აალება ქუთაისი-ბათუმის მატარებელში

დღეს, 27 ნოემბერს, ქუთაისი-ბათუმის მატარებელი, ერთ-ერთ ვაგონში აალებისა და დაკვამლიანების გამო, რამდენიმე წუთით გააჩერეს. როგორც ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, „მოხდა მოკლე ჩართვა, ხალხი პანიკაში იყო… მატარებელი გაჩერდა რამდენიმე წუთით, ის ვაგონი გაათავისუფლეს მგზავრებისგან, სხვა ვაგონში გადმოიყვანეს და ვაგრძელებთ ისევ ბათუმისკენ მოძრაობას“. იმავე მგზავრის ინფორმაციით, როგორც მათ აუხსნეს, მიზეზი, მატარებლის შემადგენლობის გათბობის სისტემაში შექმნილი პრობლემა იყო, რის …

FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა

22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია  საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით. ““Fitch“-ის პროგნოზებით 2018 წლის განმავლობაში რკინიზგის საოპერაციო მაჩვენებლები დასტაბილურდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ვარდნა აღარ იქნება, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში მათი გაუმჯობესება არის ნავარაუდები.  საკუთარ დასკვნაში “Fitch“-ი …

„საქართველოს რკინიგზა“ ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს

2019 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს 50%-იანი შეღავათით. შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ვეტერანებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, „საქართველოსრკინიგზის“ წარმომადგენლებმა გააცნეს. პრემიერის ინიციატივას …

„საქართველოს რკინიგზა“ წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა

„საქართველოს რკინიგზა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული, წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში გახდა. პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ: დაჯილდოების ცერემონიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ. „საქართველოს რკინიგზა სრულად იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფესიული განათლების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ დავაარსეთ …

საქართველოს რკინიგზამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ნინგსიას კომერციის დეპარტამენტთან გააფორმა

საქართველოს რკინიგზა ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტისა და ჩინური ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სატვირთო მატარებლების მიმოსვლის განვითარების სფეროში თანამშრომლობა და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება ქ.ინჩუანიდან – ქ.თბილისში და უკუმიმართულებით. ოფიციალური დელეგაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მიიღო. ქართული და ჩინური მხარეების ერთობლივი ღონისძიება სასტუმრო ,,ბილტმორში“ გაიმართა. …

საქართველოს რკინიგზამ ბრიუსელში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ანგარიში წარადგინა

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-4 სხდომა ჩატარდა, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე წარადგინეს ანგარიში. „საქართველოს რკინიგზის პროგრესს ევრორეგულაციებისა და დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს,“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა …

საქართველოს რკინიგზა ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას

საქართველოს რკინიგზა განცხადებით ეხმაურება 10 აგვისტოს,  დილით, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან მომხდარ ინციდენტს , რა დროსაც, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ ჟურნალიტსა და ოპერატორს სცემეს. ,,საქართველოს რკინიგზა“ უღელტეხილის მონაკვეთზე არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის (ზესტაფონი-ხარაგაული, მოლითი-ქვიშხეთი) მოდერნიზაციის პროექტს, რომლის სამშენებლო სამუშაოები სრულდება შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე: …

თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

,,Argus კასპიის შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018″ – ამ სახელწოდების ღონისძიება დღეს სასტუმრო ,,ბილტმორში” გაიხსნა. კონფერენციაზე მოხსენებით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა. [checklist]  ტვირთების დინამიკა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში  მულტიმოდალური საერთაშორისო დერეფნები, მათ შორის ე.წ. შუა დერეფანი და მისი შესაძლებლობები ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ანაკლიისა და საქართველოს რკინიგზის ქსელთან მიერთების მონაკვეთი სამხრეთ-დასავლეთის მარშრუტები სატარიფო პოლიტიკის …

საქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველოში ვიზიტით იმყოფება  შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“-ს მფლობელი, პიტერ შპულერი.  მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის დამფუძნებელს შეხვედრა ჰქონდა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ   დირექტორ დავით ფერაძესთან და თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში „შტადლერის“ რეგიონული ქარხნის  მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ,,საქართველოს რკინიგზას“, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, …

„საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორების შეხვედრა ბიზნესმენებთან

გერმანიის ფედერალური კანცლერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული და გერმანული ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული „მრგვალი მაგიდის“ მუშაობას საქართველოს რკინიგზისა და „დოიჩე ბანის“ გენერალური დირექტორები, დავით ფერაძე და რიჩარდ ლუცი დაესწრნენ. შეხვედრაზე გერმანულ კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნეს. შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, საქართველოს რკინიგზა და ევროპის ყველაზე მსხვილ სატრანსპორტო კომპანია „დოიჩე ბანი“ ოფიციალური …

“საქართველოს რკინიგზამ” სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი დუალურ პროგრამებზე სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულების დაუფლებას სთავაზობს. კოლეჯის პირველი სტუდენტებისა და პროფესიული სასწავლებლის პრიორიტეტებზე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის  ხარისხის მართვის მენეჯერს მანანა მოისწრაფიშვილს ვესაუბრეთ. ქ-ნო მანანა, პირველ რიგში, საინტერესოა რატომ გაჩნდა რკინიგზის კოლეჯის დაფუძნების იდეა? აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში …

ბათუმის მიმართულებით “საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი რეისები დანიშნა

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და გაზრდილი მგზავრთნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე – ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია …

“საქართველოს რკინიგზამ” პარა ტაიკვანდოს სპორტსმენებს ახალი ფორმები გადასცა

დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ. სპეციალური სამოსი მათთვის საქართველოს რკინიგზამ შეიძინა. პარა ტაიკვანდოს ფედერაცია, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. პარა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო  ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარა სპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, …

,,შტადლერის“ მატარებლებში მგზავრებს საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ

დღეიდან, საზღვაო კურორტების მიმართულებით მოძრავ, შვეიცარული ფირმის, ,,შტადლერის“ ორსართულიან მატარებლებში, მგზავრებს სხვადასხვა ტიპის საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ. საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ვენდინგ აპარატები ,,შტადლერ ქისის“ მოძრავ ვაგონებში უკვე დაამონტაჟა.  კომპანია Azkoyen მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ბაზარზე ლიდერის პოზიციაზეა. სწორედ მისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების ვენდინგ აპარატები. …

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა

29 ივნისს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე კუკუშკამ მოძრაობა განაახლა. პირველი რეისი დილის 7:15 წუთზე შესრულდა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა, რის გამოც კუკუშკის გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყერული მასისაგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია  ,,GR ბორჯომი – ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, …

გაფუჭებული კონდიცირების სისტემის გამო მგზავრები მატარებელს ქობულეთიდან არ უშვებდნენ

დღეს, 27 ივნისს, ბათუმი-თბილისის მატარებელი მგზავრებმა ქობულეთში შეაჩერეს. ამის მიზეზი მატარებელში გათიშული კონდიცირების სისტემა გახდა. მგზავრების თქმით, მატარებელში ბათუმიდან გასვლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ კონდიცირების სისტემა არ მუშაობდა, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. მატარებელში არ იღება ფანჯრები. „ქობულეთში გავაჩერებინეთ და ველოდებით, ან გააკეთონ სისტემა, ან მოვიდეს სხვა მატარებელი. შეუძლებელია ასე მგზავრობა, თან, როგორც ჩანს, წინასწარ იცოდნენ, რომ …

საქართველოს რკინიგზამ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით დამატებითი რეისი დანიშნა

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი- Black Sea Arena -ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. 27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი №808/807 დილის  10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი Black Sea Arena-ზე, ბრიტანელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი …

საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით,  ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, 20 ივნისს, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ბორჯომიდან ბაკურიანში მგზავრების გადაყვანა შეფერდა. განცხადების თანახმად, მიწის მასები სოფელ დაბასთან მისასვლელ გზაზე, მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე ჩამოიშალა. “შეფერხების გამო, ბორჯომიდან 07:15-ზე გასულმა ,,კუკუშკამ“ მგზავრების ბაკურიანში ჩაყვანა ვერ შეძლო. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის გამომწვევი მიზეზი წყლის მილი გახდა, რომელმაც წყალი …

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ ოფიციალური პარტნიორები გახდნენ

