომელიც გუშინ, 27 იანვარს, დადასტურდა. სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული …

სად იქნება აჭარაში შესაძლებელი ძაღლებისა და კატების უფასო აცრა ცოფზე 28 სექტემბერს

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების, ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს. ბათუმსა და მთელ აჭარაში უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს, შაბათს, 11:00-16:00 საათებში, შემდეგ მისამართებზე: ბათუმი – 6 მაისის პარკი – ტბის მიმდებარე ტერიტორია; კოლონადები …

ბათუმში ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან“ ხმელი სუნელის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო იუწყება, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას. სააგენტოს ცნობით, ობიექტში არსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და …

ბათუმის თევზის ბაზარში ხამანწკებში სალმონელა და E.coli გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმის თევზის ბაზარში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. „ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა – სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის …

კვების 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. სააგენტო, როტაციის პრინციპით, გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ცნობით, უკვე შეამოწმეს 150-მდე ბიზნესოპერატორი და ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც …

ობი, სტაფილოკოკი, სოკოები – ქობულეთის საშაურმეში აღებული ანალიზების შედეგები ცნობილია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთის საშაურმეში აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია – საშაურმეში – „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ გამოყენებული ნედლეული არ შეესაბამება ჰიგიენურ მოთხოვნებს. საშაურმის კონტროლი სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განახორციელა. „ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები დაბინძურებული იყო აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა …

„ჭარბი ნალექი იყო“ – რით ხსნიან სურსათის სააგენტოში ვენახის მოსავლის განადგურებას

„ჭარბი ნალექი იყო, უჩვეულოდ მაღალი ოდენობის ნალექი მოვიდა იმ პერიოდში, როდესაც ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო,“ – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი „ბათუმელებთან“. ამ უწყებაში პესტიციდების ხარისხის შესახებ ვიკითხეთ, რადგან ქედაში ვენახის მოსავლის მასობრივად გაუნადგურდათ, ქობულეთში კი, მანდარინებს ჰქონდა შავი ლაქები. იმის მიუხედავად, რომ ფერმერები პესტიციდებს აქტიურად იყენებენ, ციტრუსის შემთხვევაში, ხარისხიანი მოსავლის …

სკოლის ბუფეტში ნაყიდი ტკბილეულით 9 ბავშვი მოიწამლა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა შემოწმებისას ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღი 2023 წლის მაისი იყო, ხოლო ვარგისიანობის ვადა საკვებს 2024 წლამდე ჰქონდა. „აღნიშნული სურსათის …

„ქინდერში“ შესაძლოა ისევ სალმონელა იყოს, სააგენტომ კომპანიას პროდუქციის ამოღება დაავალა

სურსათის ეროვნული სააგენტო შოკოლად „ქინდერის“ კიდევ ერთი საეჭვო პარტიის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიიღეს შეტყობინება ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საქართველოში შემოტანილი „ქინდერის“ ნაწილი, სავარაუდოდ ასევე დაბინძურებულია Salmonella Typhimurium-ით. კერძოდ საუბარია „ქინდერ სიურპრიზსა“ და „ქინდერის“ შოკოლადების ნაკრებზე (KINDER SCHOKOBONS,  KINDER SORPRESA MAXI). სურსათის …

„წიქარაში“ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. „სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: …

ამოიღეს ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი

სურსათის უვნებლობის სააგენტომ ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა. „საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა …

მცენარეული ცხიმი სულგუნსა და იმერულში, ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს ბათუმშიც

მცენარეული ცხიმის შემადგენლობა რძის პროდუქტების 96 ნიმუშიდან 8 შემთხვევაში დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მცენარეული ცხიმის შემცველობა დაფიქსირდა სულგუნში, იმერულ ყველში, ქარხნულ ყველში, არაჟანში, ხაჭოსა და მაწონშიც. ეს იმ რვა ობიექტის ჩამონათვალია, სადაც დარღვევა დაფიქსირდა: ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) – სულგუნი (დამზადების თარიღი: 14/07/2021; ვარგისიანობის ვადა – 15 დღე); ი.მ (ბოლნისი, სოფ. …

„ადვილია გადაბრალება“ – რა იციან სოფლის სამინისტროში ფუტკრების დახოცვაზე

მიზეზი ამ დრომდე არავის უკვლევია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ იმას, რასაც მეფუტკრეები ამბობენ: ფუტკრები იხოცებიან. მეფუტკრეების თქმით, ქვეყანაში ფუტკრების დაახლოებით 60 პროცენტი განადგურდა და ამის მთავარი მიზეზი პრეპარატებია, რომელთა მიმართ ტკიპამ უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ჩინოვნიკები ხელს მეფუტკრეებისკენ იშვერენ და ირწმუნებიან, რომ ისინი სპეციალისტებს არ უჯერებენ. რატომ იხოცებიან ფუტკრები? – ეს …

აღებულია საკვების ნიმუში – სურსათის სააგენტო კარანტინში ადამიანების მოწამვლის შესახებ

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნედლეულის ნიმუშები, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, სადაც ბათუმში, საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევას სწავლობენ. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი. სასტუმრო სხვა რესტორნიდან იღებდა კვების მომსახურებას. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახური მყისიერად გავიდა ადგილზე …

