მსხვილფეხა საქონელში ნოდულარული დერმატიტის ბოლო შემთხვევა აჭარის მთის სოფლებში სექტემბრის მიწურულს გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დერმატიტით ცხოველთა დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა შუახევში, შუბნის თემის ექვს სოფელში დაფიქსირდა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ავალიანის შეფასებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, შუბნის თემში ნოდულარულ დერმატიტზე ამ დროისთვის 4 400-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი. …
Continue reading “ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები აჭარაში – „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“”