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლმა ბერლინში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური …

ზაფხულის სეზონზე ორი ორსართულიანი მატარებელი შეწყვილებული იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზა“, ზაფხულის სეზონზე, 15 ივლისიდან, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ ორსართულიან მატარებელს შეაწყვილებს. შეწყვილებული შემადგენლობა 75 დღის განმავლობაში იმოძრავებს და ყოველდღიურად ერთ რეისს შეასრულებს. „საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა სარკინიგზო ტრანსპორტზე თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, განსაკუთრებით ახალ ორსართულიან GRS ტიპის ელექტრომატარებლებზე. არსებული რესურსის გათვალისწინებით, გასული წლის ზაფხულში, დღის განმავლობაში სრული დატვირთვით კურსირებდა 4 ერთეული GRS ტიპის …

საქართველოს რკინიგზამ სასამართლოში საქმის წაგების მიუხედავად აუდიტს დოკუმენტები არ მიაწოდა

„საქართველოს რკინიგზამ“, რომელიც სახელმწიფო საწარმოა, აუდიტის სამსახურს შემოწმებაზე უარი უთხრა. აუდიტმა სასამართლოს მიმართა და საქართველოს რკინიგზა 1000 ლარით დააჯარიმეს. რკინიგზამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ორივე ინსტანცია მოიგეს და „საქართველოს რკინიგზის“ შემოწმებისთვის საჭირო პროცედურებს აგრძელებენ. „საქართველოს რკინიგზამ“ ჩვენთან სასამართლო პროცესი ორჯერ წააგო, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციოში“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში. – …

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით საფირმო მატარებელი იმოძრავებს

15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება. სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს. მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25. ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს – სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის …

საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, SIEMENS-ის წევრებს შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება –  შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს, მიიღონ …

ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები ,,ბლექ სი არენაზე” გაჩერდებიან

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს ,,ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს. კერძოდ, 19 და 20 მაისს ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორწუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენ ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე (ბლექ სი არენა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის (Georgian Railway Tickets) საშუალებით.  

ქობულეთის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული  ვაგზალი დახვდება. საქართველოს რკინიგზამ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა. შეიცვალა  სადგურის სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა. ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზე არსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED  სანათები. საქართველოს რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული სადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა.

ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით რკინიგზამ რეისი დაამატა

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. 19 მაისს, Black Sea Arena-ზე,  იტალიელი მუსიკოსის, კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურებათ. დამატებითი რეისის მიხედვით:  მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „ Black Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის …

საქართველოს რკინიგზამ რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები დაასრულა

საქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები წარმატებით დაასრულა. წლების განმავლობაში, რიონის შეცვლილი კალაპოტი ქუთაისი-ბათუმის გზაგამყოფზე მდებარე სარკინიგზო ხიდის ბურჯებს აზიანებდა და ქუთაისის მიმართულების სარკინიგზო გზის მიწის ვაკისის ეტაპობრვ ჩამოშლას იწვევდა. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. მძლავრი ტექნიკისა და სპეციალისტების დახმარებით, რიონის კალაპოტი შეიცვალა და მოეწყო დამცავი კედელი. ჩატარებული სამუშაოების …

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია ,,გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ათი თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია Cree-ს მიერ წარმოებულ ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს. ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს.

ორლიანდაგიანი ხაზი მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში

სიახლეა საქართველოს რკინიგზის ხარაგაული – ლაშეს მონაკვეთზე. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ. 4-კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორლიანდაგიანია. განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.