„ესაა კალიის ადგილობრივი სახეობა, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ფეისბუქზე გავრცელებულ კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის, იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას, მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და …

სურსათის ეროვნული სააგენტო ყველზე კონტროლს იწყებს – დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს სწრაფი კვების ობიექტების შემოწმება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახაჭაპურეებზე. სააგენტომ თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შეამოწმა და ეტიკეტის წესების დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს. სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. „ამ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, …

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ შეიძინონ ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები. ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის …

კრიტიკული შეუსაბამობის გამო 45 კვების ობიექტი დაჯარიმებულია – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოვლინდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება კაფე-ბარების და რესტორნების, აგრეთვე სკოლების, საბავშვო ბაღების, ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკები. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელა 976 დოკუმენტური შემოწმება და 229 ინსპექტირება. „გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, 45 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მათ შორის განსაკუთრებით სავალალო …

სახიფათო საღებავი დაფქულ წიწაკაში – სურსათის სააგენტო საგანგებო ზომებს იღებს

სურსათის სააგენტომ იმპორტირებულ წითელ წიწაკაში (დაფქული, დამსხვრეული) სუდანის ჯგუფის არასასურსათო საღებავების დიდი რაოდენობის აღმოჩენის გამო, საგანგებო ზომების შესახებ გამოაცხადა. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ვასილ ბასილაძის ბრძანების თანახმად, საქართველოში იმპორტირებული წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) თითოეულ პარტიას, თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი სუდანის ჯგუფის საღებავების …

იყო თუ არა საღებავი „სუდანი“ ტყემალში – რა დაადგინა სახელმწიფო უწყებამ

ჯანმრთელობისთვის საშიში საღებავი „სუდანი“ დაახლოებით ორი თვის წინ აღმოაჩინეს ტყემალში და სურსათის კიდევ 5 ნიმუშში, რომელსაც საქართველოში აწარმოებენ. კვლევის შედეგები 15 აგვისტოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა” [momxmarebeli.ge] გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიების წარმომადგენლებმა ტელევიზიებით საზოგადოებას უთხრეს, რომ ამ კვლევას არ ენდობოდნენ და ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებდნენ, რომლის შედეგიც ერთ თვეში გახდებოდა ცნობილი. კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე მაღაზიების …

აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან 56 დაჯარიმდა – დაჯარიმებულთა სია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში [2019 წლის ივლისში] აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან [კაფე-რესტორნები, სასაკლაოები და სხვ.] 56 ობიექტი სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა. აქედან 9 შემთხვევაში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა [„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენა, რომელიც დიდ რისკს უქმნის …

ფაროსანები გამოჩნდნენ – სოფლებში პრეპარატებს აღარ არიგებენ

„ტემპერატურის ცვალებადობის გამო აქტიურად არ გამოსულა ჯერ,“ – არ ეთანხმება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ფაროსანას გამოჩენა უკვე აწუხებთ. სოფლად დარდობენ იმასაც, რომ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, ხელისუფლება ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების უფასოდ დარიგებას აღარ აპირებს. „აღარ ვარიგებთ, რადგან მიდგომები შეიცვალა, უფრო მობილური გავხადეთ,“ – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის …

როგორ შევარჩიოთ სააღდგომოდ კვერცხი და ხორცი – სეს-ი მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის და კვერცხის შეძენისაგან. „სააღდგომო დღეებში იმატებს კვერცხის და ხორცპროდუქტების მოხმარება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 24 აპრილს …

ბაღების გამოხმაურება დაჯარიმებაზე

„ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას – რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები, ბათუმის მე-4 საბავშვო ბაღის გამგე ირმა ნაკაშიძე გამოგვეხმაურა. მისი განმარტებით, სურსათის სააგენტომ არა მათი ბაღი, არამედ საბავშვო ბაღების გაერთიანება დააჯარიმა.  „როდესაც მოვიდნენ შემოწმებაზე, დადეს დასკვნა, რომ შეუსაბამობა იყო კვადრატულობა, ფართობი, რაც კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა. რემონტის დაწყება კი ნიშნავდა იმას, რომ სამი თვით …

რატომ დააჯარიმა სურსათის სააგენტომ აჭარაში 26 საბავშვო ბაღი – კონტროლის შედეგები

ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოში, 2018 წელს, სულ 26 საბავშვო ბაღი დააჯარიმეს, მათ შორის ზოგი – ორჯერ. ბაღები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ძირითადად, არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის მიხედვით, არაკრიტიკული შეუსაბამობა – ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია …

რით არის დაავადებული პირუტყვი აჭარაში – სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია უფასოა

აჭარაში გავრცელებულია ნოდულარული დერმატიტი, ვირუსული ინფექციური დაავადება, რომლითაც, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები [ბორცვები], თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით.  მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება. „ეს დაავადება ბოლო სამი წელია რაც დაფიქსირდა საქართველოში. …