სტუდენტებს მატარებლის ბილეთის საფასურის ნახევარს უკან დაუბრუნებენ

სტუდენტებს, რომლებმაც მატარებლით მგზავრობის დროს სპეციალური შეღავათით ვერ ისარგებლეს და მატარებლის ბილეთში სრული ფასი გადაიხადეს, გადახდილი თანხის ნახევარს უკან დაუბრუნებენ. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ სტუდენტებმა წერილობით „საქართველოს რკინიგზას“ უნდა მიმართონ ბილეთების შეძენის სალაროებში და პირადობის მოწმობის, ასევე შეძენილი ბილეთის ასლი უნდა დატოვონ. მათ შეძენილი ბილეთის 50 პროცენტი მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. „სტუდენტებისთვის …

რა შემთხვევაში დაგიბრუნებთ რკინიგზა ბილეთის ღირებულებას

თუ მატარებელი დააგვიანებს და ამის გამო მგზავრს შეექმნება დისკომფორტი, მას აქვს უფლება მოითხოვოს სამგზავრო ბილეთში გადახდილი თანხა. თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანება. მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მატარებელი 60 წუთზე მეტი ხნით დააგვიანებს ბილეთში მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში ჩასვლას, …

ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთზე ერთი საათით გაჩერდა

ერთი საათია, რაც ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთზეა გაჩერებული. დილის მატარებელი ამ დროს უკვე თბილისში უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც მგზავრები გვატყობინებენ, მატარებელი თბილისში ჩასვლას დანიშნულ დროზე ვერ შეძლებს. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მატარებლის გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნაა. „ძაბვა დაეცა, რამაც მატარებლის გაჩერება გამოიწვია. ამ დროისთვის ძაბვა აღდგენილია, თუმცა მატარებლის გადატვირთვა არ ხერხდება. ვფიქრობ, 20 წუთი …

მემკვიდრეობა, რომელსაც ჟანგი ედება

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ერთ-ერთი ოფისის ეზოში, რამდენიმე ათეული წელია კვარცხლბეკზე დგას ჟანგმოდებული ორთქმავალი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნეშია აშენებული. „სადგურ ბათუმის“ თანამშრომელი ამბობს, რომ ორთქლმავალი სადგურისთვის ერთ-ერთ იუბილეზე საჩუქრად გადაუციათ, როგორც ისტორიის ნაწილი, მაგრამ არც მას და არც სხვებს არ ახსოვთ, მერამდენე იუბილეზე მიიღო  „სადგურმა ბათუმმა“ ეს საჩუქარი. ძველი ორთქმავლის ბედით შეწუხებულია ბათუმელი გულნარა კაკაბაძე. ის ფიქრობს, რომ …

რა არის საქართველოს სატრანსპორტო დარგის მმართველობითი სისუსტე

ავტორი: ჯაბა თარიმანაშვილი – ბსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია ტრანს ლოგისტიკის დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიის პრობლემატიკა, უფრო მეტად ხელშესახები რომ გავხადოთ, გავავლოთ პარალელი მუსიკალურ ხელოვნებასთან, რომელიც ნებისმიერი ქართველისთვის ნაცნობი სფეროა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: საკონცერტო დარბაზის მიზანია, ჰქონდეს ისეთი ხარისხიანი და ჰარმონიული მუსიკალური ჟღერადობა, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. ამისათვის საჭიროა შემდეგი …

1 064 265 ლარი – საქართველოს რკინიგზის გენდირექტორის შემოსავალი ოთხი წლის განმავლობაში

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად 32 წლის მამუკა ბახტაძე 2013 წლის მარტში დანიშნეს. ამ დაწესებულების დირექტორის რანგში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2014 წელს აქვს შევსებული მამუკა ბახტაძეს. მას ამ წელს შემოსავლის სახით 241 334 ლარი მიუღია, როგორც გენერალური დირექტორს და შპს ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს. ეს იმას ნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძის ყოველთვიური ხელფასი 20 111 ლარი იყო …

რკინიგზა ბათუმი-ქუთაისის და ბათუმი-ურეკის მიმართულებებზე მატარებლებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა პირველი ივლისიდან ტურისტულ სეზონზე ქათაისი-ბათუმის მარშრუტზე ჩქარ მატარებელს ნიშნავს, რომელიც დილით ქუთაისიდან წამოვა და საღამოს ბათუმიდან გავა. მგზავრობის ფასი 6 ლარი იქნება. „ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისი-ბათუმი ქუთაისიდან გავა ყოველ დღე, დილის 10:25 საათზე. 13:28 საათზე მატარებელი უკვე ბათუმში იქნება. ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით კი მატარებელი 23:25 საათზე გავა და ქუთაისში იქნება ღამის 2 საათზა და 20 წუთზე“ …

Exit mobile version