ვადაგასული ტონა ხორცი ბათუმის ბაზრის „გადამალულ 9 მაცივარში“

ვადაგასული ტონა ხორცი 9 გადამალულ მაცივარში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააფიქსირა. ბათუმში, მაიაკოვსკის 4-ში მდებარე აგრარულ ბაზარში ვადაგასული ხორცის რეალიზების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრმა მიაწოდა. კონტროლის შედეგად ბიზნესოპერატორი – შპს „ბაკური“ 500 ლარით დააჯარიმეს. „შემოწმების შედეგად აღმოჩნდა გადამალული 9 საყინულე მაცივარი, სადაც განთავსებული იყო გაურკვეველი წარმომავლობის ვადაგასული ხორცი და სუბპროდუქტები [გაყინული] დაახლოებით 1000 …

„იალჩინი“ და „გუდვილი“ ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის გამო დაჯარიმდნენ

სურსათის უვნებლობის სააგენტომ 2018 წლის პირველ კვარტალში სხვა ბიზნესოპერატორებთან ერთად ბათუმში მდებარე ისეთი დიდი სუპერმარკეტებიც დააჯარიმა, როგორიცაა „იალჩინი“ და „გუდვილი“. ბათუმში, ჭავჭავაძის 3 ნომერში მდებარე „გუდვილი“ სააგენტომ 20 თებერვალს 500 ლარით დააჯარიმა ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაციისთვის. 2018 წლის პირველ კვარტალში ორჯერ დაჯარიმდა „იალჩინმარკეტი“ – 19 თებერვალს ბათუმში, ჰ.აბაშიძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში მდებარე მაღაზია, 17 თებერვალს …

640 ათასი ლარი დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების კერების შესაწამლად

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინვაზიური მავნებლის [აზიური ფაროსანას] გავრცელების კერებში ქიმიურ წამლობის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. წამლობა სპეციალური აგრეგატის გამოყენებით უნდა ჩატარდეს, რისთვისაც სააგენტოს 640 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაწამლი ფართობის სავარაუდო რაოდენობა დასავლეთ საქართველოში 20 000 ჰექტარი იქნება. მომსახურების გაწევის სავარაუდო ვადებია – 2018 წლის აპრილი-ოქტომბერი. სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურების გაწევის საჭიროებას – კონკრეტულ ლოკაციებზე წამლობის დაწყებასა და …

ფაროსანას საწინააღმდეგო შხამი არ დარიგდება – SMS-ები და თოქ-შოუები მავნებელთან ბრძოლაში

სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს მოსახლეობას უფასოდ აღარ დაურიგდება. თუმცა, სეს-ის პროგნოზით, ვინაიდან მავნებელი საქართველოში შესაძლოა 1 მილიონ ჰექტარზე გავრცელდეს, ფართობების შეწამვლას თავად სააგენტო უზრუნველყოფს. აზიური ფაროსანას [halyomorpha halys] წინააღმდეგ საბრძოლველად კი, საინფორმაციო კამპანიას სეს-ი 1 223 927 ლარით დააფინანსებს. „ეს პიარკამპანია ზუსტად განსაზღვრავს შემდგომ რას და როგორ ვაპირებთ… ჩვენ …

როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას – სპეციალისტის რჩევები

2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. გასული წლის დეკემბერში უკვე დაიხარჯა 35 მილიონი, სამინისტრომ წამალი და ტექნიკა შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარის შეწამვლას აპირებს. დაინერგება მონიტორინგის სისტემა და მოსახლეობას საგანმანათლებლო ბროშურები დაურიგდება. რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და …

ფაროსანა იღვიძებს – რა ვქნათ?

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობისთვის მონიტორინგის შედეგების მიღების შემდეგ განსაზღვრავს. 2018 წლის ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით სრულმასშტაბიანი მონიტორინგია დაგეგმილი.  სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დაარიგებენ თუ არა წელსაც პესტიციდებს.  პესტიციდები გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, …

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად 15 მილიონი დაიხარჯება

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენას გაამრტივებული შესყიდვის წესით აპირებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 850 000 ლარია. სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეს აღმოსავლეთ საქართველოშიც ხედავს. გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ასე ასაბუთებს: „მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში განახორციელა მასშტაბური ღონისძიებები საშიში ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ. დამუშავდა 120,000 ჰა ფართობი თხილის, …

“ნარინჯისფერი რთველის” მოლოდინში აჭარა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

აზიურ ფაროსანას საქართველოში 2015 წლიდან ებრძვიან. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა გამახვილებული. “ნარინჯისფერი რთველის”  მოახლოებასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური და ქიმიური საშუალებებით ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა. აჭარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ღოღობერიძეების ოჯახს უკვე წლებია ციტრუსის პლანტაციები აქვს. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციისგან მიღებული თანხა  მისი ოჯახის ერთ-ერთი …

სურსათის ეროვნული სააგენტო : როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ციტრუსოვანი კულტურების აზიური ფარისანასგან დაცვის მიზნით მოსახლეობას მოუწოდებენ სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპრატებით დროულად შეწამლონ ციტრუსი. სააგენტოს ინფორმაციით ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი [ზონდერი 100ეკ; ინსაკარი 100ეკ; თეიქოფ 100ეკ] მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ …

Exit mobile version